მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩრდილოეთ კორეამ გაეროს აცნობა, რომ ბირთვული იარაღის პროგრამას აჩქარებს - რა მიიღო კიმ ჩენ ინიმ პუტინისგან უკრაინასთან ომში კორეელების მონაწილეობის სანაცვლოდ?
ჩრდილოეთ კორეამ გაეროს აცნობა, რომ ბირთვული იარაღის პროგრამას აჩქარებს - რა მიიღო კიმ ჩენ ინიმ პუტინისგან უკრაინასთან ომში კორეელების მონაწილეობის სანაცვლოდ?

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ელჩმა გა­ე­რო­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ფხე­ნი­ა­ნი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღე­ბის პროგ­რა­მის გაძ­ლი­ე­რე­ბას და­აჩ­ქა­რებს. და­სავ­ლეთ­თან და­ძა­ბუ­ლო­ბის ზრდის ფონ­ზე, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ პირ­ვე­ლად გა­მო­ცა­და კონ­ტი­ნენ­ტთა­შო­რი­სი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ელჩმა გა­ე­რო­ში, კიმ სონ­გმა, ორ­შა­ბათს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, რომ ფხე­ნი­ა­ნი პროგ­რა­მას "მტრუ­ლი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის მქო­ნე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი საფრ­თხის სა­პა­სუ­ხოდ" და­აჩ­ქა­რებს.

სამ­ხრეთ კო­რე­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის გან­ცხა­დე­ბით, სამ­შა­ბათს დი­ლით, ჩრდი­ლო­ეთ­მა კო­რე­ის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის აღ­მო­სავ­ლე­თით, ზღვის­კენ რამ­დე­ნი­მე მოკ­ლე მან­ძი­ლის ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა გა­უშ­ვა. ია­პო­ნი­ის სა­ნა­პი­რო დაც­ვამ ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ჭურ­ვი სა­ვა­რა­უ­დოდ, ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა იყო, ხოლო მა­უ­წყე­ბელ­მა NHK-მ გად­მოს­ცა, რომ ის, რო­გორც ჩანს, ია­პო­ნი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის გა­რეთ, ოკე­ა­ნე­ში ჩა­ვარ­და.

უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა ხუთ­შა­ბათს ფხე­ნი­ა­ნის მიერ კონ­ტი­ნენ­ტთა­შო­რი­სი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტის გა­მოც­დის გან­სა­ხილ­ვე­ლად მო­იწ­ვი­ეს.

აშშ-სა და უკ­რა­ი­ნის გან­ცხა­დე­ბით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას რუ­სე­თის კურსკის რე­გი­ონ­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი ჰყავს თით­ქმის 8 000 ჯა­რის­კა­ცი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში უკ­რა­ი­ნა­ში საბ­რძოლ­ვე­ლად შე­ვიდ­ნენ, და ორი­ვე ქვე­ყა­ნამ აღ­ნიშ­ნა, რომ თუ ეს ჯა­რე­ბი ბრძო­ლა­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ლე­გი­ტი­მუ­რი სამ­ხედ­რო სა­მიზ­ნე­ე­ბი გახ­დე­ბი­ან.

"აშშ-ის ბირ­თვუ­ლი საფრ­თხე ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის წი­ნა­აღ­მდეგ უკვე კრი­ტი­კულ წერ­ტილს აღ­წევს მისი მას­შტა­ბი­სა და სა­შიშ­რო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით... აშშ-ს და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გამო, პო­ტენ­ცი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია ომის ზღვარს უახ­ლოვ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კიმ­მა.

უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს შეხ­ვედ­რის დროს, აშშ-მა ჩი­ნე­თი და რუ­სე­თი გა­ე­რო­ში ფხე­ნი­ა­ნის "სან­ქცი­ე­ბის დამ­რღვე­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის უფრო დე­ტა­ლუ­რი შე­მოწ­მე­ბის­გან" "უსირ­ცხვი­ლოდ" დაც­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და გა­ნა­ცხა­და, რომ ფხე­ნი­ა­ნი "უკა­ნო­ნო ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის, ბირ­თვუ­ლი და მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღის პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის კუ­თხით გა­თა­მამ­და".

სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა ცდი­ლობს, უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის ომში ჯა­რე­ბის მი­წო­დე­ბის გა­რი­გე­ბის ფარ­გლებ­ში რუ­სუ­ლი სა­რა­კე­ტო და კოს­მო­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მო­ი­პო­ვოს. თუმ­ცა აშშ-ს ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს არ უთ­ქვამთ, მათი აზ­რით, რა მი­ი­ღო ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის­გან უკ­რა­ი­ნას­თან ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­ნაც­ვლოდ.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ჩრდილოეთ კორეამ გაეროს აცნობა, რომ ბირთვული იარაღის პროგრამას აჩქარებს - რა მიიღო კიმ ჩენ ინიმ პუტინისგან უკრაინასთან ომში კორეელების მონაწილეობის სანაცვლოდ?

ჩრდილოეთ კორეამ გაეროს აცნობა, რომ ბირთვული იარაღის პროგრამას აჩქარებს - რა მიიღო კიმ ჩენ ინიმ პუტინისგან უკრაინასთან ომში კორეელების მონაწილეობის სანაცვლოდ?

ჩრდილოეთ კორეის ელჩმა გაეროში განაცხადა, რომ ფხენიანი ბირთვული იარაღების პროგრამის გაძლიერებას დააჩქარებს. დასავლეთთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეამ პირველად გამოცადა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა.

ჩრდილოეთ კორეის ელჩმა გაეროში, კიმ სონგმა, ორშაბათს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ ფხენიანი პროგრამას "მტრული ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოების ნებისმიერი საფრთხის საპასუხოდ" დააჩქარებს.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსის განცხადებით, სამშაბათს დილით, ჩრდილოეთმა კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით, ზღვისკენ რამდენიმე მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. იაპონიის სანაპირო დაცვამ ასევე განაცხადა, რომ ჭურვი სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა იყო, ხოლო მაუწყებელმა NHK-მ გადმოსცა, რომ ის, როგორც ჩანს, იაპონიის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გარეთ, ოკეანეში ჩავარდა.

უშიშროების საბჭოს სხდომა ხუთშაბათს ფხენიანის მიერ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდის განსახილველად მოიწვიეს.

აშშ-სა და უკრაინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეას რუსეთის კურსკის რეგიონში განლაგებული ჰყავს თითქმის 8 000 ჯარისკაცი, რომლებიც შეიძლება, უახლოეს დღეებში უკრაინაში საბრძოლველად შევიდნენ, და ორივე ქვეყანამ აღნიშნა, რომ თუ ეს ჯარები ბრძოლაში მიიღებენ მონაწილეობას, ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები გახდებიან.

"აშშ-ის ბირთვული საფრთხე ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ უკვე კრიტიკულ წერტილს აღწევს მისი მასშტაბისა და საშიშროების თვალსაზრისით... აშშ-ს დაუფიქრებელი ნაბიჯების გამო, პოტენციური სიტუაცია ომის ზღვარს უახლოვდება", - განაცხადა კიმმა.

უშიშროების საბჭოს შეხვედრის დროს, აშშ-მა ჩინეთი და რუსეთი გაეროში ფხენიანის "სანქციების დამრღვევი საქმიანობის უფრო დეტალური შემოწმებისგან" "უსირცხვილოდ" დაცვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ფხენიანი "უკანონო ბალისტიკური რაკეტების, ბირთვული და მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამების განვითარების გაგრძელების კუთხით გათამამდა".

სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეა ცდილობს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჯარების მიწოდების გარიგების ფარგლებში რუსული სარაკეტო და კოსმოსური ტექნოლოგიები მოიპოვოს. თუმცა აშშ-ს ოფიციალურ პირებს არ უთქვამთ, მათი აზრით, რა მიიღო ჩრდილოეთ კორეამ ვლადიმირ პუტინისგან უკრაინასთან ომში მონაწილეობის სანაცვლოდ.

წყარო