4 ნოემბერს, გამთენიისას საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრით დაფიქსირდა თბილისიდან 51 კმ-ში, დმანისის ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ ზემო ყარაბულაღში. მიწისძვრა 04:08:14 საათზე მოხდა.
მეორე მიწისძვრა დაფიქსირდა დაბა ჯავაში, სოფელ დოდოთში, და მისი სიმძლავრე 3.7 მაგნიტუდა იყო. ეს მიწისძვრა 05:32:53 საათზე მოხდა.