ავტორი:

“რამდენად მდაბიოები არიან! საპრეზენტაციო ეკრანზე, ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა და დაიწყეს პოსტების წერა“ - მამუკა მდინარაძე

“რამდენად მდაბიოები არიან! საპრეზენტაციო ეკრანზე, ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა და დაიწყეს პოსტების წერა“ - მამუკა მდინარაძე

“რუსეთზე ტერიტორიების ჩამბარებლების მსახურებმა საარჩევნო რუკაზე ღია ფერით სარგებლობა გადაწყვიტეს“, - წერს “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგზე გამოყენებული საქართველოს რუკის ირგვლივ გავრცელებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც მდინარაძემ განმარტა, საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა. მისივე თქმით, პრეზენტაცია ბრიფინგზე დამსწრე ყველა ჟურნალისტს გადაეცა.

“რუსეთზე ტერიტორიების ჩამბარებლების მსახურებმა საარჩევნო რუკაზე ღია ფერით სარგებლობა გადაწყვიტეს. ამას ვამბობთ სულ, რამდენად მდაბიოები არიან!

ვინც ჯერ არ იცის. საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა და ეს არის ამათი რუკაო - უსამშობლოებმა წამების განსხვავებით დაიწყეს პოსტების წერა, რითაც იმისი გადაფარვა სცადეს, რაც შალვა პაპუაშვილმა მათ ამ ბრიფინგზე დამართა ამავე დროს, პრეზენტაცია ბრიფინგზე დამსწრე ყველა ჟურნალისტს გადაეცა“, - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში გავრცელდა “სქრინი“ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგიდან, სადაც ეკრანზე გამოტანილ ფოტოზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ ჩანს. როგორც აღმოჩნდა, კამერებმა ღია ნაცრისფერში წარმოდგენილი, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ისტორიული რეგიონები ვერ აღიქვეს.

საზოგადოების ნაწილი აღნიშნულმა ფაქტმა აღაშფოთა.

იხილეთ ასევე: