საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაპოვნია 800-მდე გენი, რომელიც შესაძლოა, აუტისტურ სიმპტომატიკას განსაზღვრავდეს" - რა იწვევს აუტისტურ სპექტრს და როგორ მოვიქცეთ, თუ თერაპია უშედეგოა?
"ნაპოვნია 800-მდე გენი, რომელიც შესაძლოა, აუტისტურ სიმპტომატიკას განსაზღვრავდეს" - რა იწვევს აუტისტურ სპექტრს და როგორ მოვიქცეთ, თუ თერაპია უშედეგოა?

"აუ­ტიზ­მის სპექტრის აშ­ლი­ლო­ბა ეს არის მდგო­მა­რე­ო­ბა და და­ა­ვა­დე­ბად არ გა­ნი­ხი­ლე­ბა, რად­გა­ნაც პრაქ­ტი­კუ­ლად მისი გან­კურ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ეს არის ქრო­ნი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ამა თუ იმ ფორ­მით მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვს,“ - აღ­ნიშ­ნავს სა­ლო­მე გა­ბა­ძე, ქცე­ვის ანა­ლი­ტი­კო­სი და თბი­ლი­სის აუ­ტიზ­მის ცენ­ტრის "პი­რა­მი­და" დი­რექ­ტო­რი.

  • არც ისე დიდი ხნის წინ, აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის აშ­ლი­ლო­ბა იშ­ვი­ა­თო­ბა იყო, ბოლო დროს კი მზარ­დი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნა­ცე­მე­ბით, თუ ეს დარ­ღვე­ვა 2000 წელს 150 ბავ­შვი­დან ერთს ჰქონ­და, დღეს 36-დან ერთს აღე­ნიშ­ნე­ბა. ასე­თია აშშ-ს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მე­ბი.

რა იწ­ვევს აუ­ტიზ­მის სპექტრის აშ­ლი­ლო­ბას, რა სიმპტო­მე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს მშო­ბე­ლი და აქვს თუ არა თე­რა­პი­ას შე­დე­გი - ამ და სხვა კი­თხვებს, ქცე­ვის ანა­ლი­ტი­კო­სი სა­ლო­მე გა­ბა­ძე უპა­სუ­ხებს.

- აქვს თუ არა აუ­ტიზ­მის სპექტრის აშ­ლი­ლო­ბას გე­ნე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა?

- ეს ეპი­გე­ნე­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა, რაც გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბის თან­ხვედ­რას და გე­ნე­ტი­კურ წი­ნას­წარ გან­წყო­ბას გუ­ლის­ხმობს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, გე­ნე­ტი­კურ წი­ნას­წარ­გან­წყო­ბას სა­დღაც 70%-იანი წილი აქვს, შემ­დეგ კი ამ მდგო­მა­რე­ო­ბას გარე ფაქ­ტო­რე­ბი ამ­წვა­ვებს და ამა თუ იმ ფორ­მით წარ­მო­ა­ჩენს. თუმ­ცა გა­დაჭ­რით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ის გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი დი­აგ­ნო­ზია... გე­ნე­ტი­კო­სე­ბი სა­უბ­რო­ბენ, რომ სა­დაც 800-მდე გე­ნია ნა­პოვ­ნი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია გან­სა­ზღვრავ­დეს აუ­ტის­ტურ სიმპტო­მა­ტი­კას, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით მეტი დე­ტა­ლი ცნო­ბი­ლი არ არის.

- რა ასაკ­ში ვლინ­დე­ბა?

- რაც დრო გა­დის, აუ­ტიზ­მის სპექტრის რა­ო­დე­ნო­ბა მზარ­დია, უკა­ნას­კნე­ლი კვლე­ვე­ბით, ყო­ვე­ლი 36 ბავ­შვი­დან ერთს აუ­ტიზ­მის სპექტრის დი­აგ­ნო­ზი აღე­ნიშ­ნე­ბა. ასე­თია ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბი. რაც დრო გა­დის და უმ­ჯო­ბეს­დე­ბა სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის ასა­კი უფრო და უფრო იკ­ლებს. სა­შუ­ა­ლოდ მიჩ­ნე­უ­ლია, რომ დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა 3 წლის ასაკ­ში ხდე­ბა, თუმ­ცა აუ­ტიზ­მის სპექტრზე ეჭვი შე­იძ­ლე­ბა 3 წლამ­დეც შე­ვი­ტა­ნოთ. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში გარ­კვე­უ­ლი სიმპტო­მა­ტი­კა თვე­ე­ბის ასა­კი­და­ნაც იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­დია. მშობ­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლისტს უმე­ტე­სად წლი­ნა­ხევ­რის ასა­კის შემ­დეგ მი­მარ­თა­ვენ. თე­რა­პია ბავ­შვმა რაც შე­იძ­ლე­ბა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან უნდა და­ი­წყოს.

