"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში ეხმაურება წალენჯიხის მერის გარდაცვალებას და უსამძიმრებს გია ხარჩილავას ოჯახს.
"მინდა დიდი გულისტკივილი და მწუხარება გამოვხატო გია ხარჩილავას გარდაცვალების გამო! ადრეც მითქვამს და ახლაც იგივეს გავიმეორებ, ის უზომოდ იყო თავის ქვეყანაზე და განსაკუთრებით ჩვენს წალენჯიხაზე შეყვარებული! ღმერთმა აცხონოს მისი სული.. ვიზიარებ ოჯახის, ახლობლების და წალენჯიხელების გულისტკივილს" - წერს ირაკლი ზარქუა.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ 54 წლის ასაკში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერი მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა. ის დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ხარჩილავას გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.
წაიკითხეთ ასევე: