მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროინტეგრაცია არც შეჩერებულა და ვერც შეჩერდება" - რას წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოცქსელში?
"ევროინტეგრაცია არც შეჩერებულა და ვერც შეჩერდება" - რას წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოცქსელში?

გა­მოქ­ვეყ­ნდა ევ­რო­კო­მი­სი­ის გა­ფარ­თო­ე­ბის ან­გა­რი­ში, სა­დაც სა­უ­ბა­რია სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებ­ზე. სა­ერ­თო შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო პროგ­რე­სი­რებს ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბის გზა­ზე, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

  • რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, ევ­რო­კო­მი­სი­ის შე­ფა­სე­ბით, 35 თა­ვი­დან გა­სუ­ლი ერთი წლის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლომ კარ­გი პროგ­რე­სი და­ა­ფიქ­სი­რა 12 თავ­ზე, ხოლო გარ­კვე­უ­ლი პროგ­რე­სი - 13 თავ­ზე.

მისი თქმით, ისი­ნი ყუ­რა­დღე­ბით შე­ის­წავ­ლი­ან გა­ფარ­თო­ე­ბის დო­კუ­მენტს და და­გეგ­მა­ვენ სა­მო­მავ­ლო ნა­ბი­ჯებს.

"ჩვენ და­დე­ბი­თად ვა­ფა­სებთ ევ­რო­კო­მი­სი­ის ან­გა­რიშს. ევ­რო­კო­მი­სი­ის შე­ფა­სე­ბით, 35 თა­ვი­დან გა­სუ­ლი ერთი წლის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლომ კარ­გი პროგ­რე­სი და­ა­ფიქ­სი­რა 12 თავ­ზე, ხოლო გარ­კვე­უ­ლი პროგ­რე­სი - 13 თავ­ზე. ეს არის იმის ძა­ლი­ან მკა­ფიო დას­ტუ­რი, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის გამო სა­ქარ­თვე­ლოს ჰქონ­და შე­ზღუ­დუ­ლი დრო სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის და მი­უ­ხე­და­ვად ოპო­ზი­ცი­ის და ენ­ჯეო სექ­ტო­რის მუდ­მი­ვი ობსტრუქ­ცი­ი­სა, სა­ქარ­თვე­ლო დგამ­და მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბი­ჯებს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე.

ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ ან­გა­რიშ­ში, 35 თა­ვი­დან მხო­ლოდ ერთი თა­ვის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლიც მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას და ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებს შე­ე­ხე­ბა, ევ­რო­კო­მი­სი­ის შე­ფა­სე­ბით არის უკუს­ვლა. ამას­თან, ამ­გვა­რი შე­ფა­სე­ბის ძი­რი­თად მი­ზე­ზად ან­გა­რიშ­ში ევ­რო­კო­მი­სია ასა­ხე­ლებს გენ­დერუ­ლი კვო­ტი­რე­ბის გა­უქ­მე­ბას, გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნო­ნის და ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და არას­რულ­წლო­ვა­ნის დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მი­ღე­ბას და ლგბტ პრა­ი­დის ვერ ჩა­ტა­რე­ბას.

ამას­თან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ თავ­ში ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბა თა­ნა­ბა­რია უკ­რა­ი­ნას და მოლ­დო­ვას შე­ფა­სე­ბი­სა, ხოლო „ფუნ­და­მენ­ტურ სა­კი­თხთა ჯგუფ­ში“, რო­მელ­შიც ეს თავი შე­დის, სა­ქარ­თვე­ლო უკ­რა­ი­ნა­საც უს­წრებს და მოლ­დო­ვა­საც.

ის, რომ გამჭვირ­ვა­ლო­ბის და ლგბტ-პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ კა­ნო­ნებ­ზე, ამ ეტაპ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თთან­ხმო­ბა არ აქვს, ეს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სი­ახ­ლე არ არის. ეს კა­ნო­ნე­ბი არ­ჩევ­ნებ­ზეც ერთ-ერთი ცენ­ტრა­ლუ­რი სა­კი­თხი იყო, რა­ზეც ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თა­ვი­სი პო­ზი­ცია მკა­ფი­ოდ და­ა­ფიქ­სი­რა. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ ამ სა­კი­თხებ­ზე ევ­რო­კავ­შირ­თან სა­უ­ბარს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ამ პო­ზი­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

გარ­და ფუნ­და­მენ­ტუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლო უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას უს­წრებს შიდა ბაზ­რი­სა და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ჯგუ­ფე­ბის სა­ერ­თო შე­ფა­სე­ბა­შიც, რაც არის ევ­რო­კავ­ში­რის, რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მთა­ვა­რი არსი. სწო­რედ ამ სა­კი­თხე­ბის ირ­გვლივ შე­იქ­მნა თა­ვის დრო­ზე ევ­რო­კავ­ში­რი და სწო­რედ ამი­ტომ არის ევ­რო­კავ­ში­რი ბევ­რის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი.

ამ­რი­გად, სა­ერ­თო შე­ფა­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით,სა­ქარ­თვე­ლო კვლავ სო­ლი­დუ­რად უს­წრებს მოლ­დო­ვას, ხოლო უკ­რა­ი­ნას მხო­ლოდ სამ ჯგუფ­ში - სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მწვა­ნე დღის წეს­რი­გი და რე­სურ­სე­ბი - ჩა­მორ­ჩე­ბა. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ჩვენ კი­დევ უფრო დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით ვუს­წრებთ ბოს­ნია და ჰერ­ცე­გო­ვი­ნას, რო­მელ­თა­ნაც ასე­ვე და­წყე­ბუ­ლია გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი.

სწო­რედ ეს 35 თა­ვია ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის, ანუ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი გზა. ეს არის დი­ნა­მი­უ­რი, საქ­მი­ა­ნი, ექ­სპერ­ტუ­ლი პრო­ცე­სი, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლო 2014 წლი­დან ერ­თგუ­ლად, გეგ­მა­ზო­მი­ე­რად, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­ი­წევს წინ.

ამა­ვე დროს, ევ­რო­კავ­ში­რის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გენ­ლის მხრი­დან ვხე­დავთ ამ პრო­ცე­სის უკი­დუ­რე­სად პო­ლი­ტი­ზე­ბის მცდე­ლო­ბას. ყვე­ლამ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ ამ­გვა­რი წინ­და­უ­ხე­და­ვი მიდ­გო­მა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ინ­სტრუ­მენ­ტი­დან პო­ლი­ტი­კურ ია­რა­ღად აქ­ცევს, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თა­ვად ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს და ევ­რო­კავ­ში­რის რე­პუ­ტა­ცი­ას აზი­ა­ნებს.

აქვე, მინ­და, შე­ვე­ხო ბოლო პე­რი­ოდ­ში ხში­რად გა­მო­ყე­ნე­ბულ ტერ­მინს „ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა“. თა­ვად ის ფაქ­ტი, რომ ევ­რო­კო­მი­სი­ამ გა­ფარ­თო­ე­ბის დო­კუ­მენტზე იმუ­შა­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს პროგ­რე­სი შე­ა­ფა­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მოგ­ვცა, მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ეს ტერ­მი­ნი უფრო პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბაა, ვიდ­რე ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რი აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს შე­ფა­სე­ბას, ისე­ვე ვაგ­რძე­ლებთ ჩვენც ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ო­ბას. სწო­რედ ეს არის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია. ის არც შე­ჩე­რე­ბუ­ლა და ვერც შე­ჩერ­დე­ბა. თუკი რამე გვას­წავ­ლა ჩვენ­მა მიღ­წე­ვებ­მა ამ პრო­ცეს­ში, არის ის, რომ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია გრძელ­ვა­დი­ან შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოა და არა იმ­წუ­თი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რის აყო­ლა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბამ ძა­ლი­ან გა­სა­გე­ბად გა­ა­კე­თა არ­ჩე­ვა­ნი, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ზე, ოპო­ზი­ცი­ის ის­ტე­რი­ულ პო­ლი­ტი­კა­სა და ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის საქ­მი­ან, კონ­სტრუქ­ცი­ულ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით წარ­მო­ე­ბულ პო­ლი­ტი­კას შო­რის. ჩვენ უკვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გვაქვს ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის დიდი ნა­წი­ლი და 2028 წლის­თვის მის 90%-ს შე­ვას­რუ­ლებთ, რი­თაც არ­სე­ბი­თად მი­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბას.

ჩვენ ყუ­რა­დღე­ბით შე­ვის­წავ­ლით გა­ფარ­თო­ე­ბის დო­კუ­მენტს და დავ­გეგ­მავთ სა­მო­მავ­ლო ნა­ბი­ჯებს, ქარ­თვე­ლი ფერ­მე­რე­ბის, მე­წარ­მე­ე­ბის, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობ­და ევ­რო­კო­მი­სი­ას­თან თი­თო­ე­უ­ლი სფე­როს ანა­ლი­ზის პრო­ცეს­ში და მო­მა­ვალ­შიც ჩვენ მზად ვართ, ამა­ვე მიზ­ნით აქ­ტი­უ­რად ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ბა­მის ინ­სტი­ტუ­ტებ­თან,” - წერს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ევროინტეგრაცია არც შეჩერებულა და ვერც შეჩერდება" - რას წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოცქსელში?

"ევროინტეგრაცია არც შეჩერებულა და ვერც შეჩერდება" - რას წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოცქსელში?

გამოქვეყნდა ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, სადაც საუბარია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. საერთო შეფასებით, საქართველო პროგრესირებს ევროკავშირში წევრობის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • როგორც ის აღნიშნავს, ევროკომისიის შეფასებით, 35 თავიდან გასული ერთი წლის მანძილზე საქართველომ კარგი პროგრესი დააფიქსირა 12 თავზე, ხოლო გარკვეული პროგრესი - 13 თავზე.

მისი თქმით, ისინი ყურადღებით შეისწავლიან გაფართოების დოკუმენტს და დაგეგმავენ სამომავლო ნაბიჯებს.

"ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს. ევროკომისიის შეფასებით, 35 თავიდან გასული ერთი წლის მანძილზე საქართველომ კარგი პროგრესი დააფიქსირა 12 თავზე, ხოლო გარკვეული პროგრესი - 13 თავზე. ეს არის იმის ძალიან მკაფიო დასტური, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების გამო საქართველოს ჰქონდა შეზღუდული დრო საპარლამენტო საქმიანობისთვის და მიუხედავად ოპოზიციის და ენჯეო სექტორის მუდმივი ობსტრუქციისა, საქართველო დგამდა მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

ხაზგასასმელია, რომ ანგარიშში, 35 თავიდან მხოლოდ ერთი თავის შემთხვევაში, რომელიც მართლმსაჯულებას და ფუნდამენტურ უფლებებს შეეხება, ევროკომისიის შეფასებით არის უკუსვლა. ამასთან, ამგვარი შეფასების ძირითად მიზეზად ანგარიშში ევროკომისია ასახელებს გენდერული კვოტირების გაუქმებას, გამჭვირვალობის კანონის და ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონის მიღებას და ლგბტ პრაიდის ვერ ჩატარებას.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ თავში ჩვენი შეფასება თანაბარია უკრაინას და მოლდოვას შეფასებისა, ხოლო „ფუნდამენტურ საკითხთა ჯგუფში“, რომელშიც ეს თავი შედის, საქართველო უკრაინასაც უსწრებს და მოლდოვასაც.

ის, რომ გამჭვირვალობის და ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონებზე, ამ ეტაპზე, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთთანხმობა არ აქვს, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის სიახლე არ არის. ეს კანონები არჩევნებზეც ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო, რაზეც ჩვენმა საზოგადოებამ თავისი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხებზე ევროკავშირთან საუბარს საქართველოს მოქალაქეების ამ პოზიციის გათვალისწინებით.

გარდა ფუნდამენტური მიმართულებისა, საქართველო უკრაინასა და მოლდოვას უსწრებს შიდა ბაზრისა და კონკურენტუნარიანობის ჯგუფების საერთო შეფასებაშიც, რაც არის ევროკავშირის, როგორც ორგანიზაციის მთავარი არსი. სწორედ ამ საკითხების ირგვლივ შეიქმნა თავის დროზე ევროკავშირი და სწორედ ამიტომ არის ევროკავშირი ბევრისთვის მიმზიდველი.

ამრიგად, საერთო შეფასების გათვალისწინებით,საქართველო კვლავ სოლიდურად უსწრებს მოლდოვას, ხოლო უკრაინას მხოლოდ სამ ჯგუფში - საგარეო ურთიერთობები, მწვანე დღის წესრიგი და რესურსები - ჩამორჩება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ კიდევ უფრო დიდი უპირატესობით ვუსწრებთ ბოსნია და ჰერცეგოვინას, რომელთანაც ასევე დაწყებულია გაწევრიანების მოლაპარაკებები.

სწორედ ეს 35 თავია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების, ანუ საქართველოს ევროპული გზა. ეს არის დინამიური, საქმიანი, ექსპერტული პროცესი, რომელშიც საქართველო 2014 წლიდან ერთგულად, გეგმაზომიერად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ.

ამავე დროს, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ვხედავთ ამ პროცესის უკიდურესად პოლიტიზების მცდელობას. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამგვარი წინდაუხედავი მიდგომა ევროინტეგრაციას თანამშრომლობის ინსტრუმენტიდან პოლიტიკურ იარაღად აქცევს, რაც, სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, თავად ევროინტეგრაციის პროცესს და ევროკავშირის რეპუტაციას აზიანებს.

აქვე, მინდა, შევეხო ბოლო პერიოდში ხშირად გამოყენებულ ტერმინს „ევროინტეგრაციის შეჩერება“. თავად ის ფაქტი, რომ ევროკომისიამ გაფართოების დოკუმენტზე იმუშავა, საქართველოს პროგრესი შეაფასა და რეკომენდაციები მოგვცა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ტერმინი უფრო პოლიტიკური განცხადებაა, ვიდრე ინსტიტუციური მდგომარეობა. როგორც ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს შეფასებას, ისევე ვაგრძელებთ ჩვენც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობას. სწორედ ეს არის ევროინტეგრაცია. ის არც შეჩერებულა და ვერც შეჩერდება. თუკი რამე გვასწავლა ჩვენმა მიღწევებმა ამ პროცესში, არის ის, რომ ევროინტეგრაცია გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული სამუშაოა და არა იმწუთიერი პოლიტიკური კონიუნქტურის აყოლა.

საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობამ ძალიან გასაგებად გააკეთა არჩევანი, ევროინტეგრაციის პროცესზე, ოპოზიციის ისტერიულ პოლიტიკასა და ქართული ოცნების საქმიან, კონსტრუქციულ, ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით წარმოებულ პოლიტიკას შორის. ჩვენ უკვე შესრულებული გვაქვს ასოცირების შეთანხმების დიდი ნაწილი და 2028 წლისთვის მის 90%-ს შევასრულებთ, რითაც არსებითად მივუახლოვდებით ევროკავშირის წევრობას.

ჩვენ ყურადღებით შევისწავლით გაფართოების დოკუმენტს და დავგეგმავთ სამომავლო ნაბიჯებს, ქართველი ფერმერების, მეწარმეების, ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. საქართველო ბოლო წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროკომისიასთან თითოეული სფეროს ანალიზის პროცესში და მომავალშიც ჩვენ მზად ვართ, ამავე მიზნით აქტიურად ვითანამშრომლოთ ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

წაიკითხეთ ასევე: