პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ჯდება საქართველოში ხარისხიანი ვინირის გაკეთება და როგორ უნდა შევარჩიოთ ის?
რა ჯდება საქართველოში ხარისხიანი ვინირის გაკეთება და როგორ უნდა შევარჩიოთ ის?

ვი­ნი­რი თხე­ლი ფირ­ფი­ტაა, რო­მე­ლიც კბი­ლის ზე­და­პირს ეკ­ვრის და მის ფერ­სა და ფორ­მას აუმ­ჯო­ბე­სებს. ვი­ნი­რის ხა­რის­ხი და შე­სა­ბა­მი­სად ფასი სხვა­დას­ხვა პა­რა­მეტ­რის, მათ შო­რის მა­სა­ლი­სა და დამ­ზა­დე­ბის დრო­ის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ ვი­ნი­რი და რა უნდა ვი­ცო­დეთ მის გა­კე­თე­ბამ­დე?

„რიხ­ტე­რის სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კა­ში“, სა­დაც უახ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­ნი­რე­ბით მუ­შა­ო­ბენ, დე­ტა­ლუ­რად გან­გვი­მარ­ტეს, თუ ხა­რის­ხის რა მო­თხოვ­ნებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს პრო­დუქ­ტი, რო­გო­რია მისი გა­კე­თე­ბის სწო­რი ტექ­ნი­კა და რო­გორ უნდა მო­ვუ­ა­როთ მას.

„რიხ­ტე­რის კლი­ნი­კის“ გა­მოც­დი­ლი ორ­თო­პედ-სტო­მა­ტო­ლო­გის ნუგ­ზარ ქვარ­ცხა­ვას თქმით, ვი­ნი­რი უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს ეს­თე­ტი­კურ მო­თხოვ­ნებს, რაც ნიშ­ნავს, რომ ის კბი­ლის სტრუქ­ტუ­რას, ბუ­ნებ­რივ ფორ­მა­სა და ფერ­თა გა­მას უნდა იმე­ო­რებ­დეს. ამას­თა­ნა­ვე, უნდა იყოს მყა­რი და უძ­ლებ­დეს ღეჭ­ვის ძა­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბას ისე, რო­გორც ბუ­ნებ­რი­ვი კბი­ლი.

სტო­მა­ტო­ლო­გი აღ­ნიშ­ნავს, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ბუ­ნებ­რივ კბი­ლის ქსო­ვილ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

ვი­ნი­რის სა­ხე­ე­ბი, მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი და ფასი „რიხ­ტე­რის კლი­ნი­კის“ მი­ხედ­ვით:

კომ­პო­ზი­ცი­უ­რი ვი­ნი­რე­ბი მზად­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი საბ­ჟე­ნი მა­სა­ლის­გან. ერთი ერ­თე­უ­ლის ფასი და­ახ­ლო­ე­ბით 350-450 ლა­რია. 10 ერ­თე­უ­ლის დამ­ზა­დე­ბა და მორ­გე­ბა კი შე­საძ­ლე­ბე­ლია 1-2 ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ხა­რისხს, რო­გორც კლი­ნი­კა­ში გან­მარ­ტა­ვენ, 10-ქუ­ლი­ა­ნი შე­ფა­სე­ბის სკა­ლი­დან კომ­პო­ზი­ცი­უ­რი ვი­ნი­რი 4 ქუ­ლას იმ­სა­ხუ­რებს.

კომ­პო­ზი­ცი­უ­რი ბჟე­ნი, რის­გა­ნაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პის ვი­ნი­რი მზად­დე­ბა, არის ელას­ტი­კუ­რი საბ­ჟე­ნი მასა, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად მო­დე­ლირ­დე­ბა კბი­ლის ფორ­მის შე­სა­ბა­მი­სად და სპე­ცი­ა­ლუ­რი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი სა­ნა­თის სხი­ვით. კომ­პო­ზი­ცი­უ­რი მა­სა­ლა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კა­რი­ე­სის მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, რეს­ტავ­რა­ცი­ი­სას და რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ვი­ნი­რის შე­საქ­მნე­ლად.

„რიხ­ტე­რის კლი­ნი­კის“ ორ­თო­პედ-სტო­მა­ტო­ლო­გის გან­მარ­ტე­ბით, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კომ­პო­ზი­ცი­უ­რი ვი­ნი­რე­ბი ცვდე­ბა და დეგ­რა­დირ­დე­ბა. კერ­ძოდ, იც­ვლის ფერს, რად­გან ად­ვი­ლად იჟღინ­თე­ბა საკ­ვე­ბი სა­ღე­ბა­ვე­ბი­სა და ნი­კო­ტი­ნის პიგმენ­ტე­ბით. ამას­თან, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პის ვი­ნი­რი მო­ტე­ხი­სად­მი არამ­დგრა­დია და გა­რეგ­ნუ­ლი იე­რი­თაც ბევ­რად ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა კე­რა­მი­კის ვი­ნი­რებს.

„ვი­ნი­რის მი­წე­ბე­ბის ად­გილ­ზე დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მო­იქ­მნე­ბა აშ­რე­ვე­ბა, რაც ხელს უწყობს მიკ­რო­ბე­ბის და­ლექ­ვა­სა და გამ­რავ­ლე­ბას. შე­დე­გად ვი­ღებთ კა­რი­ესს. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კომ­პო­ზი­ცი­უ­რი ვი­ნი­რე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა 2-3 წლით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, რო­გორც წესი კომ­პო­ზი­ცი­ურ ვი­ნი­რებს ვირ­ჩევთ კე­რა­მი­კუ­ლი ვი­ნი­რე­ბის გა­კე­თე­ბამ­დე, რო­გორც სა­ტეს­ტო ვა­რი­ან­ტი ან იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პა­ცი­ენტს მი­ნი­მა­ლუ­რა­დაც კი არ სურს კბი­ლე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა“, - გან­მარ­ტა ნუგ­ზარ ქვარ­ცხა­ვამ.

მინ­დვ­რის შპა­ტის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­ნი­რე­ბი იგი­ვე რეფ­რაქ­ტო­რუ­ლი ვი­ნი­რე­ბი ისე ირეკ­ლავს და ატა­რებს სი­ნათ­ლის სხივს, რო­გორც ბუ­ნებ­რი­ვი კბი­ლი. მისი სა­შუ­ა­ლო ფასი ერთი ერ­თე­უ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, 500-650 ლა­რია. დამ­ზა­დე­ბის დრო კი და­ახ­ლო­ე­ბით 4-5 კვი­რა.

„რიხ­ტე­რის კლი­ნი­კის“ ორ­თო­პედ-სტო­მა­ტო­ლო­გის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პის ვი­ნი­რის ხა­რის­ხი 10 ქუ­ლი­დან 7-ით არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. მისი ერ­თა­დერ­თი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე კი ნაკ­ლე­ბი სიმ­ყა­რეა.

E-max ვი­ნი­რე­ბი მზად­დე­ბა ლი­თი­უ­მის დი­სი­ლი­კა­ტის სა­ფუძ­ველ­ზე, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბით სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის მა­სა­ლად მი­იჩ­ნე­ვა. ეს­თე­ტი­კის თვალ­საზ­რი­სი­თაც, E-max ვი­ნი­რი მაქ­სი­მა­ლუ­რად აკ­მა­ყო­ფი­ლებს მო­თხოვ­ნებს.

„E-max-მა შეც­ვა­ლა მინ­დვ­რის შპა­ტი, რად­გან გა­და­წყვი­ტა ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი: მა­სა­ლა უნდა იყოს რბი­ლი მო­დე­ლი­რე­ბის­თვის, მაგ­რამ კბილ­ზე ფიქ­სა­ცი­ი­სას უნდა ჰქონ­დეს ბუ­ნებ­რი­ვი მი­ნან­ქრის მსგავ­სი სიმ­ყა­რე“, - გან­მარ­ტა ნუგ­ზარ ქვარ­ცხა­ვამ.

მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ერთი ერ­თე­უ­ლის ფასი 750 ლა­რი­დან იწყე­ბა, დამ­ზა­დე­ბის დრო კი 2-4 კვი­რაა ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 ვი­ზი­ტი კლი­ნი­კა­ში. 10-ქუ­ლი­ან სკა­ლა­ზე E-max ვი­ნი­რე­ბი 9 ქუ­ლით ფას­დე­ბა.

„რიხ­ტე­რის კლი­ნი­კის“ ორ­თო­პედ-სტო­მა­ტო­ლო­გის ნუგ­ზარ ქვარ­ცხა­ვას რჩე­ვე­ბი პა­ცი­ენ­ტებს:

ორ­თო­პედ-სტო­მა­ტო­ლო­გის თქმით, ნე­ბის­მი­ე­რი ხა­რის­ხის ვი­ნი­რის გა­კე­თე­ბი­სას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ექი­მის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­სა და ხედ­ვას, ამი­ტომ პრო­ფე­სი­ო­ნალს უნდა მივ­მარ­თოთ.

„ექი­მი უნდა ფლობ­დეს ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ეც­ნო­ბო­დეს ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებს და ამის სა­ფუძ­ველ­ზე გთა­ვა­ზობ­დეთ და გირ­ჩევ­დეთ მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო და ხან­გრძლივ ვა­რი­ანტს, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ხარჯთე­ფექ­ტუ­რი­ცაა. სწო­რედ ამი­ტომ ჩვენ კლი­ნი­კა­ში უმე­ტე­სად E-max ვი­ნი­რებს ვი­ყე­ნებთ“, - გან­მარ­ტა ნუგ­ზარ ქვარ­ცხა­ვამ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თი­თო­ე­ულ პა­ცი­ენტს ვი­ნი­რის შერ­ჩე­ვი­სას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა, რის­თვი­საც ექიმ­მა ბევ­რი სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­ე­ბა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს. სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი ვი­ნი­რი ჯან­მრთე­ლი პი­რის ღრუ­სა და ეს­თე­ტი­კუ­რი ღი­მი­ლის გა­რან­ტია.

ორ­თო­პედ-სტო­მა­ტო­ლოგ ნუგ­ზარ ქვარ­ცხა­ვას­თან ვი­ზი­ტის და­სა­ჯავ­შნად მიჰ­ყე­ვით ბმულს.

R

აბა, ამის შემდეგ გად...
2

აბა, ამის შემდეგ გადაწყვიტეთ გიღირთ თუ არა

„ვი­ნი­რის მი­წე­ბე­ბის ად­გილ­ზე დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მო­იქ­მნე­ბა აშ­რე­ვე­ბა, რაც ხელს უწყობს მიკ­რო­ბე­ბის და­ლექ­ვა­სა და გამ­რავ­ლე­ბას. შე­დე­გად ვი­ღებთ კა­რი­ესს. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კომ­პო­ზი­ცი­უ­რი ვი­ნი­რე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა 2-3 წლით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, რო­გორც წესი კომ­პო­ზი­ცი­ურ ვი­ნი­რებს ვირ­ჩევთ კე­რა­მი­კუ­ლი ვი­ნი­რე­ბის გა­კე­თე­ბამ­დე, 600 ლარი ღირს და ნაკლებად მყარიაო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

რა ჯდება საქართველოში ხარისხიანი ვინირის გაკეთება და როგორ უნდა შევარჩიოთ ის?

რა ჯდება საქართველოში ხარისხიანი ვინირის გაკეთება და როგორ უნდა შევარჩიოთ ის?

ვინირი თხელი ფირფიტაა, რომელიც კბილის ზედაპირს ეკვრის და მის ფერსა და ფორმას აუმჯობესებს. ვინირის ხარისხი და შესაბამისად ფასი სხვადასხვა პარამეტრის, მათ შორის მასალისა და დამზადების დროის მიხედვით განისაზღვრება.

საინტერესოა, როგორ უნდა შევარჩიოთ ვინირი და რა უნდა ვიცოდეთ მის გაკეთებამდე?

„რიხტერის სტომატოლოგიურ კლინიკაში“, სადაც უახლესი სტანდარტებით დამზადებული ვინირებით მუშაობენ, დეტალურად განგვიმარტეს, თუ ხარისხის რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქტი, როგორია მისი გაკეთების სწორი ტექნიკა და როგორ უნდა მოვუაროთ მას.

„რიხტერის კლინიკის“ გამოცდილი ორთოპედ-სტომატოლოგის ნუგზარ ქვარცხავას თქმით, ვინირი უნდა აკმაყოფილებდეს ესთეტიკურ მოთხოვნებს, რაც ნიშნავს, რომ ის კბილის სტრუქტურას, ბუნებრივ ფორმასა და ფერთა გამას უნდა იმეორებდეს. ამასთანავე, უნდა იყოს მყარი და უძლებდეს ღეჭვის ძალის ზემოქმედებას ისე, როგორც ბუნებრივი კბილი.

სტომატოლოგი აღნიშნავს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ბუნებრივ კბილის ქსოვილთან მიახლოებული მასალების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

ვინირის სახეები, მახასიათებლები და ფასი „რიხტერის კლინიკის“ მიხედვით:

კომპოზიციური ვინირები მზადდება სპეციალური საბჟენი მასალისგან. ერთი ერთეულის ფასი დაახლოებით 350-450 ლარია. 10 ერთეულის დამზადება და მორგება კი შესაძლებელია 1-2 ვიზიტის ფარგლებში. რაც შეეხება ხარისხს, როგორც კლინიკაში განმარტავენ, 10-ქულიანი შეფასების სკალიდან კომპოზიციური ვინირი 4 ქულას იმსახურებს.

კომპოზიციური ბჟენი, რისგანაც აღნიშნული ტიპის ვინირი მზადდება, არის ელასტიკური საბჟენი მასა, რომელიც ადვილად მოდელირდება კბილის ფორმის შესაბამისად და სპეციალური სტომატოლოგიური სანათის სხივით. კომპოზიციური მასალა გამოიყენება კარიესის მკურნალობის შემდეგ, რესტავრაციისას და როგორც აღვნიშნეთ, ვინირის შესაქმნელად.

„რიხტერის კლინიკის“ ორთოპედ-სტომატოლოგის განმარტებით, დროთა განმავლობაში კომპოზიციური ვინირები ცვდება და დეგრადირდება. კერძოდ, იცვლის ფერს, რადგან ადვილად იჟღინთება საკვები საღებავებისა და ნიკოტინის პიგმენტებით. ამასთან, აღნიშნული ტიპის ვინირი მოტეხისადმი არამდგრადია და გარეგნული იერითაც ბევრად ჩამოუვარდება კერამიკის ვინირებს.

„ვინირის მიწებების ადგილზე დროთა განმავლობაში წარმოიქმნება აშრევება, რაც ხელს უწყობს მიკრობების დალექვასა და გამრავლებას. შედეგად ვიღებთ კარიესს. სწორედ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კომპოზიციური ვინირების ხანგრძლივობა 2-3 წლით განისაზღვრება. სწორედ ამიტომ, როგორც წესი კომპოზიციურ ვინირებს ვირჩევთ კერამიკული ვინირების გაკეთებამდე, როგორც სატესტო ვარიანტი ან იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს მინიმალურადაც კი არ სურს კბილების დამუშავება“, - განმარტა ნუგზარ ქვარცხავამ.

მინდვრის შპატისგან დამზადებული ვინირები იგივე რეფრაქტორული ვინირები ისე ირეკლავს და ატარებს სინათლის სხივს, როგორც ბუნებრივი კბილი. მისი საშუალო ფასი ერთი ერთეულის შემთხვევაში, 500-650 ლარია. დამზადების დრო კი დაახლოებით 4-5 კვირა.

„რიხტერის კლინიკის“ ორთოპედ-სტომატოლოგის თქმით, აღნიშნული ტიპის ვინირის ხარისხი 10 ქულიდან 7-ით არის შეფასებული. მისი ერთადერთი უარყოფითი მხარე კი ნაკლები სიმყარეა.

E-max ვინირები მზადდება ლითიუმის დისილიკატის საფუძველზე, რაც თანამედროვე მიდგომებით საუკეთესო ხარისხის მასალად მიიჩნევა. ესთეტიკის თვალსაზრისითაც, E-max ვინირი მაქსიმალურად აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

„E-max-მა შეცვალა მინდვრის შპატი, რადგან გადაწყვიტა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: მასალა უნდა იყოს რბილი მოდელირებისთვის, მაგრამ კბილზე ფიქსაციისას უნდა ჰქონდეს ბუნებრივი მინანქრის მსგავსი სიმყარე“, - განმარტა ნუგზარ ქვარცხავამ.

მახასიათებლებიდან გამომდინარე, ერთი ერთეულის ფასი 750 ლარიდან იწყება, დამზადების დრო კი 2-4 კვირაა ანუ დაახლოებით 5-6 ვიზიტი კლინიკაში. 10-ქულიან სკალაზე E-max ვინირები 9 ქულით ფასდება.

„რიხტერის კლინიკის“ ორთოპედ-სტომატოლოგის ნუგზარ ქვარცხავას რჩევები პაციენტებს:

ორთოპედ-სტომატოლოგის თქმით, ნებისმიერი ხარისხის ვინირის გაკეთებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ექიმის კვალიფიკაციასა და ხედვას, ამიტომ პროფესიონალს უნდა მივმართოთ.

„ექიმი უნდა ფლობდეს ახალ ინფორმაციას, ეცნობოდეს ახალ ტექნოლოგიებს და ამის საფუძველზე გთავაზობდეთ და გირჩევდეთ მკურნალობის ყველაზე საიმედო და ხანგრძლივ ვარიანტს, რაც საბოლოო ჯამში, ხარჯთეფექტურიცაა. სწორედ ამიტომ ჩვენ კლინიკაში უმეტესად E-max ვინირებს ვიყენებთ“, - განმარტა ნუგზარ ქვარცხავამ.

მისივე განმარტებით, თითოეულ პაციენტს ვინირის შერჩევისას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, რისთვისაც ექიმმა ბევრი სხვადასხვა გარემოება უნდა გაითვალისწინოს. სწორად შერჩეული ვინირი ჯანმრთელი პირის ღრუსა და ესთეტიკური ღიმილის გარანტია.

ორთოპედ-სტომატოლოგ ნუგზარ ქვარცხავასთან ვიზიტის დასაჯავშნად მიჰყევით ბმულს.

R