მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ ჩამოვიდეს ევროკავშირის საგამოძიებო კომისია" - ანა დოლიძე
"ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ ჩამოვიდეს ევროკავშირის საგამოძიებო კომისია" - ანა დოლიძე

ჩვე­ნი მო­თხოვ­ნაა სას­წრა­ფოდ ჩა­მო­ვი­დეს ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია, - ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ანა დო­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რამ­დე მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­და, "ახლა ჩვენ გვჭირ­დე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ნახ­ვა ე.წ. და­მაგ­რე­ბა იმი­ტომ, რომ მათი გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხე არ­სე­ბობს“.

"არ­სე­ბობს მსხვერ­პლებ­ზე და მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის საფრ­თხე. ამი­ტომ ჩვე­ნი მო­თხოვ­ნაა სას­წრა­ფოდ ჩა­მო­ვი­დეს ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია. ძა­ლი­ან მალე უნდა ჩა­მო­ვი­დეს ეს მი­სია და პირ­ველ რიგ­ში უნდა ეთ­ქვას ჩვენს უწყე­ბებს, რომ გვაჩ­ვე­ნონ არის თუ არა და­ლუ­ქუ­ლი ეს მან­ქა­ნე­ბი. გვაჩ­ვე­ნონ არის თუ არა და­ლუ­ქუ­ლი ქვით­რე­ბი, შე­ვი­ნა­ხოთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იმ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის, რო­მე­ლიც აქ ადრე თუ გვი­ან წა­რი­მარ­თე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ანა დო­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რე­ბი დიპ­ლო­მა­ტებს გა­აც­ნო­ბენ იმ "სქე­მებს და ინ­სტრუ­მენ­ტებს, რომ­ლი­თაც მოხ­და არ­ჩევ­ნე­ბის მი­ტა­ცე­ბა“.

ამას­თან, მან გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ე­სალ­მე­ბა ყვე­ლა ფორ­მით წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, რო­მე­ლიც მშვი­დო­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

"შე­სა­ბა­მი­სად, კარ­ვე­ბი იქ­ნე­ბა თუ მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბა, მი­ვე­სალ­მე­ბით. ვი­საც შე­უძ­ლია ეს გა­ა­კე­თოს, ვი­საც შე­უძ­ლია გან­ცხა­დე­ბე­ბის წერა და გა­სა­ჩივ­რე­ბა, და­წე­როს, დიპ­ლო­მა­ტე­ბი დიპ­ლო­მა­ტებს ესა­უბ­რონ“, - გა­ნა­ცხა­და დო­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ ჩამოვიდეს ევროკავშირის საგამოძიებო კომისია" - ანა დოლიძე

"ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ ჩამოვიდეს ევროკავშირის საგამოძიებო კომისია" - ანა დოლიძე

ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ ჩამოვიდეს ევროკავშირის საგამოძიებო კომისია, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

როგორც მან "ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე მედიას განუცხადა, "ახლა ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებების შენახვა ე.წ. დამაგრება იმიტომ, რომ მათი განადგურების საფრთხე არსებობს“.

"არსებობს მსხვერპლებზე და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ ჩამოვიდეს ევროკავშირის საგამოძიებო კომისია. ძალიან მალე უნდა ჩამოვიდეს ეს მისია და პირველ რიგში უნდა ეთქვას ჩვენს უწყებებს, რომ გვაჩვენონ არის თუ არა დალუქული ეს მანქანები. გვაჩვენონ არის თუ არა დალუქული ქვითრები, შევინახოთ მტკიცებულებები იმ გამოძიებისთვის, რომელიც აქ ადრე თუ გვიან წარიმართება”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი ლიდერები დიპლომატებს გააცნობენ იმ "სქემებს და ინსტრუმენტებს, რომლითაც მოხდა არჩევნების მიტაცება“.

ამასთან, მან განაცხადა, რომ მიესალმება ყველა ფორმით წინააღმდეგობას, რომელიც მშვიდობიანი იქნება.

"შესაბამისად, კარვები იქნება თუ მშვიდობიანი შეკრება, მივესალმებით. ვისაც შეუძლია ეს გააკეთოს, ვისაც შეუძლია განცხადებების წერა და გასაჩივრება, დაწეროს, დიპლომატები დიპლომატებს ესაუბრონ“, - განაცხადა დოლიძემ.