- რო­გო­რია სიმპტო­მა­ტი­კა და მშო­ბელს რო­დის და რის გამო უჩ­ნდე­ბა ეჭვი?

- უმე­ტე­სად გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბით მოგ­ვმარ­თა­ვენ. რო­დე­საც ბავ­შვი სი­ტყვე­ბის თქმას მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არ იწყებს, არ იხე­დე­ბა სა­ხე­ლით მი­მარ­თვი­სას, არ ამ­ყა­რებს მზე­რით კონ­ტაქტს, უჭირს ბავ­შვებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, არ ას­რუ­ლებს მარ­ტივ ყო­ფით დავ­ლე­ბებს... ასე­ვე ბავ­შვი არ უზი­ა­რებს მშობ­ლებს თა­ვის ემო­ცი­ას, სი­ხა­რუ­ლის შემ­თხვე­ვა­ში არ უღი­მის, საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თის გა­მო­ყე­ნე­ბით არ მო­ი­თხოვს სა­სურ­ველ ნივთს, რო­მე­ლიც მის­თვის ხელ­მი­უწ­ვდო­მელ ად­გილ­ზეა მო­თავ­სე­ბუ­ლი. შე­საძ­ლე­ბე­ლია აღი­ნიშ­ნე­ბო­დეს ხე­ლე­ბით გან­მე­ო­რე­ბი­თი მოძ­რა­ო­ბე­ბი. შე­იძ­ლე­ბა აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი ფრა­ზებს და ბგე­რებს იყე­ნებ­დეს, ან მშობ­ლის დას­მულ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის ნაც­ვლად, მშობ­ლის შე­კი­თხვას­ვე იმე­ო­რებ­დეს. ბევ­რი სიმპტო­მის ჩა­მოთ­ვლაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მაგ­რამ უნდა გვახ­სოვ­დეს, აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა, ეს ყვე­ლა სიმპტო­მი ერთ კონ­კრე­ტულ ბავ­შვს ახა­სი­ა­თებ­დეს. გა­მოვ­ლე­ნა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. აუ­ტიზ­მის სპექტრის მქო­ნე ორი ბავ­შვი ერ­თად რომ და­ვა­ყე­ნოთ, ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ყვე­ლა­ფე­რი ზო­გა­დად რომ ჩავ­შა­ლოთ, სა­უ­ბა­რია 3 დიდ ჯგუფ­ზე: სირ­თუ­ლე­ე­ბი კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში, სირ­თუ­ლე­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ქცე­ვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პა­ტერ­ნი, რო­მელ­შიც იგუ­ლის­ხმე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი ინ­ტე­რეს­თა სფე­რო და გან­მე­ო­რე­ბა­დი ქცე­ვა. ნახ­სე­ნე­ბი სიმპტო­მა­ტი­კა, რა­ზეც ვი­სა­უბ­რეთ, ამ სფე­რო­ებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა.

- ზო­გი­ერ­თი მშობ­ლე­ბის­გან მსმე­ნია, აუ­ტიზ­მის სპექტრის მქო­ნე ბავ­შვი სა­თა­მა­შო­ებს და გარ­კვე­ულ ნივ­თებს ფუნ­ქცი­უ­რად არ იყე­ნებს...

- ხში­რად ასეც ხდე­ბა, რო­დე­საც და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ვერ იყე­ნებს სა­თა­მა­შო­ებ­სა თუ სხვა ნივ­თებს. შე­იძ­ლე­ბა, ნივ­თის ერთ კონ­კრე­ტულ დე­ტალ­ზე მო­ახ­დი­ნოს კონ­ცენ­ტრი­რე­ბა, მა­გა­ლი­თად, მან­ქა­ნით ფუნ­ქცი­უ­რად კი არ ითა­მა­შოს, არა­მედ თვა­ლებ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნოს და ბორ­ბლე­ბის ტრი­ალს და­აკ­ვირ­დეს. ეს არის დე­ტა­ლებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბის და სა­თა­მა­შოს არა­ფუნ­ქცი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის ერთ-ერთი მა­გა­ლი­თი. გარ­და ამი­სა, შე­იძ­ლე­ბა ამ­წკრი­ვებ­დეს ნივ­თებს, სა­თა­მა­შო­ებს და იმ მწკრი­ვებს უყუ­რებ­დეს, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში თუ ეს მწკრი­ვი და­ირ­ღვე­ვა, ბავ­შვი ემო­ცი­ას მძაფ­რად გა­მო­ხა­ტავს.

- არ­სე­ბობს თუ არა ამ დი­აგ­ნოზ­ში გარ­კვე­უ­ლი კლა­სი­ფი­კა­ცია?

- არ­სე­ბობს და სამი დონე გა­მო­ი­ყო­ფა. მსუ­ბუ­ქად გა­მო­ხა­ტუ­ლი აუ­ტიზ­მის სიმპტო­მა­ტი­კა, სა­შუ­ა­ლო და მძი­მე. ეს სამი დონე ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა სიმპტო­მე­ბის სიმწვა­ვის მი­ხედ­ვით და ასე­ვე დახ­მა­რე­ბის ხა­რის­ხის მი­ხედ­ვით. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში თუ მსუ­ბუ­ქად არის გა­მო­ხა­ტუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვი და­მო­უ­კი­დებ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­დეს, თუმ­ცა გარ­კვე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში მას სხვი­სი დახ­მა­რე­ბა მა­ინც დას­ჭირ­დე­ბა. თუ ეს სიმპტო­მა­ტი­კა ძლი­ე­რი ფორ­მით არის გა­მო­ხა­ტუ­ლი, მა­შინ ყვე­ლა გა­რე­მო­სა თუ, სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მისი დახ­მა­რე­ბა და მხარ­და­ჭე­რა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

- რო­გორც ვიცი, აუ­ტიზ­მის სპექტრის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია შეგ­ვხდეს ქცე­ვის სირ­თუ­ლეც, ხომ? ასე­ვე აგ­რე­სი­ის გა­მო­ხატ­ვა...

- დიახ, ასეა. ხში­რად ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი გა­და­ჯაჭ­ვუ­ლია ენის გან­ვი­თა­რე­ბის და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­ფერ­ხე­ბას­თან. თუ ბავ­შვი ვერ ახერ­ხებს ადეკ­ვა­ტუ­რი ფორ­მით კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბას, ასეთ დროს ცდი­ლობს, ქცე­ვით გა­მო­ხა­ტოს და შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ხე­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხის რთუ­ლი ქცე­ვა გვქონ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა აგ­რე­სი­ას, ამა­ში სხვა­დას­ხვა ტი­პის ქცე­ვას გუ­ლის­ხმო­ბენ - შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვი ყვი­რო­დეს, ან სხვე­ბის მი­მართ ფი­ზი­კურ აგ­რე­სი­ას ახორ­ცი­ე­ლებ­დეს (და­არ­ტყას, უკბი­ნოს, თმა მო­ქა­ჩოს, ია­ტაკ­ზე გაწ­ვეს, ფე­ხე­ბი აბა­კუ­ნოს, იგო­რა­ოს და ა.შ.) სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სწო­რედ ამ ქცე­ვით სირ­თუ­ლე­ებ­ზე მუ­შა­ო­ბენ, რომ ისი­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ცირ­დეს.

- ეს ქცე­ვი­თი სირ­თუ­ლე­ე­ბი მცირ­დე­ბა?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამას­თან ერ­თად, იზ­რდე­ბა ის უნა­რე­ბი და უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, რომ­ლი­თაც ბავ­შვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ამ­ყა­რებს. რო­დე­საც ბავ­შვს არ შე­უძ­ლია სი­ტყვე­ბით კო­მუ­ნი­კა­ცია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვას­წავ­ლოთ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა - სუ­რა­თე­ბით, წე­რი­ლო­ბით, სხვა­დას­ხვა მო­წყო­ბი­ლო­ბით კო­მუ­ნი­კა­ცია. თუმ­ცა ამ პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არ და­ვაგ­ვი­ა­ნოთ. თუ ბავ­შვი ვერ ახერ­ხებს, ადეკ­ვა­ტუ­რი ფორ­მით კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, მისი ქცე­ვა და­ირ­ღვე­ვა. არა­და, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს აქვს უფ­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბი და მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი გა­მო­ხა­ტოს, მა­შინ გა­მო­ვა, რომ ბავ­შვის უფ­ლე­ბებს ვარ­ღვევთ. კვლე­ვე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი აუმ­ჯო­ბე­სებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნარს და ენის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

- მშობ­ლის როლი და მისი დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა ამ ყვე­ლა­ფერ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რად ერ­თვე­ბი­ან ამ პრო­ცეს­ში?

- ამ პრო­ცეს­ში მშო­ბელს უდი­დე­სი როლი აქვს. ის რაც ადრე მი­მარ­თავს სპე­ცი­ა­ლისტს, მით მა­ღა­ლია იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ ბავ­შვს პროგ­რე­სი ექ­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სტრესს, ამ ნა­წილ­შიც ვცდი­ლობთ, მშობ­ლე­ბის­თვის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ვი­ყოთ.

მათი ემო­ცი­ე­ბი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია - ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა ამ მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბა ჰქონ­დეს, ზო­გი­ერ­თი ძა­ლი­ან და­სევ­დი­ან­დეს და ზოგს ეჭ­ვიც უჩ­ნდე­ბა და სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან მდგო­მა­რე­ო­ბის გა­და­მოწ­მე­ბას ცდი­ლობს. ეს ბუ­ნებ­რი­ვი რე­აქ­ცი­ე­ბია, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ძლი­ერ სტრესს თან ახ­ლავს და ეს მშობ­ლის გა­სავ­ლე­ლი გზაა. რო­გორც ვთქვი, ჩვენ ამ პრო­ცეს­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად მხარს ვუ­ჭერთ, ემო­ცი­უ­რად მხარ­ში ვუდ­გა­ვართ, თუმ­ცა ბავ­შვის თე­რა­პი­ის და­წყე­ბა არ უნდა გა­და­ვად­დეს.

- ად­ვი­ლად ახერ­ხე­ბენ თა­ნა­ტო­ლებ­თან, სკო­ლა­ში, ბაღ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას?

- მდგო­მა­რე­ო­ბას გა­აჩ­ნია. აუ­ტიზ­მის სპექტრის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 30%-ს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დარ­ღვე­ვა აქვთ. მათ­თვის მეტი მხარ­და­ჭე­რაა სა­ჭი­რო, შე­საძ­ლე­ბე­ლია მათ­თვის უფრო გარ­თუ­ლე­ბუ­ლი იყოს სკო­ლა­ში ინ­ტეგ­რა­ცია. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ 70%-ს, სა­დაც ინ­ტე­ლექ­ტი არის ნორ­მა ან სა­შუ­ა­ლო ნორ­მა­ზე მა­ღა­ლი, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მე­ტია ალ­ბა­თო­ბა, რომ ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას შეძ­ლე­ბენ ნაკ­ლე­ბად ინ­ტენ­სი­უ­რი დახ­მა­რე­ბით. ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ბავ­შვე­ბის უნა­რე­ბი ისე გან­ვი­თარ­დეს, ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ისე­თი ადაპ­ტა­ცია მოხ­დეს, რომ ამ დი­აგ­ნოზ­მა პრაქ­ტი­კუ­ლად პრობ­ლე­მა აღარ შე­უქ­მნას. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს სკო­ლებ­სა თუ ბა­ღებ­ში დღეს­დღე­ო­ბით მა­ინც ბევ­რი პრობ­ლე­მა იკ­ვე­თე­ბა. ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი შეკ­რე­ბის ად­გი­ლებ­ში, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბა­დო­ბა არ არის ისე­თი მა­ღა­ლი, რო­გო­რიც უნდა იყოს. მათი მხრი­დან მიმ­ღებ­ლო­ბა საკ­მა­რი­სად არ არის გა­მო­ხა­ტუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად ბავ­შვე­ბი და მათი მშობ­ლე­ბი ბევრ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას აწყდე­ბი­ან.

