კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტიქიური უბედურება ინდონეზიაში - ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა (ფოტოები)
სტიქიური უბედურება ინდონეზიაში - ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა (ფოტოები)

აღ­მო­სავ­ლეთ ინ­დო­ნე­ზი­ა­ში ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვის შე­დე­გად მი­ნი­მუმ 10 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ინ­დო­ნე­ზი­ის ვულ­კა­ნო­ლო­გი­ი­სა და გე­ო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფე­ბის შემ­ცი­რე­ბის ცენ­ტრზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნუსა ტენ­გა­რას პრო­ვინ­ცი­ა­ში, ლე­ვო­ტო­ბი ლაკი-ლა­კის მთა­ზე ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვის შე­დე­გად წარ­მოქ­მნილ­მა ცე­ცხლო­ვან­მა ლა­ვამ 4 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უს­ში მდე­ბა­რე 7 სო­ფე­ლი და­ა­ზა­რა­ლა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე სახ­ლი და­იწ­ვა და და­ზი­ან­და.

სტი­ქი­ის გამო ასო­ბით ადა­მი­ა­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სა­კუ­თა­რი სახ­ლე­ბი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და თავი სკო­ლის შე­ნო­ბე­ბის­თვის შე­ე­ფა­რე­ბი­ნა.

რო­გორც თვითმხილ­ველ­მა BBC News-ს უამ­ბო, მან სა­კუ­თა­რი თვა­ლით და­ი­ნა­ხა ფერ­ფლით და­ფა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ლო­დის წვი­მე­ბი და გა­დამ­წვა­რი სახ­ლე­ბი.

ინ­დო­ნე­ზი­ის კა­ტას­ტრო­ფე­ბის სა­ა­გენ­ტოს სპი­კე­რის თქმით, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია წყალ­დი­დო­ბაც.

ად­გი­ლობ­რივ­მა მთავ­რო­ბამ მომ­დევ­ნო 58 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

მთა ლე­ვო­ტო­ბი ლაკი-ლაკი - ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ვულ­კა­ნუ­რი მწვერ­ვა­ლია კუნ­ძულ ფლო­რეს­ზე. მან ამოფრქვე­ვა გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბრი­დან და­ი­წყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

სტიქიური უბედურება ინდონეზიაში - ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა (ფოტოები)

სტიქიური უბედურება ინდონეზიაში - ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა (ფოტოები)

აღმოსავლეთ ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად მინიმუმ 10 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC-ი ინდონეზიის ვულკანოლოგიისა და გეოლოგიური კატასტროფების შემცირების ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ნუსა ტენგარას პროვინციაში, ლევოტობი ლაკი-ლაკის მთაზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილმა ცეცხლოვანმა ლავამ 4 კილომეტრის რადიუსში მდებარე 7 სოფელი დააზარალა, სადაც რამდენიმე სახლი დაიწვა და დაზიანდა.

სტიქიის გამო ასობით ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა და თავი სკოლის შენობებისთვის შეეფარებინა.

როგორც თვითმხილველმა BBC News-ს უამბო, მან საკუთარი თვალით დაინახა ფერფლით დაფარული ადამიანები, ლოდის წვიმები და გადამწვარი სახლები.

ინდონეზიის კატასტროფების სააგენტოს სპიკერის თქმით, უახლოეს დღეებში შესაძლებელია წყალდიდობაც.

ადგილობრივმა მთავრობამ მომდევნო 58 დღის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მთა ლევოტობი ლაკი-ლაკი - ერთ-ერთი ცნობილი ვულკანური მწვერვალია კუნძულ ფლორესზე. მან ამოფრქვევა გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო.