ავტორი:

"წარმოუდგენელი ტკივილია, ის საუკეთესო იყო" - ცნობილი უკრაინელი მუსიკოსი ფრონტზე დაიღუპა

"წარმოუდგენელი ტკივილია, ის საუკეთესო იყო" - ცნობილი უკრაინელი მუსიკოსი ფრონტზე დაიღუპა

უკრაინაში ცნობილი ხარკოველი დრამერი, 39 წლის მიკოლა სოსტინი, მეტსახელად ამორთი ფრონტის ხაზზე დაიღუპა.

  • ინფორმაცია მისმა კოლეგამ, ალექსეი კოვალევმა გაავრცელა. მისი თქმით, მიკოლაის საუკეთესო მეგობრებმა მუსიკოსის გარდაცვალება დაუდასტურეს. სწორედ ისინი წავიდნენ სოსტინის ცხედრის ამოსაცნობად. გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია. თუმცა, როგორც მეგობრებმა აღნიშნეს, დრამერი ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა საბრძოლო პოზიციებზე.

"წარმოუდგენელი ტკივილია, უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი, უკრაინული ბლექ მეტალის ისტორიის ნაწილი გარდაიცვალა. მადლობა შენ, მეგობარო“, - წერს კოვალევი.

მიკოლა სოსტინი ბოლო ათწლეულებში რამდენიმე ცნობილ უკრაინულ ბენდში უკრავდა. 2004-2006 წლებში ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უკრაინული ბლექ მეტალ ბენდის, Drudkh-ის დრამერი იყო. მუსიკოსი უკრაინის შეიარაღებული ძალებს მიმდინარე წლის აგვისტოში შეუერთდა. სამხედრო მომზადების გავლისა და ფრონტზე ყოფნის რამდენიმე კვირის შემდეგ დაიღუპა. სოსტინი 25-ე ცალკეულ საჰაერო სადესანტო ბრიგადაში მსახურობდა.