პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

19

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:26-ზე, მთვარე სასწორში გადავა 07:34-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც მე და არცერთ სხვა სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არ შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა..." - ომბუდსმენი ლევან იოსელიანი
"არც მე და არცერთ სხვა სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არ შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა..." - ომბუდსმენი ლევან იოსელიანი

ეს კი­თხვა არ მი­ე­მარ­თე­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცველს, ჩვენ არ ვართ სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცია, - ასე უპა­სუ­ხა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მის "360 გრა­დუ­სის” წამ­ყვანს კი­თხვა­ზე, თვლის თუ არა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და თა­ვი­სუ­ფალ, დე­მოკ­რა­ტი­ულ გა­რე­მო­ში და არ­ჩევ­ნე­ბის დროს დამ­დგა­რი შე­დე­გე­ბი არის თუ არა ლე­გი­ტი­მუ­რი.

მისი თქმით, არც ერთ სა­ხალ­ხო დამ­ცველს, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ფი­ლა, არა­ვის შე­უ­ფა­სე­ბია არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა, ვი­ნა­ი­დან ეს არ არის ის მან­და­ტი, რა­საც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ახორ­ცი­ე­ლებს.

"საქ­მე იმა­შია, რომ ეს კი­თხვა არ მი­ე­მარ­თე­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცველს. არც მე და არც ერთ სა­ხალ­ხო დამ­ცველს, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ფი­ლა, არა­ვის შე­უ­ფა­სე­ბია არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა, ვი­ნა­ი­დან ეს არ არის ის მან­და­ტი, რა­საც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ახორ­ცი­ე­ლებს. ამა­ზე ბევ­რჯერ გვაქვს გან­ცხა­დე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლი - ჩვენ არ ვართ სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცია, ჩვენ არ ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით დაკ­ვირ­ვე­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, ლე­გი­ტი­მუ­რია თუ არა არ­ჩევ­ნე­ბი, ამა­ზე ვერც მე, ვერც ჩემს შემ­დგო­მი, ვერც ერთი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ამა­ზე ვერ იმ­სჯე­ლებს. ამა­ზე შე­იძ­ლე­ბა ილა­პა­რა­კოს სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, ამა­ზე შე­იძ­ლე­ბა ილა­პა­რა­კოს ეუთო/ოდირ­მა, იმ პარ­ტი­ებ­მა, ვინც იქ ეს­წრე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ სა­ხალ­ხო დამ­ცველს ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია, ვი­ნა­ი­დან, ჩვენ არ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სა­დამ­კვირ­ვებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას.

რა­ტომ მკი­თხუ­ლობ­დნენ, არ ვიცი, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის გამო სვამს რა­ღაც კი­თხვებს, შე­იძ­ლე­ბა ამა­საც მი­ვა­წე­როთ, ბევ­რი იმ გან­ზრახ­ვით სვამს კი­თხვებს, რომ დის­კრე­დი­ტა­ცია მო­ახ­დი­ნოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ინ­სტი­ტუ­ტის.

ის ადა­მი­ა­ნე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ვინც ამას კი­თხუ­ლობ­დნენ და რა სტი­ლი­თაც კი­თხუ­ლობ­დნენ, მათი მი­ზა­ნი ცალ­სა­ხად დის­კრე­დი­ტა­ცია იყო. მათი მი­ზა­ნი იყო, პო­ლი­ტი­კურ დის­კუ­სი­ა­ში ჩა­ვეთ­რიე მე ან ჩემი აპა­რა­ტი და ახლა იმათ გავ­ცე პა­სუ­ხი, რაც ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან. ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, რომ ჩვენ არ ვაკ­ვირ­დე­ბით არ­ჩევ­ნებს, ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, ჩვე­ნი მან­და­ტის ფარ­გლებ­ში რა­საც ვა­კე­თებთ. მხო­ლოდ ერ­თმა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მოგ­ვმარ­თა და და­ინ­ტე­რეს­და იმ დარ­ღვე­ვე­ბით, რო­მე­ლიც ჩვენ და­ვა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რეთ. 110 ფაქ­ტი გვაქვს, სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის შემ­ცვე­ლი, ჩვენს მიერ და­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, რაც მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და. ეს რო­გორც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდს ეხე­ბა, ისე არ­ჩევ­ნე­ბის დღეს და არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდს. ყვე­ლა ამ ფაქ­ტზე ჩვენ და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა, ყვე­ლა ამ ფაქ­ტზე კო­მუ­ნი­კა­ცია და­ვი­წყეთ შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან, ყვე­ლა ამ ფაქ­ტის მო­ნი­ტო­რინ­გი, ყვე­ლა ამ ფაქ­ტზე დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გა­მო­თხო­ვა. ამის შე­სა­ხებ არა­ვის უკი­თხავს იმი­ტომ, რომ ეს ის სა­კი­თხე­ბია, რო­მელ­ზეც თუ ვინ­მე სე­რი­ო­ზუ­ლად და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, სე­რი­ო­ზულ პა­სუხს მი­ი­ღებს და მიხ­ვდე­ბა, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, მისი აპა­რა­ტი ძა­ლი­ან დიდ შრო­მას ეწე­ვა იმის­თვის, რომ არც ერთი ფაქ­ტი, რო­მე­ლიც ჩვენ­თვის სა­ჯა­როდ ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, არ დარ­ჩეს რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე.პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ამო­ცა­ნა ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბით, ამ ეტაპ­ზე სხვა არა­ფე­რია, თუ არა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას, ვი­ნა­ი­დან მე, რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, არ ვარ რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის გვერ­დით, მე არ ვარ მათ­თან, არ ვი­მე­ო­რებ რა­ღაც აბ­სურ­დულ გან­ცხა­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც ძნე­ლია, საღი აზ­რის ადა­მი­ან­მა და­ი­ჯე­როს”, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სარფის საბაჟოდან, სადაც 6 პირი დააკავეს

