მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ულამაზესი ლიკა ქავჟარაძის შვილის ოჯახის ამერიკული ცხოვრება და შვილიშვილი, რომელსაც უკვე 16 წელი შეუსრულდა (ფოტოები)
ულამაზესი ლიკა ქავჟარაძის შვილის ოჯახის ამერიკული ცხოვრება და შვილიშვილი, რომელსაც უკვე 16 წელი შეუსრულდა (ფოტოები)

ქარ­თულ ბეჭ­დურ თუ ინ­ტერ­ნეტ მე­დი­ა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი სტა­ტია და­წე­რი­ლა ქარ­თუ­ლი კი­ნოს ლე­გენ­და ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე­ზე, მომ­ზა­დე­ბუ­ლა უამ­რა­ვი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა, ლიკა ერთ-ერ­თია იმ ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი­დან, რომ­ლის ცხოვ­რე­ბა­სა და სი­ლა­მა­ზე­ზე წლე­ბის მე­რეც ილა­პა­რა­კე­ბენ.

ქარ­თუ­ლი კი­ნოს ვარ­სკვლავ­მა, სი­ლა­მა­ზი­თა და უნი­კა­ლუ­რი ქა­რიზ­მით მა­ყუ­რე­ბელ­თა გუ­ლებ­ში წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა. მისი სა­ხე­ლის წარ­მოთ­ქმი­სას გა­გონ­დე­ბა ფა­ქი­ზი ემო­ცი­ე­ბით სავ­სე გო­გო­ნა, რო­მე­ლიც კი­ნო­ში ეპო­ქა შექ­მნა. ლი­კას მემ­კვიდ­რე­ო­ბა არა მხო­ლოდ მისი ულა­მა­ზე­სი რო­ლე­ბია, არა­მედ და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, რაც მან ქარ­თუ­ლი კი­ნოს მოყ­ვა­რუ­ლებს და­უ­ტო­ვა. მისი თვა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­დამ უც­ნა­ურ სიმ­შვი­დე­სა და სიღ­რმეს ას­ხი­ვებ­დნენ, დღე­საც გვახ­სე­ნებს, თუ რა ძალა აქვს ნამ­დვილ ნი­ჭ­სა და ხე­ლოვ­ნე­ბას.

ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის რო­ლე­ბი ქარ­თუ­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ნამ­დვი­ლი სა­გან­ძუ­რია.

მკი­თხველ­მა კარ­გად იცის, რომ მისი ცხოვ­რე­ბა მსა­ხი­ო­ბის მთა­ვა­რი კინო რო­ლის მსგავ­სად სევ­დი­ა­ნად გაგ­რძელ­და. ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე ორ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე სან­დრო თაქთა­ქიშ­ვი­ლი გახ­ლდათ. სწო­რედ მას­თან ქორ­წი­ნე­ბი­დან შე­ე­ძი­ნა მსა­ხი­ობს ერ­თა­დერ­თი ვაჟი, ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მა­მას­თან და ოჯახ­თან ერ­თად, ამე­რი­კა­ში, ვა­შინგტონ­ში ცხოვ­რობს. 1993-1994 წლებ­ში ოჯა­ხი აშშ-ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც სან­დრო მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ მსა­ხი­ობ­მა იქ ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დით დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლო და უკან დაბ­რუნ­და. მე­ო­რედ ლი­კამ იქორ­წი­ნა ლე­ვან შა­ნი­ძე­ზე, რო­მელ­თა­ნაც მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და­შო­რე­ბის შემ­დე­გაც შე­ი­ნარ­ჩუ­ნა.

ერთ-ერთ ბოლო სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში მსა­ხი­ო­ბი იხ­სე­ნებ­და, რომ შვი­ლი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლის ნახ­ვას ხში­რად ვერ ახერ­ხებ­და, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში იშ­ვი­ა­თად ჩა­მო­დი­ოდ­ნენ. ლე­ვა­ნის ერ­თა­დერ­თი ინ­ტერ­ვიუ ლი­კას სი­ცო­ცხლე­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­შიც ცნო­ბილ დე­და­ზე სა­უბ­რობ­და.

ლიკა შვილ­თან ერ­თად

"ძნე­ლია დე­და­ზე ლა­პა­რა­კი, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ დე­დაა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გგო­ნია. ლიკა ყო­ველ­თვის ცდი­ლობს ნაკ­ლე­ბად ჩა­ე­რი­ოს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ თვი­თონ ცოტა სხვა­ნა­ი­რად გა­ი­ზარ­და. არ გზღუ­დავს იმი­ტომ, რომ თვი­თო­ნაც უყ­ვარს თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მაგ­რამ ადრე უფრო იცო­და, თუ გა­ი­გებ­და, რომ ვი­ღა­ცა მომ­წონს, მერე იწყე­ბო­და ჩა­ცი­ე­ბა – და ვინ არის? სა­ი­დან? რა­ტომ? რო­გორ? უბ­რა­ლოდ, რო­გორც კი ხე­დავ­და, რომ ეს არ მსი­ა­მოვ­ნებ­და, მა­ღი­ზი­ა­ნებ­და, თავს მა­ნე­ბებ­და.

ლე­ვა­ნი მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად

დი­ლას ყა­ვით და სი­გა­რე­ტით იწყებს, მერე ერთი სა­ა­თი ზის და ფხიზ­ლდე­ბა. სპორ­ტუ­ლი ტი­პია, ერთი პე­რი­ო­დი სულ დარ­ბო­და, ვარ­ჯი­შობ­და, ბევ­რს ცუ­რავ­და, ხა­ტავ­და. მე ლი­კას ნა­ხა­ტე­ბი უფრო მომ­წონს, ვიდ­რე ჩა­ნა­წე­რე­ბი; ამ ბოლო დროს სულ წერს ხოლ­მე;

ძა­ლი­ან მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი იყო - ეს ლი­კას ბი­ჭი­აა… შენ კი დე­ბი­ლი­ვით დგა­ხარ და იღი­მე­ბი. პირ­ვე­ლად, “ნატ­ვრის ხე” როცა ვნა­ხე, ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ტი­რე, თან მა­შინ ლიკა აქ არ იყო და მე­გო­ნა, მოკ­ვდა.

რა ვიცი… გავ­ხა­რო, მე­უბ­ნე­ბი­ან. ლიკა უფრო ჩა­კე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნია, მეც ასე­თი ვარ. იცი, მახ­სოვს, რომ დედა სულ მე­ნატ­რე­ბო­და.

მა­მა­ჩე­მი ფი­ზი­კო­სია და სულ სა­დღაც იყო წა­სუ­ლი, თვე­ო­ბით მი­დი­ო­და. ლი­კას იმ პე­რი­ოდ­ში გა­და­ღე­ბე­ბი ჰქონ­და. ამი­ტომ, უფრო ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ვიზ­რდე­ბო­დი.

რა მახ­სენ­დე­ბა? არა­ფე­რი ისე­თი. სა­მუ­შა­ოს გამო, თით­ქმის სულ ცალ-ცალ­კე იყ­ვნენ, მერე ურ­თი­ერ­თო­ბაც არ ჰქო­ნი­ათ მა­ინ­ცდა­მა­ინც კარ­გი. კი, როცა ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ, დიდი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ჩემი გან­ცდე­ბი მა­ინც მქონ­და…

ლიკა? ჯი­უ­ტია. თან გა­აჩ­ნია რა ხა­სი­ათ­ზეა. აი, დი­ლით რომ ად­გე­ბი, უკვე ხე­დავ, რომ დღეს რა­ღაც სხვა­ნა­ი­რა­დაა… რა ვიცი… სულ რა­ღა­ცებს უშ­ვრე­ბა თმებს, შე­იჭ­რის, შე­ი­ღე­ბავს რა­ღა­ცფ­რად. უხ­დე­ბა-არ უხ­დე­ბა, მა­ინც გა­ა­კე­თებს. ხან სევ­დი­ა­ნია, უცებ მხი­ა­რუ­ლი, უცებ ჯი­უ­ტი და უცებ შე­იძ­ლე­ბა… რა ვიცი, კი­დევ რო­გო­რი. ლიკა ბევ­რნა­ი­რია...“ - ჰყვე­ბო­და ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლი წლე­ბის წინ, ჟურ­ნალ­მა “ცხე­ლი შო­კო­ლად­თან".

ლე­ვა­ნის მე­უღ­ლე თა­მუ­ნა ლო­ლუაა. რო­გორც ზე­ვით ვწერ­დით, ის ოჯახ­თან ერ­თად ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. წყვილს ერთი შვი­ლი საშ­კა თაქთა­ქიშ­ვი­ლი ჰყავს. წლე­ბის წინ, რო­დე­საც ქარ­თულ მე­დი­ა­ში პა­ტა­რა საშ­კას ფო­ტო­ე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა, ყვე­ლა აღი­ა­რებ­და, რომ ბიჭი სა­ოც­რად ჰგავ­და პო­პუ­ლა­რულ ბე­ბი­ას. საშ­კა გა­ი­ზარ­და და უკვე 16 წლის არის. მსგავ­სე­ბა კი არ­სად ქრე­ბა, პი­რი­ქით, უფრო თვალ­სა­ჩი­ნოა.

"ცხოვ­რე­ბის ყო­ველ ეტაპს თა­ვი­სე­ბუ­რი სი­ხა­რუ­ლი მო­აქვს. შვი­ლიშ­ვი­ლის სიყ­მაწ­ვი­ლის პე­რი­ო­დი ერთ-ერთი ასე­თია", - წერს საშ­კას ბა­ბუა სან­დრო თაქთა­ქიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
1

მახსოვს, ჩიტაძეზე ქვევით მოვდიოდით სკოლიდან ბავშვები და ძერჟინსკის (ინგოროყვას) გადაკვეთაზე მაშინდელი კომპარტიის ცეკას შენობის მეორე მხარეს, ბერიას ყოფილი სახლის წინ მოდიოდა სამ ბიჭთან ერთად. ჩოგბურთის ჩოგნების ჩანთები ქონდათ გადაკიდებული. ახოვანები, რაღაცნაირი განსხვავებულები. "ნატვრის ხეში" გედია პირველად რო დაინახავს და პირი ღია დარჩება. ეგ სცენაც კი ვერ მოვა იმასთან შედარებით, რაც ჩვენ ვნახეთ და რა რეაქციაც გვქონდა. ვიდექით და ვუყურებდით. სანამ თვალს არ მოეფარნენ. გაზაფხული იდგა, ყვაოდა აკაცია. გაზაფხულის ეს ნაზი სურნელი. ასეთი ახალგაზრდები, მათი სილაღე, მათი მხიარულება. სადღაც 1976-77 წლები იქნებოდა.

%
5

საქართველოსთვის დაკარგულები თუ არ არიან კარგია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ულამაზესი ლიკა ქავჟარაძის შვილის ოჯახის ამერიკული ცხოვრება და შვილიშვილი, რომელსაც უკვე 16 წელი შეუსრულდა (ფოტოები)

ულამაზესი ლიკა ქავჟარაძის შვილის ოჯახის ამერიკული ცხოვრება და შვილიშვილი, რომელსაც უკვე 16 წელი შეუსრულდა (ფოტოები)

ქართულ ბეჭდურ თუ ინტერნეტ მედიაში წლების განმავლობაში უამრავი სტატია დაწერილა ქართული კინოს ლეგენდა ლიკა ქავჟარაძეზე, მომზადებულა უამრავი სატელევიზიო გადაცემა, ლიკა ერთ-ერთია იმ ლეგენდარული ქართველებიდან, რომლის ცხოვრებასა და სილამაზეზე წლების მერეც ილაპარაკებენ.

ქართული კინოს ვარსკვლავმა, სილამაზითა და უნიკალური ქარიზმით მაყურებელთა გულებში წარუშლელი კვალი დატოვა. მისი სახელის წარმოთქმისას გაგონდება ფაქიზი ემოციებით სავსე გოგონა, რომელიც კინოში ეპოქა შექმნა. ლიკას მემკვიდრეობა არა მხოლოდ მისი ულამაზესი როლებია, არამედ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, რაც მან ქართული კინოს მოყვარულებს დაუტოვა. მისი თვალები, რომლებიც მუდამ უცნაურ სიმშვიდესა და სიღრმეს ასხივებდნენ, დღესაც გვახსენებს, თუ რა ძალა აქვს ნამდვილ ნიჭსა და ხელოვნებას.

ლიკა ქავჟარაძის როლები ქართული კინემატოგრაფიის ნამდვილი საგანძურია.

მკითხველმა კარგად იცის, რომ მისი ცხოვრება მსახიობის მთავარი კინო როლის მსგავსად სევდიანად გაგრძელდა. ლიკა ქავჟარაძე ორჯერ იყო დაქორწინებული, მისი პირველი მეუღლე სანდრო თაქთაქიშვილი გახლდათ. სწორედ მასთან ქორწინებიდან შეეძინა მსახიობს ერთადერთი ვაჟი, ლევან თაქთაქიშვილი, რომელიც მამასთან და ოჯახთან ერთად, ამერიკაში, ვაშინგტონში ცხოვრობს. 1993-1994 წლებში ოჯახი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც სანდრო მუშაობდა, მაგრამ მსახიობმა იქ ხანგრძლივი პერიოდით დარჩენა ვერ შეძლო და უკან დაბრუნდა. მეორედ ლიკამ იქორწინა ლევან შანიძეზე, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა დაშორების შემდეგაც შეინარჩუნა.

ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში მსახიობი იხსენებდა, რომ შვილისა და შვილიშვილის ნახვას ხშირად ვერ ახერხებდა, რადგან საქართველოში იშვიათად ჩამოდიოდნენ. ლევანის ერთადერთი ინტერვიუ ლიკას სიცოცხლეში გამოქვეყნდა, რომელშიც ცნობილ დედაზე საუბრობდა.

ლიკა შვილთან ერთად

"ძნელია დედაზე ლაპარაკი, ალბათ იმიტომ, რომ დედაა და მასთან დაკავშირებული ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივი გგონია. ლიკა ყოველთვის ცდილობს ნაკლებად ჩაერიოს ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება იმიტომ, რომ თვითონ ცოტა სხვანაირად გაიზარდა. არ გზღუდავს იმიტომ, რომ თვითონაც უყვარს თავისუფლება. მაგრამ ადრე უფრო იცოდა, თუ გაიგებდა, რომ ვიღაცა მომწონს, მერე იწყებოდა ჩაციება – და ვინ არის? საიდან? რატომ? როგორ? უბრალოდ, როგორც კი ხედავდა, რომ ეს არ მსიამოვნებდა, მაღიზიანებდა, თავს მანებებდა.

ლევანი მეუღლესთან და შვილთან ერთად

დილას ყავით და სიგარეტით იწყებს, მერე ერთი საათი ზის და ფხიზლდება. სპორტული ტიპია, ერთი პერიოდი სულ დარბოდა, ვარჯიშობდა, ბევრს ცურავდა, ხატავდა. მე ლიკას ნახატები უფრო მომწონს, ვიდრე ჩანაწერები; ამ ბოლო დროს სულ წერს ხოლმე;

ძალიან მოსაბეზრებელი იყო - ეს ლიკას ბიჭიაა… შენ კი დებილივით დგახარ და იღიმები. პირველად, “ნატვრის ხე” როცა ვნახე, ძალიან ბევრი ვიტირე, თან მაშინ ლიკა აქ არ იყო და მეგონა, მოკვდა.

რა ვიცი… გავხარო, მეუბნებიან. ლიკა უფრო ჩაკეტილი ადამიანია, მეც ასეთი ვარ. იცი, მახსოვს, რომ დედა სულ მენატრებოდა.

მამაჩემი ფიზიკოსია და სულ სადღაც იყო წასული, თვეობით მიდიოდა. ლიკას იმ პერიოდში გადაღებები ჰქონდა. ამიტომ, უფრო ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდი.

რა მახსენდება? არაფერი ისეთი. სამუშაოს გამო, თითქმის სულ ცალ-ცალკე იყვნენ, მერე ურთიერთობაც არ ჰქონიათ მაინცდამაინც კარგი. კი, როცა ერთმანეთს დაშორდნენ, დიდი ვიყავი, მაგრამ ჩემი განცდები მაინც მქონდა…

ლიკა? ჯიუტია. თან გააჩნია რა ხასიათზეა. აი, დილით რომ ადგები, უკვე ხედავ, რომ დღეს რაღაც სხვანაირადაა… რა ვიცი… სულ რაღაცებს უშვრება თმებს, შეიჭრის, შეიღებავს რაღაცფრად. უხდება-არ უხდება, მაინც გააკეთებს. ხან სევდიანია, უცებ მხიარული, უცებ ჯიუტი და უცებ შეიძლება… რა ვიცი, კიდევ როგორი. ლიკა ბევრნაირია...“ - ჰყვებოდა ლევან თაქთაქიშვილი წლების წინ, ჟურნალმა “ცხელი შოკოლადთან".

ლევანის მეუღლე თამუნა ლოლუაა. როგორც ზევით ვწერდით, ის ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. წყვილს ერთი შვილი საშკა თაქთაქიშვილი ჰყავს. წლების წინ, როდესაც ქართულ მედიაში პატარა საშკას ფოტოები გამოქვეყნდა, ყველა აღიარებდა, რომ ბიჭი საოცრად ჰგავდა პოპულარულ ბებიას. საშკა გაიზარდა და უკვე 16 წლის არის. მსგავსება კი არსად ქრება, პირიქით, უფრო თვალსაჩინოა.

"ცხოვრების ყოველ ეტაპს თავისებური სიხარული მოაქვს. შვილიშვილის სიყმაწვილის პერიოდი ერთ-ერთი ასეთია", - წერს საშკას ბაბუა სანდრო თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში.

წაიკითხეთ ასევე: