ავტორი:

“გაკვირვებული მიყურებდნენ, კახურად ამბობდნენ: რითვინ გამაიქცა ქალაქიდან, რ პამიდორი მაინდომაო?!“ - მამაპაპეულ მამულში დაბრუნებული “რობინზონ  კრუზოს“ საოცარი თავგადასავალი

“გაკვირვებული მიყურებდნენ, კახურად ამბობდნენ: რითვინ გამაიქცა ქალაქიდან, რ პამიდორი მაინდომაო?!“ - მამაპაპეულ მამულში დაბრუნებული “რობინზონ  კრუზოს“ საოცარი თავგადასავალი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში ზურა ქადაგიშვილის მამულია. თბილისიდან წასულმა მარკეტოლოგმა 6 თვეში მამაპაპეულ მამულში საოცარი ამბები მარტომ დაატრიალა. ახლა საკუთარ თავს ხუმრობით “რობინზონ კრუზოს“ უწოდებს, ეგ არის, რომ ზღვა არა მაქვს, აი, პამიდორი კი საკმარისადო. როგორ გადაიქცა ჩანაფიქრი რეალობად, ამის შესახებ ზურა ქადაგიშვილი მოგვითხრობს.

ზურა ქადაგიშვილი:

- საკუთარი თავის გამოცდა, რეალიზება, ბიზნესის შექმნა მინდოდა და ჩემი პროფესიით არა სხვისი საქმის, არამედ საკუთარის განვითარება. ყველაფერი მიმართული უნდა ყოფილიყო ჯანსაღი ცხოვრების ხელშესაწყობად, თან ქაოსური თბილისიდან დისტანცირება, ბუნებასთან სიახლოვე, სიმშვიდეც არ არის ურიგო.

- თბილისში დაბადებულ-გაზრდილი ხართ, პროფესიული გამოცდილებაც გაქვთ, მაგრამ მამა-პაპის მიწას დაუბრუნდით...

- მამა-პაპის მამულში დავბრუნდი და ეკოქიზიყს ჩავუყარე საფუძველი - ჩემს პროექტს ასე დავარქვი. ერთ ნაკვეთზე ადრე ბაღჩა იყო, რომელსაც ბებია და პაპა ამუშავებდნენ. ამ ნაკვეთის 20%-ზე ადრე დარგული ხეხილი დამხვდა. ბავშვობაში გარკვეულ დროს აქ ვატარებდი და ის დღეები გონებაში ტკბილად მქონდა ჩაბეჭდილი. მათი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ გული სულ აქეთ მომიწევდა. ჩემი ჩანაფიქრის შესახებ მშობლებსა და მეუღლეს ვუთხარი. მერე სამი თვის განმავლობაში თითქმის ღამეები არ მეძინა - ვფიქრობდი, რა და როგორ დამეწყო. მეუღლის მხარდაჭერა მქონდა - მიხვდა ჩემს სულისკვეთებას, რა მამოძრავებდა. მაღაროში 2 აპრილს ჩამოვედი და შევუდექი საქმეს. ფაქტობრივად, ცარიელი ადგილი იყო, სადაც მხოლოდ ხეხილი იდგა. აქაურობა ჯუნგლებს ჰგავდა - არანაირი ცივილიზაცია და კომუნიკაცია. წინასწარ ვიზრუნე ელექტროენერგიასა და წყალზე, შემდგომ კი შიდა პერიმეტრზე თვითონ დავქსელე.

- ფიზიკური შრომა, პამიდვრის მოყვანა, მენეჯმენტი, სოციალური სივრცის მართვა - ყველაფერს მარტო უძღვებოდით?

- კი და დღემდე ასეა. გაკვირვებული მიყურებდნენ, ვერ იგებდნენ, რატომ ვწვალობდი, რა მინდოდა. კახურად ამბობდნენ, ვერ გავიგეთ, ეს პატარა ბიჭი რითვინ გამაიქცა ქალაქიდან, რა კურდღლის გალია, რი ბოსტანი, რა წვეთოვანი სისტემა, რა პამიდორი მაინდომაო?! განაგრძეთ კითხვა