"არც მე და არცერთ სხვა სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არ შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა..." - ომბუდსმენი ლევან იოსელიანი

"არც მე და არცერთ სხვა სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არ შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა..." - ომბუდსმენი ლევან იოსელიანი

ეს კითხვა არ მიემართება სახალხო დამცველს, ჩვენ არ ვართ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, - ასე უპასუხა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა "პალიტრანიუსის“ გადაცემის "360 გრადუსის” წამყვანს კითხვაზე, თვლის თუ არა სახალხო დამცველი, რომ ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში და არჩევნების დროს დამდგარი შედეგები არის თუ არა ლეგიტიმური.

მისი თქმით, არც ერთ სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არავის შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს არ არის ის მანდატი, რასაც სახალხო დამცველი ახორციელებს.

"საქმე იმაშია, რომ ეს კითხვა არ მიემართება სახალხო დამცველს. არც მე და არც ერთ სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არავის შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს არ არის ის მანდატი, რასაც სახალხო დამცველი ახორციელებს. ამაზე ბევრჯერ გვაქვს განცხადება გაკეთებული - ჩვენ არ ვართ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ჩვენ არ ვახორციელებდით დაკვირვებას, შესაბამისად, ლეგიტიმურია თუ არა არჩევნები, ამაზე ვერც მე, ვერც ჩემს შემდგომი, ვერც ერთი სახალხო დამცველი ამაზე ვერ იმსჯელებს. ამაზე შეიძლება ილაპარაკოს სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, ამაზე შეიძლება ილაპარაკოს ეუთო/ოდირმა, იმ პარტიებმა, ვინც იქ ესწრებოდნენ, მაგრამ სახალხო დამცველს ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, ვინაიდან, ჩვენ არ ვახორციელებთ სადამკვირვებლო საქმიანობას.

რატომ მკითხულობდნენ, არ ვიცი, ბევრი ადამიანი არაკომპეტენტურობის გამო სვამს რაღაც კითხვებს, შეიძლება ამასაც მივაწეროთ, ბევრი იმ განზრახვით სვამს კითხვებს, რომ დისკრედიტაცია მოახდინოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის.

ის ადამიანები, პოლიტიკოსები, ვინც ამას კითხულობდნენ და რა სტილითაც კითხულობდნენ, მათი მიზანი ცალსახად დისკრედიტაცია იყო. მათი მიზანი იყო, პოლიტიკურ დისკუსიაში ჩავეთრიე მე ან ჩემი აპარატი და ახლა იმათ გავცე პასუხი, რაც ძალიან კარგად იციან. ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ არ ვაკვირდებით არჩევნებს, ძალიან კარგად იციან, ჩვენი მანდატის ფარგლებში რასაც ვაკეთებთ. მხოლოდ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოგვმართა და დაინტერესდა იმ დარღვევებით, რომელიც ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ. 110 ფაქტი გვაქვს, სავარაუდო დანაშაულის შემცველი, ჩვენს მიერ დაიდენტიფიცირებული, რაც მედიაში გავრცელდა. ეს როგორც წინასაარჩევნო პერიოდს ეხება, ისე არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდს. ყველა ამ ფაქტზე ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, ყველა ამ ფაქტზე კომუნიკაცია დავიწყეთ შესაბამის უწყებებთან, ყველა ამ ფაქტის მონიტორინგი, ყველა ამ ფაქტზე დოკუმენტაციის გამოთხოვა. ამის შესახებ არავის უკითხავს იმიტომ, რომ ეს ის საკითხებია, რომელზეც თუ ვინმე სერიოზულად დაინტერესდება, სერიოზულ პასუხს მიიღებს და მიხვდება, რომ სახალხო დამცველი, მისი აპარატი ძალიან დიდ შრომას ეწევა იმისთვის, რომ არც ერთი ფაქტი, რომელიც ჩვენთვის საჯაროდ ხდება ცნობილი, არ დარჩეს რეაგირების გარეშე.პოლიტიკოსების ამოცანა ასეთი განცხადებებით, ამ ეტაპზე სხვა არაფერია, თუ არა სახალხო დამცველის დისკრედიტაციას, ვინაიდან მე, როგორც სახალხო დამცველი, არ ვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის გვერდით, მე არ ვარ მათთან, არ ვიმეორებ რაღაც აბსურდულ განცხადებებს, რომლებიც ძნელია, საღი აზრის ადამიანმა დაიჯეროს”, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.