ავტორი:

როგორ მოჩანს ვალენსიის კატასტროფული წყალდიდობა კოსმოსიდან - სატელიტური კადრები, გამოკეტილი მოსახლეობა და გაზრდილი კრიმინალი: ბოლო ცნობები

როგორ მოჩანს ვალენსიის კატასტროფული წყალდიდობა კოსმოსიდან - სატელიტური კადრები, გამოკეტილი მოსახლეობა და გაზრდილი კრიმინალი: ბოლო ცნობები

ვალენსიაში სტიქიის შედეგებს ებრძვიან - ბოლო მონაცემებით დაღუპულია 240 ადამიანი 2000 კი დაკარგულად ითვლება. ახლა წყალდიდობისთვის პალმა და მაიორკა ემზადება.

დაღუპულთაგან 202 იპოვეს ვალენსიაში, წვიმამ ასევე დაარტყა ქვეყნის სხვა ნაწილებს, მათ შორის ანდალუზიასა და ბალეარის კუნძულებს.

შეიქმნა ტელეფონის ნომერი ადგილობრივებისთვის, რათა დარეკონ და დაარეგისტრირონ დაკარგული ნათესავები - ამჟამად დარეგისტრირებულია 1900, იუწყება el Diario. ქვეყანაში კრიმინალმაც იმატა - 64 ადამიანი დააკავეს ძარცვისთვის, ხუთი მამაკაცი კი დატბორილი საიუველირო მაღაზიის ძარცვაში დაადანაშაულეს, იტყობინება El Pais .

დაღუპულთა საშინლად მაღალმა რიცხვმა მოსახლეობაში აღშფოთება გამოიწვია, ზოგიერთები ესპანეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს.

ოფიციალური პირები ახლა გადიან ცხედრების იდენტიფიკაციის მძიმე პროცესს - სასამართლო ექსპერტიზის 100-კაციანი გუნდმა ჯერჯერობით მხოლოდ 17-ის იდენტიფიცირება მოახერხა.

პალმას მერის პირველმა მოადგილემ, ხავიერ ბონეტმა ადგილობრივებს უთხრა, რომ დაეტოვებინათ სახლები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს "აბსოლუტური აუცილებლობაა" გახდებოდა. ამჟამად მოქმედებს ნარინჯისფერი გაფრთხილება მენორკასა და მაიორკას აღმოსავლეთით, ხოლო ყვითელი კუნძულის დასავლეთით.

სურათებში, რომლებიც გადაღებულია Copernicus Earth-ის მონიტორინგის პროგრამის მიერ, აჩვენებს უბნებს, სადაც ათასობით ადამიანი საკუთარ სახლებშია ჩაკეტილი.

ვალენსიის სამხრეთით, სოფლის უზარმაზარი ტერიტორიები წყალდიდობის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ კვლავ მძიმე მდგომარეობაში არიან.

სანაპიროს მახლობლად კი შეგიძლიათ იხილოთ ოკეანეში ჩაძირული ტალახის უზარმაზარი ღვარცოფი.

კოპერნიკის შეფასებით, 11000 ადამიანი დაზარალდა მხოლოდ ქალაქ ალგემესიში, სადაც დატბორა 60 მილი (100 კმ) მეტი.

  • გთავაზობთ სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებს, სადაც უმძიმესი რეალობაა ასახული: