მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ში ამომრჩეველთა ხმებს ითვლიან - როგორია ამ დროისთვის მონაცემები და როგორ ნაწილდება საარჩევნო კოლეგიის ხმები საპრეზიდენტო კანდიდატებზე
აშშ-ში ამომრჩეველთა ხმებს ითვლიან - როგორია ამ დროისთვის მონაცემები და როგორ ნაწილდება საარჩევნო კოლეგიის ხმები საპრეზიდენტო კანდიდატებზე

ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი “რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ი­დან“ დო­ნალდ ტრამ­პი ე.წ. მერ­ყე­ვი შტა­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში ლი­დე­რობს. ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

  • გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ტრამ­პი ლი­დე­რობს ჯორ­ჯი­ა­ში, ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნა­სა და პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში, სა­დაც ხმე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა დათ­ვლი­ლია.

არი­ზო­ნა­სა და ვის­კონ­სინ­ში, სა­დაც ხმე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი დათ­ვლი­ლია, ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ტრამ­პი უმ­ნიშ­ვნე­ლოდ უს­წრებს მე­ტო­ქეს, “დე­მოკ­რატ“ კა­მა­ლა ჰა­რისს.

ამას­თან, კა­მა­ლა ჰა­რი­სი ლი­დე­რობს მი­ჩი­გან­ში, თუმ­ცა იქ, ამ დრო­ის­თვის, ხმე­ბის მხო­ლოდ 32%-ია დათ­ვლი­ლი.

ამას­თან, BBC-ი წერს, რომ ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად შე­იც­ვა­ლოს, რად­გან ხმე­ბის დათ­ვლის პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა.

  • ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, „რეს­პუბ­ლი­კელ“ კან­დი­დატს, დო­ნალდ ტრამპს სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ის 230 ხმა აქვს, "დე­მოკ­რატ“ კა­მა­ლა ჰა­რისს - 187. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის კან­დი­დატ­მა ამომ­რჩე­ველ­თა კო­ლე­გი­ის წევრთა 538 ხმი­დან სულ მცი­რე 270 ხმა უნდა მი­ი­ღოს.

ამას­თან, CNN-ის პროგ­ნო­ზით, დო­ნალდ ტრამ­პი არ­ჩევ­ნებს იგებს არ­კან­ზა­სის, სამ­ხრეთ კა­რო­ლი­ნას, ფლო­რი­დას, ოკ­ლაჰო­მას, მი­სუ­რის, ტე­ნე­სის, ალა­ბა­მას, უა­ი­ო­მინ­გის, სამ­ხრეთ და­კო­ტას, ჩრდი­ლო­ეთ და­კო­ტას, ტე­ხა­სის, ლუ­ი­ზი­ა­ნას, მონ­ტა­ნას, იუ­ტას, მი­სი­სი­პის, აი­დაჰო­სა და კან­ზა­სის შტა­ტებ­ში. კა­მა­ლა ჰა­რი­სი კი - კო­ლუმ­ბი­ის ოლ­ქში, მე­რი­ლენდში, მა­სა­ჩუ­სეტსში, დე­ლა­ვერ­ში, ილი­ნო­ის­ში, როდ-აი­ლენდში, ნიუ-იორკში, კო­ლო­რა­დო­ში, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, ვირ­ჯი­ნი­ა­ში, ჰა­ვა­ი­ში და ვა­შინგტო­ნის შტატ­ში.

  • გა­ნახ­ლე­ბა 11:10

ამ დრო­ის­თვის დო­ნალდ ტრამპს სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ის 265 ხმა აქვს, ხოლო კა­მა­ლა ჰა­რისს 194.

CNN-ის ცნო­ბით, წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ჯორ­ჯი­ის შტატ­ში დო­ნალდ ტრამპმა გა­ი­მარ­ჯვა. აშშ-ში სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი უკვე და­ი­ხუ­რა. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის თი­თო­ე­ულ კან­დი­დატს სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ის 270 ხმა სჭირ­დე­ბა.

ამას­თან, Associated Press-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის სე­ნატ­ში უმ­რავ­ლე­სო­ბა „რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­მა“ მო­ი­პო­ვეს, ხოლო წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის კონ­ტრო­ლის­თვის ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა.

  • გა­ნახ­ლე­ბა 11:28

Fox News: აშშ-ის 47-ე პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი გახ­და. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

  • გა­ნახ­ლე­ბა 11:46

11:38 / 06-11-2024 დო­ნალდ ტრამ­პი ამ წუ­თებ­ში მხარ­დამ­ჭე­რებს მი­მარ­თავს. ის სცე­ნა­ზე ცოლ­თან, მე­ლა­ნია ტრამ­პთან და ოჯა­ხის სრულ შე­მად­გენ­ლო­ბას­თან ერ­თად ავი­და. ასე­ვე სცე­ნა­ზე ტრამ­პთან ერ­თად არის ვიცე პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი ჯეი დი ვენ­სი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიმა
0

იმედი მაქვს ამერიკა დაიბრუნებს ჩამოხეულ სახეს! ნაცებო ვიზიარებ თქვენს მწუხარებას! დასრულდება ლიბერალური ფაშიზმი! ნაცებო ჰარისი მოიწვიეთ თქვენუ ჯიგის ლიდერად!

ტელემაყურებელი
0

ბაიდენ მთელი უკრაინისთვის გამოყოფილი რესურსი უკრაინისკენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

აშშ-ში ამომრჩეველთა ხმებს ითვლიან - როგორია ამ დროისთვის მონაცემები და როგორ ნაწილდება საარჩევნო კოლეგიის ხმები საპრეზიდენტო კანდიდატებზე

აშშ-ში ამომრჩეველთა ხმებს ითვლიან - როგორია ამ დროისთვის მონაცემები და როგორ ნაწილდება საარჩევნო კოლეგიის ხმები საპრეზიდენტო კანდიდატებზე

ამ დროის მონაცემებით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი “რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპი ე.წ. მერყევი შტატების უმეტესობაში ლიდერობს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

  • გამოცემის ცნობით, ტრამპი ლიდერობს ჯორჯიაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და პენსილვანიაში, სადაც ხმების უმრავლესობა დათვლილია.

არიზონასა და ვისკონსინში, სადაც ხმების ნახევარზე მეტი დათვლილია, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ტრამპი უმნიშვნელოდ უსწრებს მეტოქეს, “დემოკრატ“ კამალა ჰარისს.

ამასთან, კამალა ჰარისი ლიდერობს მიჩიგანში, თუმცა იქ, ამ დროისთვის, ხმების მხოლოდ 32%-ია დათვლილი.

ამასთან, BBC-ი წერს, რომ ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, რადგან ხმების დათვლის პროცესი გრძელდება.

  • ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „რესპუბლიკელ“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 230 ხმა აქვს, "დემოკრატ“ კამალა ჰარისს - 187. აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს.

ამასთან, CNN-ის პროგნოზით, დონალდ ტრამპი არჩევნებს იგებს არკანზასის, სამხრეთ კაროლინას, ფლორიდას, ოკლაჰომას, მისურის, ტენესის, ალაბამას, უაიომინგის, სამხრეთ დაკოტას, ჩრდილოეთ დაკოტას, ტეხასის, ლუიზიანას, მონტანას, იუტას, მისისიპის, აიდაჰოსა და კანზასის შტატებში. კამალა ჰარისი კი - კოლუმბიის ოლქში, მერილენდში, მასაჩუსეტსში, დელავერში, ილინოისში, როდ-აილენდში, ნიუ-იორკში, კოლორადოში, კალიფორნიაში, ვირჯინიაში, ჰავაიში და ვაშინგტონის შტატში.

  • განახლება 11:10

ამ დროისთვის დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 265 ხმა აქვს, ხოლო კამალა ჰარისს 194.

CNN-ის ცნობით, წინასწარი შედეგების მიხედვით, ჯორჯიის შტატში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. აშშ-ში საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის თითოეულ კანდიდატს საარჩევნო კოლეგიის 270 ხმა სჭირდება.

ამასთან, Associated Press-ის ინფორმაციით, აშშ-ის სენატში უმრავლესობა „რესპუბლიკელებმა“ მოიპოვეს, ხოლო წარმომადგენელთა პალატის კონტროლისთვის ბრძოლა გრძელდება.

  • განახლება 11:28

Fox News: აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. წაიკითხეთ სრულად

  • განახლება 11:46

11:38 / 06-11-2024 დონალდ ტრამპი ამ წუთებში მხარდამჭერებს მიმართავს. ის სცენაზე ცოლთან, მელანია ტრამპთან და ოჯახის სრულ შემადგენლობასთან ერთად ავიდა. ასევე სცენაზე ტრამპთან ერთად არის ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი ჯეი დი ვენსი მეუღლესთან ერთად. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: