სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი, თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის (IATL) პარტნიორი გახდა
სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი, თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის (IATL) პარტნიორი გახდა

თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი 3 ნო­ემ­ბერს, 14:00 სა­ათ­ზე, სო­ხუ­მის თე­ატ­რში გა­ფორმ­და. სო­ხუ­მის თე­ატ­რი­სათ­ვის ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს, IATL-ის პრე­ზი­დენ­ტი, სა­ერ­თა­შო­რი­სო კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი თე­ატ­რო­ლო­გი ოქ­ტა­ვი­ან საიუ ეწ­ვია, რო­მელ­მაც სო­ხუ­მის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­თან, რე­ჟი­სორ და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძეს­თან ერ­თად, ხელი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუმს მო­ა­წე­რა.

ორ­გა­ნი­ზა­ცია 73 ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა თე­ატ­რი­სა და არა­ერ­თი მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხე­ლო­ვა­ნის პარტნი­ო­რია. ლი­დერ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რო­ბა და მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა საკ­მა­ოდ პრეს­ტი­ჟულ­თან ერ­თად, რთუ­ლად მიღ­წე­ვა­დია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სო­ხუ­მის თე­ატ­რი­სათ­ვის და ზო­გა­დად, ქარ­თულ კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვან და სა­სი­ხა­რუ­ლო დატ­ვირ­თვას ატა­რებს.

კ. გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ხე­ლო­ბის სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი მდი­და­რი ის­ტო­რი­ის მქო­ნე კულ­ტუ­რუ­ლი კე­რაა, რო­მე­ლიც 1885 წლი­დან იღებს სა­თა­ვეს. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა არც მას შემ­დეგ შე­უ­წყვე­ტია, რაც თე­ატ­რის დას­სა და ტექ­ნი­კურ პერ­სო­ნალს აფხა­ზე­თის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯგუ­ფი წარ­მოდ­გე­ნებს სხვა­დას­ხვა თე­ატ­რა­ლურ სივ­რცე­ში მარ­თავ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით დევ­ნი­ლო­ბა­ში მყოფ სო­ხუ­მის თე­ატრს სა­კუ­თა­რი ჭერი გა­და­ე­ცა და 2019 წლი­დან კ. გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ხე­ლო­ბის სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა თბი­ლის­ში, დი­მიტ­რი უზ­ნა­ძის ქუ­ჩის N68-ში გრძელ­დე­ბა.

თე­ატ­რის ლი­დერ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ამ (IATL - International Association of Theatre Leaders), რომ­ლის მი­ზა­ნია ლი­დე­რო­ბა გა­აძ­ლი­ე­როს მსოფ­ლიო თე­ატ­რის სამ­ყა­რო­ში, სა­ქარ­თვე­ლოს თე­ატ­რე­ბი­დან სო­ხუ­მის თე­ატ­რი გა­მო­არ­ჩია, რო­გორც ერ­თგვა­რი მა­გა­ლი­თი და „გა­უ­ტე­ხე­ლო­ბის სიმ­ბო­ლო“; მდი­და­რი ის­ტო­რი­ის მქო­ნე, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პარტნი­ო­რო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს სო­ხუ­მის თე­ატ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლურ სამ­ყა­რო­ში კი­დევ უფრო მეტ ინ­ტეგ­რი­რე­ბას. მე­მო­რან­დუ­მის პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა უნი­კა­ლუ­რი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბის შექ­მნა, ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ჩარ­თუ­ლო­ბის გაზ­რდა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­გრე­სებ­ში, ფეს­ტი­ვა­ლებ­სა თუ სე­მი­ნა­რებ­ში.

