პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიძნელეები მიზიდავს და რადგან ეს საქმე დავიწყე, ბოლომდე მივყევი... რისკები არსებობს" - რა უნდა ვიცოდეთ, თუ წამწამების დაგრძელებას გადავწყვეტთ: რჩევები ცნობილი სპეციალისტისგან
"სიძნელეები მიზიდავს და რადგან ეს საქმე დავიწყე, ბოლომდე მივყევი... რისკები არსებობს" - რა უნდა ვიცოდეთ, თუ წამწამების დაგრძელებას გადავწყვეტთ: რჩევები ცნობილი სპეციალისტისგან

ეკუ­ნა ყურ­ში­ტაშ­ვი­ლი წამ­წა­მე­ბის დაგ­რძე­ლე­ბის სფე­რო­ში ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტია. ის არა მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, რო­მელ­მაც სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ის­წავ­ლა თა­ვის სფე­რო, არა­მედ ადა­მი­ა­ნიც, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან და სირ­თუ­ლე­ე­ბი­დან თა­ვი­სი აკა­დე­მი­ის შექ­მნა.

ინ­ტერ­ვი­უს გან­მავ­ლო­ბა­ში ეკუ­ნა გაგ­ვი­ზი­ა­რა თა­ვის ის­ტო­რია, თუ რო­გორ და­ი­წყო მისი კა­რი­ე­რა, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ცე­დუ­რე­ბი და რას ფიქ­რობს თა­ნა­მედ­რო­ვე წამ­წა­მე­ბის პრო­დუქ­ტებ­ზე. ასე­ვე, ის აღ­ნიშ­ნავს, თუ რო­გორ უნდა იზ­რუ­ნოს მომ­ხმა­რე­ბელ­მა დაგ­რძე­ლე­ბულ წამ­წა­მებ­ზე და რა უნდა იცო­დეს მან, ვინც პირ­ვე­ლად აპი­რებს პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბას

- ეკუ­ნა, რო­დის და­ინ­ტე­რეს­დით წამ­წა­მე­ბის დაგ­რძე­ლე­ბი­სა და გახ­ში­რე­ბის სფე­რო­თი?

- წამ­წა­მე­ბის დაგ­რძე­ლე­ბის სფე­რო­თი და­ვინ­ტე­რეს­დი მა­შინ რო­დე­საც მე თვი­თონ ვი­ყა­ვი მომ­ხმა­რე­ბე­ლი და ვე­რას­დროს ბო­ლომ­დე კმა­ყო­ფი­ლი ვერ ვრჩე­ბო­დი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რით. მა­შინ რო­დე­საც მე და­ვი­წყე ამ პრო­ფე­სი­ის შეს­წავ­ლა და და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის დარ­წმუ­ნე­ბა რომ სწო­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რით არც თვალს დავ­წვავ­დი და არც და­ვუ­ზი­ა­ნებ­დი. და­დი­ო­და ხალ­ხში მი­თე­ბი რომ წამ­წა­მებს თუ და­იგ­რძე­ლებ­დნენ მხედ­ვე­ლო­ბა­საც და­კარ­გავ­დნენ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ იყო მარ­ტი­ვი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა. ზო­გა­დად მე სიძ­ნე­ლე­ე­ბი მი­ზი­დავს და რად­გან ეს საქ­მე და­ვი­წყე ბო­ლომ­დე მივ­ყე­ვი. და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წელ­ში პირ­ვე­ლი წამ­წა­მე­ბის აკა­დე­მია შევ­ქმე­ნი რო­მელ­მა აკა­დე­მი­ა­მაც უამ­რავ ქალს მის­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეპო­ვა სა­კუ­თა­რი თავი,და ჰქო­ნო­და მის­თვის სა­სურ­ველ დრო­ზე მორ­გე­ბუ­ლი კომ­ფორ­ტუ­ლი სა­მუ­შაო.

- რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს წამ­წა­მე­ბის დაგ­რძე­ლე­ბის პრო­ცე­სი და რა ტი­პის მა­სა­ლებს იყე­ნებთ?

- პირ­ველ რიგ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია პრო­დუქ­ცი­ის თან­მიმ­დევ­რო­ბის სწო­რად დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია სი­სუფ­თა­ვე. კარ­გად გაწ­მენ­დი­ლი და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თვა­ლი. სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი ზომა, სის­ქე და წამ­წა­მის მო­დე­ლი. ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მო­დე­ლი ყვე­ლა ტი­პის თვალს არ უხ­დე­ბა. რო­დე­საც სპე­ცი­ა­ლის­ტი ხარ არ­ჩე­ვა­ნი უნდა გქონ­დეს სხვა­დას­ხვა ეფექ­ტის და სის­ქის წამ­წა­მე­ბის მი­სა­ღე­ბად. ასე­ვე ფე­რის. აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო რომ ადა­მი­ა­ნის­თვის ყვე­ლა­ზე სა­თუ­თი ორ­გა­ნოა თვა­ლი და სპე­ცი­ა­ლის­ტი უნდა იწ­ვევ­დეს ნდო­ბას მომ­ხმა­რე­ბელ­ში და ამ ნდო­ბას კი სპე­ცი­ა­ლის­ტი აფა­სებ­დეს. მე პი­რა­დად ვი­ყე­ნებ ჩე­მი­ვე შექ­მნილ ბრენ­დს Lash Dolls Academy- ის პრო­დუქ­ცი­ას. წლე­ბის მან­ძილ­ზე ვმუ­შა­ობ­დი რათა შე­მექ­მნა სა­კუ­თა­რი ბრენ­დი და მქო­ნო­და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცია. დღეს­დღე­ო­ბით ამას მი­ვაღ­წიე და ყვე­ლა მომ­ხმა­რე­ბე­ლია მად­ლი­ე­რია ამ ხა­რის­ხით.

- რა დრო სჭირ­დე­ბა პრო­ცე­დუ­რას და რამ­დენ ხანს ინარ­ჩუ­ნებს შე­დეგს?

- პრო­ცე­დუ­რის დრო და­მო­კი­დე­ბუ­ლია პირ­ველ რიგ­ში სპე­ცი­ა­ლისტზე , თუ რამ­დე­ნად მო­ხერ­ხე­ბუ­ლია და რამ­დე­ნად სწრა­ფი ხელი აქვს. ზო­გი­ერ­თი სპე­ცი­ა­ლის­ტი ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სოა თუმ­ცა ნელი ხელი აქვს და ამი­ტომ კარ­გა­ვენ ბევრ მომ­ხმა­რე­ბელს. დრო ასე­ვე გა­ნი­სა­ზღვრე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის თვა­ლის ზო­მა­ზე და ბუ­ნებ­რი­ვი წამ­წა­მის სიხ­ში­რე­ზე. შე­დე­გი სა­შუ­ა­ლოდ 4-6 კვი­რა აქვს. ესეც და­მო­კი­დე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლისტზე და მომ­ხმა­რებ­ლის პიგმენტზე. არი­ან მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ვი­საც ზედ­მე­ტად ცხი­მი­ა­ნი პიგმენ­ტი აქვთ და სწრა­ფად იც­ვლი­ან ბუ­ნებ­რივ წამ­წამს, რაც იმას ნიშ­ნავს რომ დაგ­რძე­ლე­ბუ­ლიც მალე სცვი­ვათ.

- რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა წამ­წა­მე­ბის დაგ­რძე­ლე­ბა და გახ­ში­რე­ბა თვა­ლე­ბის­თვის?

- ადრე ვფიქ­რობ რომ მარ­თლა არ იყო უსაფრ­თხო, ვი­ნა­ი­დან არ გვქონ­და მა­სა­ლის არ­ჩე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ხა­რისხში. სი­ლა­მა­ზის ინ­დუსტრია ძა­ლი­ან სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა და ახლა პრო­დუქ­ცი­აც უსაფრ­თხო და ანტი ალერ­გი­უ­ლი გვაქვს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­დუქ­ცი­ის არ­ჩე­ვა­ნი ბა­ზარ­ზე დი­დია, მა­ინც გე­ტყვით, რომ არც წებო და არც რე­მო­ვე­რი არ მზად­დე­ბა მარ­წყვის ჯე­მით და მას­ში შე­მა­ვა­ლი ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არც თუ ისე სა­სარ­გებ­ლოა თვა­ლის­თვის. თვალ­თან მუ­შა­ო­ბას ძა­ლი­ან დიდი სიფრ­თხი­ლე სჭირ­დე­ბა და უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ხში­რად გვხვდე­ბი­ან არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­გან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი. ამი­ტომ ყვე­ლას ვურ­ჩევ, რომ კვა­ლი­ფი­კა­ცია აი­მაღ­ლონ და ის­წავ­ლონ სა­ფუძ­ვლი­ა­ნად. ან ვფიქ­რობ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ უნდა მი­აქ­ცი­ოს ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბა და შე­მო­ი­ღონ გარ­კვე­უ­ლი ტი­პის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი.

- ალერ­გი­ულ რე­აქ­ცი­ებ­ზე რას გვე­ტყვი, რო­გორ ხდე­ბა ამის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა?

- ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა მა­შინ გა­მოვ­ლინ­დეს, რო­დე­საც პრო­ცე­დუ­რა არას­წო­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. მა­გა­ლი­თად ხში­რია რე­მო­ვე­რის გა­მო­ყე­ნე­ბის დროს ალერ­გია.

- რამ­დე­ნად ხში­რად არის სა­ჭი­რო კო­რექ­ცია და რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გაქვთ პრო­ცე­დუ­რის შემ­დე­გი მოვ­ლის­თვის?

- კო­რექ­ცია აქ­ტი­უ­რად კეთ­დე­ბო­და თავ­და­პირ­ვე­ლად რო­დე­საც ახა­ლი იყო ეს პრო­ცე­დუ­რა. ახ­ლაც კეთ­დე­ბა, თუმ­ცა კო­რექ­ცია დაგ­რძე­ლე­ბი­დან 10-14 დღე­ში. ვი­ნა­ი­დან შემ­დგომ უკვე ბუ­ნებ­რი­ვი წამ­წა­მი იზ­რდე­ბა და კო­რექ­ცი­ის გა­კე­თე­ბის შე­დე­გად სა­სურ­ველ ეფექტს ვერ მი­ვი­ღებთ. აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო რომ მე პი­რა­დად არ ვა­კე­თებ კო­რექ­ცი­ას. სა­ქარ­თვე­ლო­ში ზოგ­ჯერ ერთი თვის ან თვე ნა­ხევ­რის დაგ­რძე­ლე­ბუ­ლი წამ­წა­მით მო­დი­ან კო­რექ­ცი­ა­ზე. რაზე მუ­შა­ო­ბაც შე­უძ­ლე­ბე­ლია ვი­ნა­ი­დან იგი­ვე დრო და მა­სა­ლა სჭირ­დე­ბა რო­გორც ახალ წამ­წამს. თვალს მუდ­მი­ვად სი­სუფ­თა­ვე სჭირ­დე­ბა და კო­რექ­ცი­ას ახა­ლი წამ­წა­მის გა­კე­თე­ბა ჯო­ბია.

- რა უნდა იცო­დეს ქალ­მა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად აპი­რებს წამ­წა­მე­ბის დაგ­რძე­ლე­ბას?

- თუ პირ­ვე­ლად იკე­თებთ წამ­წამს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­კე­თეთ კლა­სი­კუ­რი დაგ­რძე­ლე­ბა და არა­უ­მე­ტეს 11 ზომა. ვი­ნა­ი­დან ხში­რი და გრძე­ლი ზო­მის წამ­წა­მით თავი შე­იძ­ლე­ბა იგ­რძნოთ უცხო სხე­ულ­ში. ამი­ტომ თავ­და­პირ­ვე­ლად სულ ცოტა და ძა­ლი­ან მოკ­ლე გა­ი­კე­თეთ რომ შე­გუ­ე­ბის მო­მენ­ტი მარ­ტი­ვად გა­და­ი­ტა­ნოთ.

- არ­სე­ბობს თუ არა რა­ი­მე რის­კე­ბი რაც მოჰ­ყვე­ბა წამ­წა­მე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლად გახ­ში­რე­ბა­სა და დაგ­რძე­ლე­ბას?

- რის­კე­ბი არ­სე­ბობს, ხში­რად მომ­ხმა­რებ­ლე­ბი არ მი­დი­ან სპე­ცი­ა­ლის­ტთან წამ­წა­მის მო­სახ­სნე­ლად და სახ­ლის პი­რო­ბებ­ში იხ­სნი­ან უფრო სწო­რად იპუ­ტა­ვენ ხე­ლით მა­გა­ლი­თად მეც ასე ვარ, მომ­წონს ეს პრო­ცე­სი რის გა­მოც ხში­რად უწამ­წა­მოდ ვრჩე­ბი. თუმ­ცა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი წამ­წა­მის აღ­მდგე­ნი შრა­ტი მაქვს და წას­მი­დან მა­ლე­ვე ვუბ­რუ­ნებ პირ­ვან­დელ ეფექტს. მაგ­რამ ვინც არ ხმა­რობს წამ­წა­მის აღ­მდგენ შრატს მათ შემ­თხვე­ვა­ში ფო­რე­ბი იხუ­რე­ბა და წამ­წა­მი კარ­გავს პირ­ვან­დელ ეფექტს.

- რამ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლია ეს პრო­ცე­დუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ვფიქ­რობ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­ცე­დუ­რაა. მა­გა­ლი­თად რე­გი­ო­ნებ­ში უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლია და სა­შუ­ა­ლო შე­მო­სა­ვა­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტებს სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად 2000-8000 ლა­რამ­დე აქვთ შე­მო­სა­ვა­ლი. ეს რე­ა­ლუ­რია. თუ ყო­ჩა­ღია სპე­ცი­ა­ლის­ტი ნამ­დვი­ლად აქვს 8000 ლარი და თან თუ მოს­წავ­ლე­ე­ბიც ჰყავს.

- გაქვთ თუ არა სა­ინ­ტე­რე­სო და უც­ნა­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბი თქვე­ნი პრაქ­ტი­კი­დან?

- ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი მაქვს და უც­ნა­უ­რი, მაგ­რამ ერთ ერთს გა­ვიხ­სე­ნებ. ჩემს აკა­დე­მი­ა­ში ვი­ღაც კაც­მა და­რე­კა და ქალი ჩა­წე­რა პრო­ცე­დუ­რა­ზე. ვი­ზი­ტამ­დე აკა­დე­მი­ა­ში ჯერ 4 კაცი შე­მო­ვი­და შე­მა­მოწ­მეს ყვე­ლა­ნა­ი­რად, შემ­დეგ კი ერთი მშვე­ნი­ე­რი ქალ­ბა­ტო­ნი. მას შემ­დეგ 2 წელი ისე ვუ­კე­თებ­დი წამ­წამს არც სა­ხე­ლი ვი­ცო­დი არც გვა­რი. მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი წერ­დნენ პრო­ცე­დუ­რა­ზე და მოჰ­ყვე­ბო­და ჯარი. ეს ფაქ­ტი მე­უც­ნა­უ­რა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რომ მას­ზე უფრო მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც მყავს და შეძ­ლე­ბუ­ლე­ბიც. უბ­რა­ლოდ ესე პრო­ცე­დუ­რა­ზე სი­ა­რუ­ლი რა­ტომ იყო სა­ჭი­რო დღემ­დე ვერ მივ­ხვდი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
0

როგორ აგიგდეს ხალხოოო...

დათუნა პატრული
0

შენ ხომ გითხარი გოგო, დეეტიე სახლში თქო, გოგო...! ნუ მარცხვენ თქო, გოგო....!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"სიძნელეები მიზიდავს და რადგან ეს საქმე დავიწყე, ბოლომდე მივყევი... რისკები არსებობს" - რა უნდა ვიცოდეთ, თუ წამწამების დაგრძელებას გადავწყვეტთ: რჩევები ცნობილი სპეციალისტისგან

"სიძნელეები მიზიდავს და რადგან ეს საქმე დავიწყე, ბოლომდე მივყევი... რისკები არსებობს" - რა უნდა ვიცოდეთ, თუ წამწამების დაგრძელებას გადავწყვეტთ: რჩევები ცნობილი სპეციალისტისგან

ეკუნა ყურშიტაშვილი წამწამების დაგრძელების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია. ის არა მხოლოდ პროფესიონალი, რომელმაც საფუძვლიანად შეისწავლა თავის სფერო, არამედ ადამიანიც, რომელმაც საკუთარი გამოცდილებიდან და სირთულეებიდან თავისი აკადემიის შექმნა.

ინტერვიუს განმავლობაში ეკუნა გაგვიზიარა თავის ისტორია, თუ როგორ დაიწყო მისი კარიერა, როგორ მიმდინარეობს პროცედურები და რას ფიქრობს თანამედროვე წამწამების პროდუქტებზე. ასევე, ის აღნიშნავს, თუ როგორ უნდა იზრუნოს მომხმარებელმა დაგრძელებულ წამწამებზე და რა უნდა იცოდეს მან, ვინც პირველად აპირებს პროცედურის ჩატარებას

- ეკუნა, როდის დაინტერესდით წამწამების დაგრძელებისა და გახშირების სფეროთი?

- წამწამების დაგრძელების სფეროთი დავინტერესდი მაშინ როდესაც მე თვითონ ვიყავი მომხმარებელი და ვერასდროს ბოლომდე კმაყოფილი ვერ ვრჩებოდი ჩატარებული პროცედურით. მაშინ როდესაც მე დავიწყე ამ პროფესიის შესწავლა და დავიწყე მუშაობა, ძალიან რთული იყო საზოგადოების ნდობის მოპოვება და მომხმარებლების დარწმუნება რომ სწორად ჩატარებული პროცედურით არც თვალს დავწვავდი და არც დავუზიანებდი. დადიოდა ხალხში მითები რომ წამწამებს თუ დაიგრძელებდნენ მხედველობასაც დაკარგავდნენ, აქედან გამომდინარე არ იყო მარტივი ამ მიმართულებით მუშაობა. ზოგადად მე სიძნელეები მიზიდავს და რადგან ეს საქმე დავიწყე ბოლომდე მივყევი. დაწყებიდან რამდენიმე წელში პირველი წამწამების აკადემია შევქმენი რომელმა აკადემიამაც უამრავ ქალს მისცა შესაძლებლობა ეპოვა საკუთარი თავი,და ჰქონოდა მისთვის სასურველ დროზე მორგებული კომფორტული სამუშაო.

- როგორ მიმდინარეობს წამწამების დაგრძელების პროცესი და რა ტიპის მასალებს იყენებთ?

- პირველ რიგში აუცილებელია პროდუქციის თანმიმდევრობის სწორად დაცვა აუცილებელია სისუფთავე. კარგად გაწმენდილი დამუშავებული თვალი. სწორად შერჩეული ზომა, სისქე და წამწამის მოდელი. ერთი კონკრეტული მოდელი ყველა ტიპის თვალს არ უხდება. როდესაც სპეციალისტი ხარ არჩევანი უნდა გქონდეს სხვადასხვა ეფექტის და სისქის წამწამების მისაღებად. ასევე ფერის. აქვე მინდა აღვნიშნო რომ ადამიანისთვის ყველაზე სათუთი ორგანოა თვალი და სპეციალისტი უნდა იწვევდეს ნდობას მომხმარებელში და ამ ნდობას კი სპეციალისტი აფასებდეს. მე პირადად ვიყენებ ჩემივე შექმნილ ბრენდს Lash Dolls Academy- ის პროდუქციას. წლების მანძილზე ვმუშაობდი რათა შემექმნა საკუთარი ბრენდი და მქონოდა უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. დღესდღეობით ამას მივაღწიე და ყველა მომხმარებელია მადლიერია ამ ხარისხით.

- რა დრო სჭირდება პროცედურას და რამდენ ხანს ინარჩუნებს შედეგს?

- პროცედურის დრო დამოკიდებულია პირველ რიგში სპეციალისტზე , თუ რამდენად მოხერხებულია და რამდენად სწრაფი ხელი აქვს. ზოგიერთი სპეციალისტი ჩემთვის საუკეთესოა თუმცა ნელი ხელი აქვს და ამიტომ კარგავენ ბევრ მომხმარებელს. დრო ასევე განისაზღვრება მომხმარებლის თვალის ზომაზე და ბუნებრივი წამწამის სიხშირეზე. შედეგი საშუალოდ 4-6 კვირა აქვს. ესეც დამოკიდებულია სპეციალისტზე და მომხმარებლის პიგმენტზე. არიან მომხმარებლები ვისაც ზედმეტად ცხიმიანი პიგმენტი აქვთ და სწრაფად იცვლიან ბუნებრივ წამწამს, რაც იმას ნიშნავს რომ დაგრძელებულიც მალე სცვივათ.

- რამდენად უსაფრთხოა წამწამების დაგრძელება და გახშირება თვალებისთვის?

- ადრე ვფიქრობ რომ მართლა არ იყო უსაფრთხო, ვინაიდან არ გვქონდა მასალის არჩევის საშუალება ხარისხში. სილამაზის ინდუსტრია ძალიან სწრაფად ვითარდება და ახლა პროდუქციაც უსაფრთხო და ანტი ალერგიული გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციის არჩევანი ბაზარზე დიდია, მაინც გეტყვით, რომ არც წებო და არც რემოვერი არ მზადდება მარწყვის ჯემით და მასში შემავალი ქიმიური საშუალებები არც თუ ისე სასარგებლოა თვალისთვის. თვალთან მუშაობას ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება და უფრო მეტი პასუხისმგებლობა. ხშირად გვხვდებიან არაპროფესიონალებისგან დაზარალებული მომხმარებლები. ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ კვალიფიკაცია აიმაღლონ და ისწავლონ საფუძვლიანად. ან ვფიქრობ ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა მიაქციოს ყველას ყურადღება და შემოიღონ გარკვეული ტიპის რეგულაციები.

- ალერგიულ რეაქციებზე რას გვეტყვი, როგორ ხდება ამის თავიდან აცილება?

- ალერგიული რეაქციები შეიძლება მაშინ გამოვლინდეს, როდესაც პროცედურა არასწორად მიმდინარეობს. მაგალითად ხშირია რემოვერის გამოყენების დროს ალერგია.

- რამდენად ხშირად არის საჭირო კორექცია და რა რეკომენდაციები გაქვთ პროცედურის შემდეგი მოვლისთვის?

- კორექცია აქტიურად კეთდებოდა თავდაპირველად როდესაც ახალი იყო ეს პროცედურა. ახლაც კეთდება, თუმცა კორექცია დაგრძელებიდან 10-14 დღეში. ვინაიდან შემდგომ უკვე ბუნებრივი წამწამი იზრდება და კორექციის გაკეთების შედეგად სასურველ ეფექტს ვერ მივიღებთ. აქვე მინდა აღვნიშნო რომ მე პირადად არ ვაკეთებ კორექციას. საქართველოში ზოგჯერ ერთი თვის ან თვე ნახევრის დაგრძელებული წამწამით მოდიან კორექციაზე. რაზე მუშაობაც შეუძლებელია ვინაიდან იგივე დრო და მასალა სჭირდება როგორც ახალ წამწამს. თვალს მუდმივად სისუფთავე სჭირდება და კორექციას ახალი წამწამის გაკეთება ჯობია.

- რა უნდა იცოდეს ქალმა, რომელიც პირველად აპირებს წამწამების დაგრძელებას?

- თუ პირველად იკეთებთ წამწამს აუცილებლად გაიკეთეთ კლასიკური დაგრძელება და არაუმეტეს 11 ზომა. ვინაიდან ხშირი და გრძელი ზომის წამწამით თავი შეიძლება იგრძნოთ უცხო სხეულში. ამიტომ თავდაპირველად სულ ცოტა და ძალიან მოკლე გაიკეთეთ რომ შეგუების მომენტი მარტივად გადაიტანოთ.

- არსებობს თუ არა რაიმე რისკები რაც მოჰყვება წამწამების რეგულარულად გახშირებასა და დაგრძელებას?

- რისკები არსებობს, ხშირად მომხმარებლები არ მიდიან სპეციალისტთან წამწამის მოსახსნელად და სახლის პირობებში იხსნიან უფრო სწორად იპუტავენ ხელით მაგალითად მეც ასე ვარ, მომწონს ეს პროცესი რის გამოც ხშირად უწამწამოდ ვრჩები. თუმცა არაჩვეულებრივი წამწამის აღმდგენი შრატი მაქვს და წასმიდან მალევე ვუბრუნებ პირვანდელ ეფექტს. მაგრამ ვინც არ ხმარობს წამწამის აღმდგენ შრატს მათ შემთხვევაში ფორები იხურება და წამწამი კარგავს პირვანდელ ეფექტს.

- რამდენად პოპულარულია ეს პროცედურა საქართველოში?

- ვფიქრობ ყველაზე პოპულარული პროცედურაა. მაგალითად რეგიონებში უფრო პოპულარულია და საშუალო შემოსავალი სპეციალისტებს სახლიდან გაუსვლელად 2000-8000 ლარამდე აქვთ შემოსავალი. ეს რეალურია. თუ ყოჩაღია სპეციალისტი ნამდვილად აქვს 8000 ლარი და თან თუ მოსწავლეებიც ჰყავს.

- გაქვთ თუ არა საინტერესო და უცნაური შემთხვევები თქვენი პრაქტიკიდან?

- ბევრი საინტერესო ფაქტი მაქვს და უცნაური, მაგრამ ერთ ერთს გავიხსენებ. ჩემს აკადემიაში ვიღაც კაცმა დარეკა და ქალი ჩაწერა პროცედურაზე. ვიზიტამდე აკადემიაში ჯერ 4 კაცი შემოვიდა შემამოწმეს ყველანაირად, შემდეგ კი ერთი მშვენიერი ქალბატონი. მას შემდეგ 2 წელი ისე ვუკეთებდი წამწამს არც სახელი ვიცოდი არც გვარი. მისი თანამშრომლები წერდნენ პროცედურაზე და მოჰყვებოდა ჯარი. ეს ფაქტი მეუცნაურა იქიდან გამომდინარე რომ მასზე უფრო მაღალი თანამდებობის მომხმარებლებიც მყავს და შეძლებულებიც. უბრალოდ ესე პროცედურაზე სიარული რატომ იყო საჭირო დღემდე ვერ მივხვდი.