თბილისში, დადიანის ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი მეუღლე დაჭრა. შემთხვევა გუშინ სილამაზის სალონში მოხდა. ქალს ჭრილობები ცივი იარაღით სახის არეში აქვს მიყენებული.
"ქმარმა დაჭრა ყოფილი ცოლი, მეორე გოგონა ეხმარებოდა. ყვირილი გაისმა, მიშველეთო. ყოფილ ცოლს სახეში მიაყენა დაზიანებები... სალონის თანამშრომელ გოგოს, რომელიც დაჭრილის დახმარებას ცდილობდა, ხელები დაუსერა" - ამბობენ ადგილობრივები.
"სალონში შეუვარდა ყოფილ ცოლს - სავარაუდოდ დაჭრის მცდელობა იყო. ნასამართლევია და იმედია ისევ ციხეში ამოყოფს თავს" - ამბობს კიდევ ერთი თვითმხილველი Palitravideo-სთან საუბარში.
პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარზე გამოძიება 11-108 პრიმა მუხლით არის დაწყებული.