ავტორი:

აცეკვებული ტრამპი და ჰარისის ატირებული მომხრეები - ფოტოებით გადმოცემული გამარჯვების ემოციები და მარცხით გამოწვეული ცრემლები

აცეკვებული ტრამპი და ჰარისის ატირებული მომხრეები -  ფოტოებით გადმოცემული გამარჯვების ემოციები და მარცხით გამოწვეული ცრემლები

წინასწარი მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი "რესპუბლიკელები" ლიდერი, დონალდ ტრამპი გახდა. მან უკვე მიმართა მხარდამჭერებს და განაცხადა, რომ აშშ-ის ისტორიაში "ოქროს ხანა" დაიწყება.

თავის მიმართვაში გამარჯვებულმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ როგორც ჩანს “ის მკვლელობის მცდელობას კონკრეტული "მიზეზის გამო" გადაურჩა. ეს მიზეზი კი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაა.

"გაცემულ დაპირებებს შევასრულებ... პრეზიდენტად გახდომა ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო და უდიდესი პასუხისმგებლობაა", - განაცხადა ტრამპმა. მან სიტყვის დასრულების შემდეგ შეკრებილი მხარდამჭერების თვალწინ იცეკვა.

ტრამპი უკვე იღებს მილოცვებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერისგან. მას გამარჯვება საქართველოდანაც მიულოცეს. მისალოცი ტექსტი გამოაქვეყნეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

  • ვნახოთ ფოტოებით - როგორ ზეიმობენ რესპუბლიკელები და მათი მხარდამჭერები გამარჯვებას:

რა თქმა უნდა, საპირისპირო განწყობა და ემოციებია "დემოკრატებისა" და მათი კანდიდატის კამალა ჰარისის მხარდამჭერებში. ისინი ტრიუმფისთვის ემზადებოდნენ: ვაშინგტონში სპეციალურ ზონაში შეიკრიბნენ და მოუთმენლად ელოდნენ შედეგების გამოცხადებას, თუმცა, მას შემდეგ, რაც გაირკვა რომ ჰარისი დამარცხდა და მხარდამჭერებს სიტყვით არ მიმართავდა, მათ იქაურობა დატოვეს. მედიამ ჰოვარდის უნივერსიტეტთან მიტოვებული დროშები და ცარიელი სკამები გადაიღო.

ნახეთ ასევე: