ავტორი:

"იქნება ქარი, აგვეჩეჩება თმა თუ არა, ვიქნებით თბილისის მოედნებზე, გამზირებზე, , ვიდრე ყველანი არ დავდგებით საპროტესტოდ და რეჟიმს დემოკრატიულად არ მოვგუდავთ" - ნიკა მელია

"იქნება ქარი, აგვეჩეჩება თმა თუ არა, ვიქნებით თბილისის მოედნებზე, გამზირებზე, , ვიდრე ყველანი არ დავდგებით საპროტესტოდ და რეჟიმს დემოკრატიულად არ მოვგუდავთ" - ნიკა მელია

ვიქნებით თბილისის მოედნებზე, გამზირებზე, ქუჩებში, სანამ ყველანი არ დავდგებით საპროტესტოდ და რეჟიმს დემოკრატიულად, ჩვენი სიმრავლით არ მოვგუდავთ , - ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს, რომლებმაც სპორტის სასახლესთან გადაინაცვლეს.

მელიამ აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ პროტესტი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.

“მეგობრებო, მადლობა ამ სიმართლისთვის, ამ გამძლეობისთვის, ამ ჟინისთვის და ყოველ დღე, რითაც დავიწყეთ ეს პროცესი, ამით ვაგრძელებთ.

ყოველდღიურად იქნება ქარი, აგვეჩეჩება თმა თუ არ აგვეჩეჩება, გვაწვიმს თუ არა, მოთოვს თუ არ მოთოვს, ვიქნებით თბილისის მოედნებზე, გამზირებზე, ქუჩებში, სანამ ყველანი არ დავდგებით საპროტესტოდ და რეჟიმს დემოკრატიულად, ჩვენი სიმრავლით არ მოვგუდავთ - ეს არის ამოცანა და მიზანი”, - განაცხადა ნიკა მელიამ.