მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეიდან სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციებს იწყებენ
დღეიდან სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციებს იწყებენ

„და­ვიბ­რუ­ნოთ ქვე­ყა­ნა“ - ამ ლო­ზუნ­გით დღეს, 2 ნო­ემ­ბერს, 20:00 სა­ათ­ზე, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­ი­მარ­თე­ბა.

  • აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბა „ტალ­ღაა“. რო­გორც მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ქვე­ყა­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბი მა­სობ­რი­ვად გა­ა­ყალ­ბეს, და­ირ­ღვა ამომ­რჩევ­ლის ხმის ფა­რუ­ლო­ბის პრინ­ცი­პი, რის გა­მოც აქ­ცი­ე­ბი ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

„2 ნო­ემ­ბერს, შა­ბათს, 20:00 სა­ათ­ზე, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვიკ­რი­ბე­ბით რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, სცე­ნის, გა­მომ­სვლე­ლე­ბი­სა და ლი­დე­რე­ბის გა­რე­შე.

ეს არის პრო­ტეს­ტი მათ­თვის, ვი­საც ბრა­ზი და უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა სახ­ლში არ აჩე­რებს. ქვე­ყა­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბი მა­სობ­რი­ვად გა­ა­ყალ­ბეს. სას­ტი­კად და­ირ­ღვა ამომ­რჩევ­ლის ხმის ფა­რუ­ლო­ბის პრინ­ცი­პი, რაც არ­ღვევს ჩვენს კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბებს.

საია მო­ი­თხოვს 2263 უბ­ნის შე­დე­გე­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბას, სა­დაც არ­ჩევ­ნე­ბი ელექტრო­ნუ­ლი მე­თო­დით ჩა­ტარ­და, რად­გან ხმის დათ­ვლი­სას ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არას­წო­რად გა­მო­ი­ყე­ნეს. ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი არ შე­ჩერ­დე­ბა, სა­ნამ ეს მო­თხოვ­ნა არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა! გარ­და ამი­სა, გუ­შინ, 30 ოქ­ტომ­ბერს, ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცია შე­ჩერ­და მთავ­რო­ბის უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის გამო.

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია მკა­ფი­ოდ გა­ნა­პი­რო­ბებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას - ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ სწრაფ­ვას. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მთავ­რო­ბამ გა­ა­ჩე­რა ეს პრო­ცე­სი და ყო­ველ­დღი­უ­რად ატყუ­ებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის.

მო­ვი­ტა­ნოთ ბა­ნე­რე­ბი, სასტვე­ნე­ბი, ქვა­ბე­ბის თავ­სა­ხუ­რე­ბი, ბა­რაბ­ნე­ბი, უკუ­ლე­ლე­ე­ბი და ნიღ­ბე­ბი - ვაჩ­ვე­ნოთ, რომ ჩვე­ნი ხმა ყო­ველ­დღი­უ­რად უფრო ძლი­ერ­დე­ბა!

აქ ყვე­ლა ლი­დე­რია - მო­ქა­ლა­ქე, აქ­ტი­ვის­ტი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია თუ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია. ეს ბრძო­ლა ყვე­ლა­სია, და პრო­ცესს ერ­თად, თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბით ვმარ­თავთ.

შევ­ხვდეთ 2 ნო­ემ­ბერს, 20:00 სა­ათ­ზე, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის წინ. აქ­ცი­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა ყო­ველ­დღე 20:00 სა­ა­თი­დან – გა­მარ­ჯვე­ბამ­დე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

დღეიდან სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციებს იწყებენ

დღეიდან სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციებს იწყებენ

„დავიბრუნოთ ქვეყანა“ - ამ ლოზუნგით დღეს, 2 ნოემბერს, 20:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

  • აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა „ტალღაა“. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყანაში არჩევნები მასობრივად გააყალბეს, დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რის გამოც აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.

„2 ნოემბერს, შაბათს, 20:00 საათზე, გაბრაზებული მოქალაქეები ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, სცენის, გამომსვლელებისა და ლიდერების გარეშე.

ეს არის პროტესტი მათთვის, ვისაც ბრაზი და უსამართლობის განცდა სახლში არ აჩერებს. ქვეყანაში არჩევნები მასობრივად გააყალბეს. სასტიკად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს.

საია მოითხოვს 2263 უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ელექტრონული მეთოდით ჩატარდა, რადგან ხმის დათვლისას ტექნოლოგიები მიზანმიმართულად არასწორად გამოიყენეს. ჩვენი პროტესტი არ შეჩერდება, სანამ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება! გარდა ამისა, გუშინ, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის წარმომადგენელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეჩერდა მთავრობის უკანონო ქმედებების გამო.

საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ განაპირობებს ქართველი ხალხის ნებას - ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვას. მიუხედავად ამისა, მთავრობამ გააჩერა ეს პროცესი და ყოველდღიურად ატყუებს საზოგადოებას, თითქოს ყველაფერი კარგად მიდის.

მოვიტანოთ ბანერები, სასტვენები, ქვაბების თავსახურები, ბარაბნები, უკულელეები და ნიღბები - ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ხმა ყოველდღიურად უფრო ძლიერდება!

აქ ყველა ლიდერია - მოქალაქე, აქტივისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ოპოზიციური პარტია. ეს ბრძოლა ყველასია, და პროცესს ერთად, თანაბარი უფლებებით ვმართავთ.

შევხვდეთ 2 ნოემბერს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ. აქციები გაგრძელდება ყოველდღე 20:00 საათიდან – გამარჯვებამდე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.