"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც საზოგადოებას სთხოვს კარვების მობილიზებაში დაეხმარონ.
"ვისაც საშუალო და დიდი კარვები გაქვთ, შეგვეხმიანეთ. თუ გვაჩუქებთ - გაგვიხარდება, თუ მოგვყიდით - მაინც გაგვიხარდება რაოდენობა შეუზღუდავია - 598 642 956, 557 502 955, 511 166 725
ps არაფრის დამალვას არ ვაპირებ. ღიად ვიზამ ამიერიდან ყველაფერს. სუსიც ფეხებზე მკიდია, პროკურატურაც, პოლიციაც და რაჟდენიც" - წერს გვარამია.
ცნობისთვის, გუშინ ოპოზიციამ განაცხადა, რომ 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება და სწორედ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც. ოპოზიციის შეხვედრას გუშინ "ძლიერი საქართველოს" ოფისში “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” ლიდერები ესწრებოდნენ.
ცოტა ხნის წინ "ძლიერის საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დაწერა: "პროდასავლური ოპოზიციური კოალიციები ერთიან საშტაბო მუშაობაზე გადადიან. უწყვეტი პროტესტი - ქუჩის აქციები; ტოტალურად გაყალბებული არჩევნების საერთაშორისო გამოძიება!".
წაიკითხეთ ასევე: