მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯენიფერ ლოპესი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ: "მან  ამ ქვეყნის ყველა ლათინოამერიკელი შეურაცხყო. ეს ჩვენი ქვეყანაც არის“ - რამ აღაშფოთა ჯეი ლო?
ჯენიფერ ლოპესი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ: "მან  ამ ქვეყნის ყველა ლათინოამერიკელი შეურაცხყო. ეს ჩვენი ქვეყანაც არის“ - რამ აღაშფოთა ჯეი ლო?

ცნო­ბილ­მა ამე­რი­კელ­მა მომ­ღე­რალ­მა ჯე­ნი­ფერ ლო­პეს­მა, რო­მელ­მაც სა­ჯა­როდ და­უ­ჭი­რა მხა­რი კა­მა­ლა ჰა­რი­სის კან­დი­და­ტუ­რას აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში, დო­ნალდ ტრამპს სა­ჯა­როდ და­უ­პი­რის­პირ­და. ამის შე­სა­ხებ CNN იტყო­ბი­ნე­ბა.

ვარ­სკვლავ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პო­ლი­ტი­კო­სის სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­მა შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ ყვე­ლა ლა­თი­ნო­ა­მე­რი­კელს, ედი­სონ სკვერ გარ­დენ­ში გა­მარ­თუ­ლი მი­ტინ­გით, რო­მელ­ზეც გა­მოს­ვლი­სას ტრამპმა დას­ცი­ნა პუ­ერ­ტო-რი­კოს და მას "ნაგ­ვის მცუ­რა­ვი კუნ­ძუ­ლი" უწო­და. ლო­პე­სი, რომ­ლის მშობ­ლე­ბიც სწო­რედ პუ­ერ­ტო-რი­კო­ში და­ი­ბად­ნენ, ვერ გა­ჩუმ­და.

"მე­დი­სონ სკვერ გარ­დენ­ში მან შეგ­ვახ­სე­ნა, ვინ არის სი­ნამ­დვი­ლე­ში და რო­გორ გრძნობს თავს... მხო­ლოდ პუ­ერ­ტო­რი­კო­ე­ლე­ბი არ გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლან იმ დღეს, ეს იყო ამ ქვეყ­ნის ყვე­ლა ლა­თი­ნო­ა­მე­რი­კე­ლის, ყვე­ლა წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფაა. ეს არის ჩვე­ნი ქვე­ყა­ნაც“, - თქვა ლო­პეს­მა კა­მა­ლა ჰა­რი­სის კამ­პა­ნი­ის აქ­ცი­ა­ზე, ლას-ვე­გას­ში.

ვარ­სკვლავ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ არა­ვინ უნდა შე­ი­კა­ვოს ემო­ცი­ე­ბი, არა­მედ ყვე­ლამ უნდა გა­აგ­რძე­ლოს ბრძო­ლა სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის­თვის.

"იცი რა? ჩვენ უნდა ვი­ყოთ ემო­ცი­უ­რე­ბი. უნდა ვი­წუ­წუ­ნოთ. უნდა ვი­ყოთ აღ­შფო­თე­ბუ­ლი. ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ მნიშ­ვნე­ლო­ბა გვაქვს. ქა­ლებს აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გან­სა­ზღვრონ ამ არ­ჩევ­ნე­ბის ბედი", - თქვა მან.

სხვა­თა შო­რის, მომ­ღერ­ლის გან­ცხა­დე­ბას ტრამ­პის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. პო­ლი­ტი­კო­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ "ეს ხუმ­რო­ბა იყო და არ ასა­ხავს თა­ვად დო­ნალდ ტრამ­პის ან შტა­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბებს".

შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 5 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

კა­მა­ლა ჰა­რი­სის კან­დი­და­ტუ­რას უკვე ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ან­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი: მომ­ღერ­ლებ­მა ტე­ი­ლორ სვიფტ­მა და ბილი ეი­ლიშ­მა, აშშ-ს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ ობა­მამ, რე­პერ­მა ემი­ნემ­მა, მსა­ხი­ო­ბებ­მა: ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რი­ომ და სარა ჯე­სი­კა პარ­კერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ჯენიფერ ლოპესი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ: "მან  ამ ქვეყნის ყველა ლათინოამერიკელი შეურაცხყო. ეს ჩვენი ქვეყანაც არის“ - რამ აღაშფოთა ჯეი ლო?

ჯენიფერ ლოპესი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ: "მან  ამ ქვეყნის ყველა ლათინოამერიკელი შეურაცხყო. ეს ჩვენი ქვეყანაც არის“ - რამ აღაშფოთა ჯეი ლო?

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა, რომელმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი კამალა ჰარისის კანდიდატურას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, დონალდ ტრამპს საჯაროდ დაუპირისპირდა. ამის შესახებ CNN იტყობინება.

ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ პოლიტიკოსის საარჩევნო შტაბმა შეურაცხყოფა მიაყენა ამერიკაში მცხოვრებ ყველა ლათინოამერიკელს, ედისონ სკვერ გარდენში გამართული მიტინგით, რომელზეც გამოსვლისას ტრამპმა დასცინა პუერტო-რიკოს და მას "ნაგვის მცურავი კუნძული" უწოდა. ლოპესი, რომლის მშობლებიც სწორედ პუერტო-რიკოში დაიბადნენ, ვერ გაჩუმდა.

"მედისონ სკვერ გარდენში მან შეგვახსენა, ვინ არის სინამდვილეში და როგორ გრძნობს თავს... მხოლოდ პუერტორიკოელები არ განაწყენებულან იმ დღეს, ეს იყო ამ ქვეყნის ყველა ლათინოამერიკელის, ყველა წესიერი ადამიანის შეურაცხყოფაა. ეს არის ჩვენი ქვეყანაც“, - თქვა ლოპესმა კამალა ჰარისის კამპანიის აქციაზე, ლას-ვეგასში.

ვარსკვლავმა ასევე აღნიშნა, რომ არავინ უნდა შეიკავოს ემოციები, არამედ ყველამ უნდა გააგრძელოს ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის.

"იცი რა? ჩვენ უნდა ვიყოთ ემოციურები. უნდა ვიწუწუნოთ. უნდა ვიყოთ აღშფოთებული. ჩვენი ტკივილი მნიშვნელოვანია. ჩვენ მნიშვნელობა გვაქვს. ქალებს აქვთ შესაძლებლობა განსაზღვრონ ამ არჩევნების ბედი", - თქვა მან.

სხვათა შორის, მომღერლის განცხადებას ტრამპის საარჩევნო შტაბი გამოეხმაურა. პოლიტიკოსის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ "ეს ხუმრობა იყო და არ ასახავს თავად დონალდ ტრამპის ან შტაბის შეხედულებებს".

შეგახსენებთ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.

კამალა ჰარისის კანდიდატურას უკვე ბევრი ცნობილი ადამიანმა დაუჭირა მხარი: მომღერლებმა ტეილორ სვიფტმა და ბილი ეილიშმა, აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რეპერმა ემინემმა, მსახიობებმა: ლეონარდო დიკაპრიომ და სარა ჯესიკა პარკერმა.