სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძლიერი ქარი გორში - დაზიანდა ელექტროენერგიის ბოძები და სადენები
ძლიერი ქარი გორში - დაზიანდა ელექტროენერგიის ბოძები და სადენები

ძლი­ერ­მა ქარ­მა და უხვმა ნა­ლექ­მა პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გო­რის მე­რია ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ქარ­მა ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ და ერთ დამ­ხმა­რე შე­ნო­ბას სა­ხუ­რა­ვე­ბი გა­და­ხა­და, ასე­ვე, და­ზი­ან­და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ბო­ძე­ბი და სა­დე­ნე­ბი.

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, სი­მონ გუ­ლე­და­ნი ზეღ­დუ­ლე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში მე­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან და­ვით ცერ­ცვა­ძეს­თან ერ­თად სო­ფელ ზეღ­დუ­ლეთ­ში, ელი­აშ­ვი­ლე­ბის მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც ძლი­ერ­მა ქარ­მა სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს სა­ხუ­რა­ვი გა­და­ხა­და.

რო­გორც სი­მონ გუ­ლე­დან­მა აღ­ნიშ­ნა, ელი­აშ­ვი­ლე­ბის ოჯახს გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რია შე­სა­ბა­მის დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს.

გო­რის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრომ­დე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია მე­რი­ი­სა და სხვა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი. ამ დრო­ის­თვის სოფ­ლებ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყველ­გან აღ­დგე­ნი­ლია ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა, ხოლო იმ რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში, სა­დაც დე­ნის მი­წო­დე­ბა შე­ფერ­ხე­ბუ­ლია, ეტა­პობ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

ძლიერი ქარი გორში - დაზიანდა ელექტროენერგიის ბოძები და სადენები

ძლიერი ქარი გორში - დაზიანდა ელექტროენერგიის ბოძები და სადენები

ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა გორის მუნიციპალიტეტში. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქარმა ერთ საცხოვრებელ და ერთ დამხმარე შენობას სახურავები გადახადა, ასევე, დაზიანდა ელექტროენერგიის ბოძები და სადენები.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, სიმონ გულედანი ზეღდულეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან დავით ცერცვაძესთან ერთად სოფელ ზეღდულეთში, ელიაშვილების მრავალშვილიან ოჯახში იმყოფებოდა, სადაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

როგორც სიმონ გულედანმა აღნიშნა, ელიაშვილების ოჯახს გორის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამის დახმარებას გაუწევს.

გორის მერიის ინფორმაციით, ამ დრომდე მუნიციპალიტეტში მობილიზებულია მერიისა და სხვა შესაბამისი უწყებების სამსახურები. ამ დროისთვის სოფლებში, ფაქტობრივად, ყველგან აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება, ხოლო იმ რამდენიმე სოფელში, სადაც დენის მიწოდება შეფერხებულია, ეტაპობრივად მიმდინარეობს შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები.