არგენტინაში, ბუენოს-აირესის ერთ-ერთ ქუჩაში, გასულ კვირას სასტიკი მკვლელობა მოხდა. ქალმა, ეჭვიანობის ნიადაგზე დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეგობარ ბიჭს. როგორც მედია წერს, ეჭვიანობის მიზეზი ის გახდა, რომ ბიჭი ყოფილ თანაკლასელ გოგონას მიესალმა.
გარდაცვლილის მამის თქმით, პალავეჩინო ადრეც ცდილობდა შეყვარებულის დაჭრას, თუმცა მაშინ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და ბიჭს არც პოლიციისთვის არ მიუმართავს.
2021 წელს ნატაშა წინა ბოიფრენდის დაჭრისთვის იყო დაკავებული, მაგრამ მაშინ არ დააპატიმრეს.