- რო­გო­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ, რო­გო­რი უნდა იყოს ჩვე­ნი როლი?

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიმ­ღებ­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ხში­რად არის ხოლ­მე, როცა მშობ­ლე­ბის მი­მართ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ, მა­გა­ლი­თად, ტრან­სპორ­ტში, რო­დე­საც ბავ­შვმა შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი ხმა გა­მოს­ცა, რომ­ლი­თაც სხვა შე­წუხ­და. უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ყვე­ლა ერ­თნა­ი­რი არ არის, ყვე­ლას თა­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა აქვს და სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი მხარ­და­ჭე­რა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. მხარ­დამ­ჭე­რე­ბი უნდა ვი­ყოთ.

რაც შე­ე­ხე­ბა მშობ­ლე­ბის­თვის პირ­ველ რე­კო­მენ­და­ცი­ას, რო­გორც კი რა­ღაც სა­ეჭ­ვოს შე­ამ­ჩნე­ვენ, არ და­აგ­ვი­ა­ნონ, რაც შე­იძ­ლე­ბა ად­რე­ულ ასა­კი­დან მი­ი­მარ­თონ სპე­ცი­ა­ლისტს. თუ ესა თუ ის ნი­შა­ნი არ არის რე­ა­ლუ­რად რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, სპე­ცი­ა­ლის­ტი ისე­დაც ეტყვის ამას მშო­ბელს და უკან გა­უშ­ვებს, ბავ­შვთან ჩა­რე­ვა სა­ჭი­რო­ე­ბის გა­რე­შე არ მოხ­დე­ბა. ამი­ტომ ჯო­ბია, ცრუ გან­გა­ში იყოს, ვიდ­რე ბავ­შვს დაგ­ვი­ან­დეს და თე­რა­პია გვი­ან და­ი­წყოს. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მშობ­ლის მხრი­და­ნაც ბავ­შვთან კონ­ტაქ­ტი, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­უ­გოს. ბავ­შვს უნდა ჰქონ­დეს ის გან­ცდა, რომ მშო­ბე­ლი არის ის ადა­მი­ა­ნი, ვინც მის გვერ­დით დგას.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ნაპოვნია 800-მდე გენი, რომელიც შესაძლოა, აუტისტურ სიმპტომატიკას განსაზღვრავდეს" - რა იწვევს აუტისტურ სპექტრს და როგორ მოვიქცეთ, თუ თერაპია უშედეგოა?

"ნაპოვნია 800-მდე გენი, რომელიც შესაძლოა, აუტისტურ სიმპტომატიკას განსაზღვრავდეს" - რა იწვევს აუტისტურ სპექტრს და როგორ მოვიქცეთ, თუ თერაპია უშედეგოა?

"აუტიზმის სპექტრის აშლილობა ეს არის მდგომარეობა და დაავადებად არ განიხილება, რადგანაც პრაქტიკულად მისი განკურნება შეუძლებელია. ეს არის ქრონიკული მდგომარეობა, რომელიც ადამიანს ამა თუ იმ ფორმით მთელი ცხოვრების განმავლობაში აქვს,“ - აღნიშნავს სალომე გაბაძე, ქცევის ანალიტიკოსი და თბილისის აუტიზმის ცენტრის "პირამიდა" დირექტორი.

  • არც ისე დიდი ხნის წინ, აუტისტური სპექტრის აშლილობა იშვიათობა იყო, ბოლო დროს კი მზარდი ხასიათი მიიღო. საერთაშორისო მონაცემებით, თუ ეს დარღვევა 2000 წელს 150 ბავშვიდან ერთს ჰქონდა, დღეს 36-დან ერთს აღენიშნება. ასეთია აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემები.

რა იწვევს აუტიზმის სპექტრის აშლილობას, რა სიმპტომებით ხასიათდება, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი და აქვს თუ არა თერაპიას შედეგი - ამ და სხვა კითხვებს, ქცევის ანალიტიკოსი სალომე გაბაძე უპასუხებს.

- აქვს თუ არა აუტიზმის სპექტრის აშლილობას გენეტიკური განწყობა?

- ეს ეპიგენეტიკური მდგომარეობაა, რაც გარემო ფაქტორების თანხვედრას და გენეტიკურ წინასწარ განწყობას გულისხმობს. ამ შემთხვევაში, გენეტიკურ წინასწარგანწყობას სადღაც 70%-იანი წილი აქვს, შემდეგ კი ამ მდგომარეობას გარე ფაქტორები ამწვავებს და ამა თუ იმ ფორმით წარმოაჩენს. თუმცა გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ის გენეტიკური ფაქტორით განპირობებული დიაგნოზია... გენეტიკოსები საუბრობენ, რომ სადაც 800-მდე გენია ნაპოვნი, რომელიც შესაძლებელია განსაზღვრავდეს აუტისტურ სიმპტომატიკას, თუმცა ჯერჯერობით მეტი დეტალი ცნობილი არ არის.

- რა ასაკში ვლინდება?

- რაც დრო გადის, აუტიზმის სპექტრის რაოდენობა მზარდია, უკანასკნელი კვლევებით, ყოველი 36 ბავშვიდან ერთს აუტიზმის სპექტრის დიაგნოზი აღენიშნება. ასეთია ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტის მონაცემები. რაც დრო გადის და უმჯობესდება სადიაგნოსტიკო საშუალებები, დიაგნოსტირების ასაკი უფრო და უფრო იკლებს. საშუალოდ მიჩნეულია, რომ დიაგნოსტირება 3 წლის ასაკში ხდება, თუმცა აუტიზმის სპექტრზე ეჭვი შეიძლება 3 წლამდეც შევიტანოთ. ზოგიერთ შემთხვევაში გარკვეული სიმპტომატიკა თვეების ასაკიდანაც იდენტიფიცირებადია. მშობლები სპეციალისტს უმეტესად წლინახევრის ასაკის შემდეგ მიმართავენ. თერაპია ბავშვმა რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს.

- როგორია სიმპტომატიკა და მშობელს როდის და რის გამო უჩნდება ეჭვი?

- უმეტესად განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეებით მოგვმართავენ. როდესაც ბავშვი სიტყვების თქმას მიზანმიმართულად არ იწყებს, არ იხედება სახელით მიმართვისას, არ ამყარებს მზერით კონტაქტს, უჭირს ბავშვებთან კომუნიკაცია, არ ასრულებს მარტივ ყოფით დავლებებს... ასევე ბავშვი არ უზიარებს მშობლებს თავის ემოციას, სიხარულის შემთხვევაში არ უღიმის, საჩვენებელი თითის გამოყენებით არ მოითხოვს სასურველ ნივთს, რომელიც მისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზეა მოთავსებული. შესაძლებელია აღინიშნებოდეს ხელებით განმეორებითი მოძრაობები. შეიძლება აკვიატებული ფრაზებს და ბგერებს იყენებდეს, ან მშობლის დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად, მშობლის შეკითხვასვე იმეორებდეს. ბევრი სიმპტომის ჩამოთვლაა შესაძლებელი.

მაგრამ უნდა გვახსოვდეს, აუცილებელი არაა, ეს ყველა სიმპტომი ერთ კონკრეტულ ბავშვს ახასიათებდეს. გამოვლენა განსხვავებულია. აუტიზმის სპექტრის მქონე ორი ბავშვი ერთად რომ დავაყენოთ, ერთმანეთისგან განსხვავებულები იქნებიან. ყველაფერი ზოგადად რომ ჩავშალოთ, საუბარია 3 დიდ ჯგუფზე: სირთულეები კომუნიკაციაში, სირთულეები სოციალურ ურთიერთობაში, ქცევის განსხვავებული პატერნი, რომელშიც იგულისხმება შეზღუდული ინტერესთა სფერო და განმეორებადი ქცევა. ნახსენები სიმპტომატიკა, რაზეც ვისაუბრეთ, ამ სფეროებს მიეკუთვნება.

- ზოგიერთი მშობლებისგან მსმენია, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვი სათამაშოებს და გარკვეულ ნივთებს ფუნქციურად არ იყენებს...

