ავტორი:

მკერდის კიბოს ნიშნები მიქელანჯელოს ცნობილ ფრესკაზე: რას ამბობენ მკვლევარები - "ეს შეიძლება იყოს გზავნილი..."

მკერდის კიბოს ნიშნები მიქელანჯელოს ცნობილ ფრესკაზე: რას ამბობენ მკვლევარები - "ეს შეიძლება იყოს გზავნილი..."

პარიზ-საკლეის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს მკერდის კიბოს ნიშნები ქალში, რომელიც გამოსახულია მიქელანჯელოს სიქსტის კაპელის შედევრში, "წარღვნა".

მკვლევარები თვლიან, რომ მკერდის კიბოს წარმოჩენა ნახატში შეიძლება იყოს გზავნილი სიკვდილის გარდაუვალობის შესახებ.

სიქსტეს კაპელა - Cappella Sistina - ცნობილია განსაცვიფრებელი ფრესკებით, რომელიც მიქელანჯელომ 1508-1512 წლებში მოხატა. მიუხედავად მსოფლიო პოპულარობისა, მეცნიერები მის ნამუშევრებში ახალ დეტალებს მაინც ამჩნევენ.

  • ახალ კვლევაში მკვლევარებმა შენიშნეს, რომ ფრესკაზე გამოსახული ერთ-ერთი ქალის მარცხენა მკერდს მკერდის კიბოს რამდენიმე ნიშანი აქვს, მათ შორის დეფორმირებული და ოდნავ გამობურცული თავი.

"მარჯვენა მკერდთან კონტრასტი აშკარაა" - წერდნენ ისინი. იმასაც აღნიშნავენ, რომ მიქელანჯელო აუტოფსიით 17 წლის ასაკში დაინტერესდა, ასე რომ, სავარაუდოდ, მკერდის კიბო მისთვის უცხო არ უნდა ყოფილიყო.

სიქსტის კაპელა პირველად პაპ სიქსტუს IV-ის დროს XV მოიხატა. მაშინ რომის პაპმა საუკეთესო მხატვრები პიეტრო პერუჯინო, სანდრო ბოტიჩელი და მიქელაჯელოს მასწავლებელი დომენიკო გირლანდაიო მიიწვია. XVI საუკუნის დასაწყისში კი იულიუს II მიქელანჯელოს კაპელის ჭერის კედლის ფრესკა დაუკვეთა.

წყარო