ავტორი:

გაერთიანებულ სამეფოში მაიმუნის ყვავილის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რა ხდება ცნობილი?

გაერთიანებულ სამეფოში მაიმუნის ყვავილის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რა ხდება ცნობილი?

გაერთიანებულ სამეფოში მაიმუნის ყვავილის ისეთი შტამის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც, სავარაუდოდ, უფრო ადვილად ვრცელდება. ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს (UKHSA) განცხადებით, მაიმუნის ყვავილი ოჯახური კონტაქტიდან გადავიდა.

ეს ქვეყანაში Clade Ib შტამის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობას სამამდე ზრდის.

ჯანმრთელობის სამინისტროს განაცხადა, რისკი გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობისთვის "კვლავ დაბალი რჩება" და ორივე პაციენტი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ, ლონდონის Guy's and St Thomas' NHS foundation trust-ში იმყოფება.

პირველი შემთხვევა გასულ კვირას, ლონდონში გამოვლინდა. პირი აფრიკაში იმყოფებოდა დასასვენებლად და 21 ოქტომბერს გაერთიანებულ სამეფოში გვიანი რეისით დაბრუნდა. მას 24 საათზე მეტი ხნის შემდეგ გრიპის მსგავსი სიმპტომები განუვითარდა და 24 ოქტომბერს გამონაყარი დაეწყო, რომელიც მომდევნო დღეებში გაუარესდა.დანარჩენ ორ შემთხვევაში დაავადდნენ მისი ოჯახის წევრები.

სამივე შემთხვევის კონტაქტებს ჯანმრთელობის კონტროლის სამსახური და სხვა შესაბამისი ორგანიზაციები აკვირდება და საჭიროების შემთხვევაში მათ ტესტირებას, ვაქცინაციასა და რჩევებს შესთავაზებენ.

სამედიცინო მრჩეველმა, პროფესორმა სიუზენ ჰოპკინსმა განაცხადა:

"მაიმუნის ყვავილი ოჯახებში მჭიდრო კონტაქტის დროს ძალიან ადვილად გადადის და ამიტომ, მოულოდნელი არ არის იმავე ოჯახში დამატებითი შემთხვევების გამოვლენა. საერთო რისკი გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობისთვის კვლავ დაბალი რჩება. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რათა შემდგომი გავრცელების პრევენციისთვის ყველა კონტაქტის იდენტიფიცირება და მათთან დაკავშირება უზრუნველვყოთ".

მაიმუნის ყვავილი ადამიანებს შორის მხოლოდ პირდაპირი კონტაქტით ვრცელდება, როდესაც ადამიანს შეხება აქვს გამონაყართან, კანის დაზიანებებთან ან კანის უხეშ, ქერქის მსგავს ნაწილებთან. ასეთი კონტაქტი შეიძლება იყოს სექსუალური, კოცნა, ჩახუტება ან ადამიანის კანთან ნებისმიერი სხვა სახის შეხება.

ასევე არსებობს რისკი სხეულის სითხეებთან, საწოლის თეთრეულთან, პირსახოცებთან ან ტანსაცმელთან შეხებისას; ამასთანავე, გავრცელება შესაძლებელია მჭიდრო და ხანგრძლივი სახის კონტაქტის დროს მოხდეს, საუბრის, სუნთქვის, ხველის ან ცემინების დროს.

სიმპტომებში შედის კანის გამონაყარი ბუშტუკებით, ლაქებით ან წყლულებით, რომლებიც შეიძლება, სხეულის ნებისმიერ ადგილას გაჩნდეს, ასევე ცხელება, თავის ტკივილი, ზურგის ტკივილი და კუნთების ტკივილი.

გამონაყარი ჩვეულებრივ ცხელების, თავის ტკივილისა და სხვა სიმპტომების გამოვლენიდან 1-5 დღეში ჩნდება.

მაიმუნის ყვავილი Clade Ib ბოლო თვეებში ფართოდ ვრცელდებოდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. შემთხვევები ასევე დაფიქსირდა ბურუნდიში, რუანდაში, უგანდაში, კენიაში, შვედეთში, ინდოეთსა და გერმანიაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ანგარიშის თანახმად, 2024 წლის სექტემბრის ბოლოსთვის აფრიკაში დაავადების 40 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 1 000 ფატალურად დასრულდა.

წყარო