UEFA-ს ეთიკისა და დისციპლინის კომიტეტმა (CEDB) საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთა ლიგაზე საქართველო-ალბანეთის მატჩის დროს გამოვლენილი დარღვევების გამო დააჯარიმა.
CEDB-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმებულია ფანების მიერ საზოგადოებრივი გასასვლელების ბლოკირებისთვის, საგნების სროლისთვის, ასევე, პიროტექნიკისა და ლაზერების გამოყენებისთვის.
ჯარიმები თითოეული დარღვევისთვის ასე გამოყურება:
ფანების მიერ პიროტექნიკის გამოყენება - 30 000 ევრო;
საზოგადოებრივი გადასასვლელების ბლოკირება - ჯარიმა 14 000 ევრო;
ლაზერების გამოყენება - 12 000 ევრო.
აღნიშნული დარღვევების გამო, UEFA-ს ეგიდით გასამართი მომავალი საშინაო მატჩისთვის, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მასპინძელი იქნება, საქართველოს სტადიონის ნაწილობრივ დახურვა დაევალა (2000 ადგილით ნაკლები. გადაწყვეტილების თანახმად, გამოსაცდელი ვადა 2 წელი იქნება.