ავტორი:

“რადიკალების პოლიტიკურ კინტოურს ვისმენთ - არანაირი მტკიცებულება და ფაქტი არ არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით“ - კახა კალაძე

“რადიკალების პოლიტიკურ კინტოურს ვისმენთ - არანაირი მტკიცებულება და ფაქტი არ არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით“ - კახა კალაძე

“მტკიცებულება არ არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით - რადიკალების პოლიტიკურ კინტოურს ვისმენთ, კონკრეტული როლები აქვთ გადანაწილებული“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, სიცრუეს და არასწორ განცხადებებს ვისმენთ არჩევნებთან დაკავშირებით.

“რეალურად არაფერი ხდება. ვისმენთ სიცრუეს და არასწორ განცხადებებს არჩევნებთან დაკავშირებით. არანაირი მტკიცებულება და ფაქტი არ არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს მოგონილია! მცდელობაა, თავისუფალ არჩევნებს რაიმე ჩრდილი მიაყენონ. ამაში ჩართულია რადიკალური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით.

  • ერთი არავინ გამოჩნდა კონკრეტული მტკიცებულება რომ წარედგინა პროკურატურისთვის, ან საზოგადოებისთვის. ბოლო დღეებია ვისმენთ რადიკალების პოლიტიკურ კინტოურს, კონკრეტული როლები აქვთ გადანაწილებული. მცდელობა აქვთ სახე შეინარჩუნონ ამომრჩევლის წინაშე. ეს არის რეალობა. ჯერ ატყუებდნენ ვიგებთო, რეალურად საზოგადოებამ შესაბამისი ადგილი მიანიჭა, რასაც იმსახურებენ. დღეს მცდელობა აქვთ საკუთარი ამომრჩეველი მოატყუონ და სახე შეინარჩუნონ. ეს არის მოცემულობა”, - აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ოპოზიციონერი ლიდერების და მოქალაქეების ნაწილის მიერ ორგანიზებული აქციებიც შეაფასა.

“მთელი სოცმედია მიაქვს ხუმრობებს ამ აქციებთან დაკავშირებით, ერთი გასვენება ხალხი ვერ შეუკრებიათ. დადიან აღმა-დაღმა, რას მიედ-მოედებიან თვითონაც არ იციან. მცდელობაა, საკუთარ ამომრჩეველს ანახონ, რომ თითქოს იბრძვიან. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები - ხვალ, ზეგ ყველა პარლამენტში შემოლაგდება!" - აღნიშნა კალაძემ.