- ხშირად ასეც ხდება, როდესაც დანიშნულების მიხედვით ვერ იყენებს სათამაშოებსა თუ სხვა ნივთებს. შეიძლება, ნივთის ერთ კონკრეტულ დეტალზე მოახდინოს კონცენტრირება, მაგალითად, მანქანით ფუნქციურად კი არ ითამაშოს, არამედ თვალებთან ახლოს მიიტანოს და ბორბლების ტრიალს დააკვირდეს. ეს არის დეტალებზე ორიენტირებულობის და სათამაშოს არაფუნქციური გამოყენების ერთ-ერთი მაგალითი. გარდა ამისა, შეიძლება ამწკრივებდეს ნივთებს, სათამაშოებს და იმ მწკრივებს უყურებდეს, ზოგიერთ შემთხვევაში თუ ეს მწკრივი დაირღვევა, ბავშვი ემოციას მძაფრად გამოხატავს.

- არსებობს თუ არა ამ დიაგნოზში გარკვეული კლასიფიკაცია?

- არსებობს და სამი დონე გამოიყოფა. მსუბუქად გამოხატული აუტიზმის სიმპტომატიკა, საშუალო და მძიმე. ეს სამი დონე ერთმანეთისგან განსხვავდება სიმპტომების სიმწვავის მიხედვით და ასევე დახმარების ხარისხის მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში თუ მსუბუქად არის გამოხატული, შეიძლება ბავშვი დამოუკიდებლად ფუნქციონირებდეს, თუმცა გარკვეულ სიტუაციებში მას სხვისი დახმარება მაინც დასჭირდება. თუ ეს სიმპტომატიკა ძლიერი ფორმით არის გამოხატული, მაშინ ყველა გარემოსა თუ, სიტუაციაში მისი დახმარება და მხარდაჭერა აუცილებელია.

- როგორც ვიცი, აუტიზმის სპექტრის შემთხვევაში შესაძლებელია შეგვხდეს ქცევის სირთულეც, ხომ? ასევე აგრესიის გამოხატვა...

- დიახ, ასეა. ხშირად ეს სირთულეები გადაჯაჭვულია ენის განვითარების და კომუნიკაციის შეფერხებასთან. თუ ბავშვი ვერ ახერხებს ადეკვატური ფორმით კომუნიკაციის დამყარებას, ასეთ დროს ცდილობს, ქცევით გამოხატოს და შესაძლებელია სახეზე სხვადასხვა სახის რთული ქცევა გვქონდეს.

რაც შეეხება აგრესიას, ამაში სხვადასხვა ტიპის ქცევას გულისხმობენ - შეიძლება ბავშვი ყვიროდეს, ან სხვების მიმართ ფიზიკურ აგრესიას ახორციელებდეს (დაარტყას, უკბინოს, თმა მოქაჩოს, იატაკზე გაწვეს, ფეხები აბაკუნოს, იგორაოს და ა.შ.) სპეციალისტები სწორედ ამ ქცევით სირთულეებზე მუშაობენ, რომ ისინი მაქსიმალურად შემცირდეს.

- ეს ქცევითი სირთულეები მცირდება?

- რასაკვირველია, ამასთან ერთად, იზრდება ის უნარები და უმჯობესდება, რომლითაც ბავშვი კომუნიკაციას ამყარებს. როდესაც ბავშვს არ შეუძლია სიტყვებით კომუნიკაცია, მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ ალტერნატიული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენება - სურათებით, წერილობით, სხვადასხვა მოწყობილობით კომუნიკაცია. თუმცა ამ პროცესში მნიშვნელოვანია, არ დავაგვიანოთ. თუ ბავშვი ვერ ახერხებს, ადეკვატური ფორმით კომუნიკაციას, მისი ქცევა დაირღვევა. არადა, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, საკუთარი სურვილები და მოთხოვნილებები გამოხატოს, მაშინ გამოვა, რომ ბავშვის უფლებებს ვარღვევთ. კვლევები ადასტურებს, რომ ალტერნატიული საკომუნიკაციო საშუალებები აუმჯობესებს კომუნიკაციის უნარს და ენის განვითარებაში ეხმარება.

- მშობლის როლი და მისი დროული რეაგირება ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია. რამდენად აქტიურად ერთვებიან ამ პროცესში?

- ამ პროცესში მშობელს უდიდესი როლი აქვს. ის რაც ადრე მიმართავს სპეციალისტს, მით მაღალია იმის ალბათობა, რომ ბავშვს პროგრესი ექნება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მისი მდგომარეობა. რაც შეეხება სტრესს, ამ ნაწილშიც ვცდილობთ, მშობლებისთვის მხარდამჭერები ვიყოთ.

მათი ემოციები სხვადასხვანაირია - ზოგიერთს შეიძლება ამ მდგომარეობის მიუღებლობა ჰქონდეს, ზოგიერთი ძალიან დასევდიანდეს და ზოგს ეჭვიც უჩნდება და სპეციალისტებთან მდგომარეობის გადამოწმებას ცდილობს. ეს ბუნებრივი რეაქციებია, რომელიც ნებისმიერი ტიპის ძლიერ სტრესს თან ახლავს და ეს მშობლის გასავლელი გზაა. როგორც ვთქვი, ჩვენ ამ პროცესში მაქსიმალურად მხარს ვუჭერთ, ემოციურად მხარში ვუდგავართ, თუმცა ბავშვის თერაპიის დაწყება არ უნდა გადავადდეს.

- ადვილად ახერხებენ თანატოლებთან, სკოლაში, ბაღში ინტეგრაციას?

- მდგომარეობას გააჩნია. აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების დაახლოებით 30%-ს ინტელექტუალური განვითარების შეფერხება, ინტელექტუალური დარღვევა აქვთ. მათთვის მეტი მხარდაჭერაა საჭირო, შესაძლებელია მათთვის უფრო გართულებული იყოს სკოლაში ინტეგრაცია. რაც შეეხება დანარჩენ 70%-ს, სადაც ინტელექტი არის ნორმა ან საშუალო ნორმაზე მაღალი, ასეთ შემთხვევაში მეტია ალბათობა, რომ ისინი საზოგადოებაში ინტეგრაციას შეძლებენ ნაკლებად ინტენსიური დახმარებით. ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ბავშვების უნარები ისე განვითარდეს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთი ადაპტაცია მოხდეს, რომ ამ დიაგნოზმა პრაქტიკულად პრობლემა აღარ შეუქმნას. თუმცა საქართველოს სკოლებსა თუ ბაღებში დღესდღეობით მაინც ბევრი პრობლემა იკვეთება. ასევე საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში, სადაც საზოგადოების ცნობადობა არ არის ისეთი მაღალი, როგორიც უნდა იყოს. მათი მხრიდან მიმღებლობა საკმარისად არ არის გამოხატული. შესაბამისად ბავშვები და მათი მშობლები ბევრ წინააღმდეგობას აწყდებიან.

- როგორია საზოგადოების მიმართ თქვენი რეკომენდაციები, როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი როლი?

- საზოგადოების მიმღებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, ხშირად არის ხოლმე, როცა მშობლების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავენ, მაგალითად, ტრანსპორტში, როდესაც ბავშვმა შეიძლება გარკვეული ხმა გამოსცა, რომლითაც სხვა შეწუხდა. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ერთნაირი არ არის, ყველას თავის საჭიროება აქვს და სხვადასხვაგვარი მხარდაჭერა აუცილებელი. მხარდამჭერები უნდა ვიყოთ.

რაც შეეხება მშობლებისთვის პირველ რეკომენდაციას, როგორც კი რაღაც საეჭვოს შეამჩნევენ, არ დააგვიანონ, რაც შეიძლება ადრეულ ასაკიდან მიიმართონ სპეციალისტს. თუ ესა თუ ის ნიშანი არ არის რეალურად რაღაც კონკრეტული მდგომარეობისთვის დამახასიათებელი, სპეციალისტი ისედაც ეტყვის ამას მშობელს და უკან გაუშვებს, ბავშვთან ჩარევა საჭიროების გარეშე არ მოხდება. ამიტომ ჯობია, ცრუ განგაში იყოს, ვიდრე ბავშვს დაგვიანდეს და თერაპია გვიან დაიწყოს. ასევე მნიშვნელოვანია მშობლის მხრიდანაც ბავშვთან კონტაქტი, რომ მაქსიმალურად გაუგოს. ბავშვს უნდა ჰქონდეს ის განცდა, რომ მშობელი არის ის ადამიანი, ვინც მის გვერდით დგას.

წაიკითხეთ ასევე: