ავტორი:

ქალაქი, რომელიც "წყევლას მალავს" და წელიწადში 200 000 ვიზიტორი სტუმრობს - რვა ათეული წლის წინ მიტოვებული მაღაროელთა დასახლება და მათი გაქრობის ამბავი

ქალაქი, რომელიც "წყევლას მალავს" და წელიწადში 200 000 ვიზიტორი სტუმრობს - რვა ათეული წლის წინ მიტოვებული მაღაროელთა დასახლება და მათი გაქრობის ამბავი

ლეგენდის თანახმად, დაწყევლილი იქნება ყველა, ვინ ამ ქალაქიდან ერთი არტეფაქტის წაღებასაც კი მოახერხებს.

სიერა-ნევადას მთების ბორცვებზე მდებარეობს ქალაქი ბოდი - იგი 1859 წელს დაარსდა, მას შემდეგ, რაც რეგიონში ოქრო აღმოაჩინეს. 1879 წლისთვის ქალაქში 5000-დან 7000-მდე ადამიანი ცხოვრობდა და კალიფორნიის სიდიდით მესამე ქალაქი იყო, სან-ფრანცისკოსა და საკრამენტოს შემდეგ.

დადგენილია, რომ დაახლოებით 30 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო იქნა მოპოვებული ბოდის მაღაროებიდან. თუმცა 1880-იან წლებში მაღაროელებმა არიზონაში, მონტანასა და იუტაში დაიწყეს გადასახლება.

მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კვლავ ქალაქში დარჩა, მაგრამ მე-20 საუკუნის დასაწყისში მაღაროების უმეტესობა დაიხურა და მოსახლეობა რამდენიმე ასეულ ადამიანამდე შემცირდა. 1940 წლისთვის ქალაქი მთლიანად დაცარიელდა.

1962 წელს ტერიტორია სახელმწიფო პარკად გამოცხადდა. მას წელიწადში დაახლოებით 200 000 ვიზიტორი სტუმრობს. თუმცა, ძველი ქალაქი ბნელ წყევლას მალავს:

ლეგენდა ამბობს, რომ წყევლა დაედევნება ყველას, ვინც ქალაქიდან რომელიმე ძველ არტეფაქტს მოიპარავს.

წყარო