ლი­დერ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის (International Association of Theatre Leaders – IATL) დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პრე­ზი­დენ­ტი, დოქ­ტო­რი ოქ­ტა­ვი­ან საიუ სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მი­ურ ჟურ­ნა­ლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი არა­ერ­თი სტა­ტი­ი­სა და თე­ატრთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 14 წიგ­ნის ავ­ტო­რია. 2010 წელს „კრი­ტი­კოს­თა პრე­მი­ით“ და­ჯილ­დოვ­და, 2013 წელს გა­და­ე­ცა თე­ატ­რის ხე­ლო­ვან­თა კავ­ში­რის (UNITER) ჯილ­დო. 2020 წელს, რუ­მი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა კულ­ტუ­რის წი­ნა­შე დამ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა. ხოლო მიმ­დი­ნა­რე წელს, ლი­დე­რო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი­სათ­ვის ოქ­ტა­ვი­ან სა­ი­უს რუ­მი­ნე­თის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ სა­პა­ტიო ჯილ­დო გა­დას­ცა. ა

აღ­ნიშ­ნუ­ლი პარტნი­ო­რო­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი მე­ო­თხედ ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში შედ­გა.

ოქ­ტა­ვი­ან საიუ:

- ქარ­თულ თე­ატრს როცა ეც­ნო­ბი, კარ­გად იგ­რძნო­ბა თე­ატ­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი თა­ო­ბებს შო­რის კავ­ში­რი. მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა შევ­ხვედ­რო­დი ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის რო­გორც ახალ­გაზ­რდა წარ­მო­მად­გენ­ლებს, ისე უკვე ცნო­ბილ სა­ხე­ლებს. ეს ჰარ­მო­ნია არამ­ხო­ლოდ თქვე­ნი ლა­მა­ზი ენი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს, არა­მედ ნათ­ლად ვგრძნობ იმ ერ­თი­ა­ნო­ბას, ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა­სა და ენერ­გი­ას, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ასა­კის თე­ატ­რის გულ­შე­მატ­კი­ვარს ერ­თმა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს. სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე რომ გან­ვი­ხი­ლოთ, ქარ­თულ თე­ატრს, სწო­რედ ეს გა­ნას­ხვა­ვებს სხვა ქვეყ­ნის თე­ატ­რე­ბის­გან. ქარ­თულ თე­ატრთან პირ­ვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სო­ხუ­მის თე­ატრთან იწყე­ბა და შემ­თხვე­ვი­თი არ გახ­ლავთ. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რა­საც ვა­ფა­სებთ, ის შე­მარ­თე­ბა და ერ­თი­ა­ნო­ბაა, რო­მე­ლიც სო­ხუ­მის თე­ატ­რში სუ­ფევს. ვხე­დავ ლი­დე­რო­ბას, რაც ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია მსოფ­ლი­ო­ში 73 ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის თე­ატრსა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ხე­ლო­ვან­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. ლი­დერ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რო­ბა ძა­ლი­ან პრეს­ტი­ჟუ­ლია, ეს ძა­ლი­ან ბევ­რს სურს, თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან რთუ­ლია. ჩვენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ჰყავს მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი თე­ატ­რა­ლე­ბის­გან შემ­დგა­რი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და მრჩე­ველ­თა საბ­ჭო, რომ­ლე­ბიც მსგავსს გა­ნა­ცხა­დებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღე­ბენ. ჩვენ­თან ბევ­რი წე­რი­ლი შე­მო­დის, მაგ­რამ ბორ­დის წევ­რე­ბი უპი­რა­ტე­სო­ბას 3 ძი­რი­თად კრი­ტე­რი­უმს ანი­ჭე­ბენ: აქვს თუ არა ადა­მი­ანს ხედ­ვა, შე­უძ­ლია თუ არა მან თა­ვის ჩა­ნა­ფიქ­რი რე­ა­ლო­ბა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს და მე­სა­მე - შეძ­ლებს თუ არა ეს პერ­სო­ნამ თა­ვი­სი საქ­მით კვა­ლი და­ტო­ვოს. მას შემ­დეგ რაც და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე და სო­ხუ­მის თე­ატ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ ანუ­კი კვი­ნი­კა­ძე გა­ვი­ცა­ნი, დავ­რწმუნ­დი, რომ ისი­ნი ამ სამ კრი­ტე­რი­უმს აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ. სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მი­ი­ღო სო­ხუ­მის თე­ატრთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. სო­ხუ­მის თე­ატ­რის ის­ტო­რი­ი­დან, მთე­ლი მსოფ­ლიო მასშთა­ბით არ­სე­ბულ­მა თე­ატ­რებ­მა შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღონ ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა. ეს არამ­ხო­ლოდ სენ­სი­ტი­უ­რი, არა­მედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია. სო­ხუ­მის თე­ატ­რი ეს არ არის მხო­ლოდ „გა­დარ­ჩე­ნი­ლი“ თე­ატ­რის ის­ტო­რია, არა­მედ ად­გი­ლი, სა­დაც ჰუ­მა­ნუ­რო­ბას, ადა­მი­ა­ნო­ბას ვპი­უ­ლობთ და ამა­ში კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი. ამი­ე­რი­დან, ყვე­ლა ჩვენს პლატ­ფორ­მა­სა და კავ­ში­რებს გა­მო­ვი­ყე­ნებთ, რათა მსოფ­ლი­ოს სო­ხუ­მის თე­ატ­რის არ­სე­ბო­ბის, ის­ტო­რი­ი­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ გა­ვა­გე­ბი­ნოთ.

R

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი, თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის (IATL) პარტნიორი გახდა

სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი, თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის (IATL) პარტნიორი გახდა

თანამშრომლობის მემორანდუმი 3 ნოემბერს, 14:00 საათზე, სოხუმის თეატრში გაფორმდა. სოხუმის თეატრისათვის ამ მნიშვნელოვან დღეს, IATL-ის პრეზიდენტი, საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების სპეციალისტი, მსოფლიოში ცნობილი თეატროლოგი ოქტავიან საიუ ეწვია, რომელმაც სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, რეჟისორ დავით საყვარელიძესთან ერთად, ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა.

ორგანიზაცია 73 ქვეყნის სხვადასხვა თეატრისა და არაერთი მსოფლიოში ცნობილი, ინდივიდუალური ხელოვანის პარტნიორია. ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის წევრობა და მასთან თანამშრომლობა საკმაოდ პრესტიჟულთან ერთად, რთულად მიღწევადია. აქედან გამომდინარე, სოხუმის თეატრისათვის და ზოგადად, ქართულ კულტურულ ცხოვრებაში, აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან და სასიხარულო დატვირთვას ატარებს.

კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი, საქართველოში ერთ-ერთი მდიდარი ისტორიის მქონე კულტურული კერაა, რომელიც 1885 წლიდან იღებს სათავეს. შემოქმედებითი ცხოვრება არც მას შემდეგ შეუწყვეტია, რაც თეატრის დასსა და ტექნიკურ პერსონალს აფხაზეთის დატოვება მოუწია. წლების განმავლობაში ჯგუფი წარმოდგენებს სხვადასხვა თეატრალურ სივრცეში მართავდა. მოგვიანებით დევნილობაში მყოფ სოხუმის თეატრს საკუთარი ჭერი გადაეცა და 2019 წლიდან კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მრავალფეროვანი შემოქმედებითი ცხოვრება თბილისში, დიმიტრი უზნაძის ქუჩის N68-ში გრძელდება.

თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციამ (IATL - International Association of Theatre Leaders), რომლის მიზანია ლიდერობა გააძლიეროს მსოფლიო თეატრის სამყაროში, საქართველოს თეატრებიდან სოხუმის თეატრი გამოარჩია, როგორც ერთგვარი მაგალითი და „გაუტეხელობის სიმბოლო“; მდიდარი ისტორიის მქონე, შემოქმედებითი ცხოვრებით დატვირთული კულტურული ორგანიზაცია, როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიო ასპარეზზე.

აღნიშნული პარტნიორობა ითვალისწინებს სოხუმის თეატრის საერთაშორისო თეატრალურ სამყაროში კიდევ უფრო მეტ ინტეგრირებას. მემორანდუმის პირობების მიხედვით, შესაძლებელი ხდება უნიკალური ერთობლივი პროექტების შექმნა, ქართული თეატრის ჩართულობის გაზრდა საერთაშორისო კონგრესებში, ფესტივალებსა თუ სემინარებში.

ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის (International Association of Theatre Leaders – IATL) დამფუძნებელი და პრეზიდენტი, დოქტორი ოქტავიან საიუ საერთაშორისო აკადემიურ ჟურნალებში გამოქვეყნებული არაერთი სტატიისა და თეატრთან დაკავშირებული 14 წიგნის ავტორია. 2010 წელს „კრიტიკოსთა პრემიით“ დაჯილდოვდა, 2013 წელს გადაეცა თეატრის ხელოვანთა კავშირის (UNITER) ჯილდო. 2020 წელს, რუმინეთის პრეზიდენტმა კულტურის წინაშე დამსახურებისათვის, ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ხოლო მიმდინარე წელს, ლიდერობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ოქტავიან საიუს რუმინეთის კულტურის სამინისტრომ საპატიო ჯილდო გადასცა. ა

აღნიშნული პარტნიორობა, საქართველოში მისი მეოთხედ ვიზიტის ფარგლებში შედგა.

ოქტავიან საიუ:

- ქართულ თეატრს როცა ეცნობი, კარგად იგრძნობა თეატრით დაინტერესებული თაობებს შორის კავშირი. მქონდა საშუალება შევხვედროდი ქართული თეატრის როგორც ახალგაზრდა წარმომადგენლებს, ისე უკვე ცნობილ სახელებს. ეს ჰარმონია არამხოლოდ თქვენი ლამაზი ენიდან მომდინარეობს, არამედ ნათლად ვგრძნობ იმ ერთიანობას, ერთსულოვნებასა და ენერგიას, რომელიც სხვადასხვა ასაკის თეატრის გულშემატკივარს ერთმანეთთან აკავშირებს. საერთაშორისო დონეზე რომ განვიხილოთ, ქართულ თეატრს, სწორედ ეს განასხვავებს სხვა ქვეყნის თეატრებისგან. ქართულ თეატრთან პირველი თანამშრომლობა სოხუმის თეატრთან იწყება და შემთხვევითი არ გახლავთ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ვაფასებთ, ის შემართება და ერთიანობაა, რომელიც სოხუმის თეატრში სუფევს. ვხედავ ლიდერობას, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ორგანიზაცია მსოფლიოში 73 ქვეყნის სხვადასხვა ქვეყნის თეატრსა და ინდივიდუალურ ხელოვანთან თანამშრომლობს. ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის წევრობა ძალიან პრესტიჟულია, ეს ძალიან ბევრს სურს, თუმცა, რეალურად ძალიან რთულია. ჩვენ ორგანიზაციას ჰყავს მსოფლიოში ცნობილი თეატრალებისგან შემდგარი აღმასრულებელი და მრჩეველთა საბჭო, რომლებიც მსგავსს განაცხადებს განიხილავენ და გადაწყვეტილებებს იღებენ. ჩვენთან ბევრი წერილი შემოდის, მაგრამ ბორდის წევრები უპირატესობას 3 ძირითად კრიტერიუმს ანიჭებენ: აქვს თუ არა ადამიანს ხედვა, შეუძლია თუ არა მან თავის ჩანაფიქრი რეალობაში განახორციელოს და მესამე - შეძლებს თუ არა ეს პერსონამ თავისი საქმით კვალი დატოვოს. მას შემდეგ რაც დავით საყვარელიძე და სოხუმის თეატრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ანუკი კვინიკაძე გავიცანი, დავრწმუნდი, რომ ისინი ამ სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. სწორედ ამიტომ, ჩვენმა ორგანიზაციამ მიიღო სოხუმის თეატრთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება. სოხუმის თეატრის ისტორიიდან, მთელი მსოფლიო მასშთაბით არსებულმა თეატრებმა შეიძლება მიიღონ ცოდნა და გამოცდილება. ეს არამხოლოდ სენსიტიური, არამედ მნიშვნელოვანი საკითხია. სოხუმის თეატრი ეს არ არის მხოლოდ „გადარჩენილი“ თეატრის ისტორია, არამედ ადგილი, სადაც ჰუმანურობას, ადამიანობას ვპიულობთ და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ამიერიდან, ყველა ჩვენს პლატფორმასა და კავშირებს გამოვიყენებთ, რათა მსოფლიოს სოხუმის თეატრის არსებობის, ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ გავაგებინოთ.

R