სოჭში, კრისტინა რეის გაუჩინარებიდან ერთი თვის შემდეგ, ქალაქის საკანალიზაციო მილში შიშველი ქალის ცხედარი იპოვეს, რომელიც შესაძლოა დაკარგული ბლოგერი იყოს.
გაუჩინარების დროს კოჟევნიკოვას მწვანე შორტი, თეთრი მაისური და წითელი სპორტული ფეხსაცმელი ეცვა. მისი ცხედარი კი შიშველი იპოვეს.
"შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ნამდვილად არის კრისტინა რეი, რადგან მის სხეულზე არსებული ყველა ტატუ ემთხვევა. მაგრამ ეს მხოლოდ ექსპერტიზას შეუძლია დაადასტუროს. ცხედარი დიდი ხნის განმავლობაში იყო წყალში“, - განაცხადა ადგილობრივ მედიასთან წყარომ.
რა ვერსიები ვრცელდება ბლოგერის გარდაცვალებაზე?
ამჟამად რეის გარდაცვალების ორი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი მათგანი კრიმინალს უკავშირდება - შესაძლოა კოჟევნიკოვა გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს. მეორე ვერსიით, გოგონა ნარკოტიკების საწყობში ლუქიდან ჩავიდა წყლის ნაკადმა გაიტაცა.
"ძნელი სათქმელია, რომ ის თავდაპირველად შიშველი იყო. ექსპერტები ახლა ყველაფერს იკვლევენ, მათ შორის იმას, თუ როგორ აღმოჩნდა გოგონა იქ“, - ამბობს წყარო. თუმცა მედიის ინფორმაციით ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქალაქის კანალიზაციის ამ ნაწილში ადამიანის სხეულები აღმოაჩინეს.
რეის მეგობარი, ფოტოგრაფი ანგელა ტოლსტოვა ამბობს, რომ ბლოგერს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ადგილობრივთან, რომელიც ხშირად ძალადობდა მასზე.
"ის შიშველი იპოვეს კანალიზაციაში. არ მჯერა, რომ კრისტინა ნარკოტიკების მოსაძებნად ჩავიდა. ვფიქრობ, ის იქ ჩააგდეს. ჩემი აზრით ის მოკლულია“, - ამბობს ტოლსტოვა.
ფოტოგრაფმა აღნიშნავს, რომ რეი ახლახან გახდა დამოკიდებული ნარკოტიკზე, რამაც მისი ცნობიერება შეცვალა.
ტოლსტოვას თქმით, "რეი წყალში იწვა რამდენიმე ათეული დღის განმავლობაში".
"ვფიქრობ, დახურულ სასახლით დაკრძალავენ. მაგრამ რამდენიმე დღეში, რადგან გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება“, - დასძინა მან.
რა არის ცნობილი ბლოგერის კრისტინა რეის გაუჩინარების შესახებ
რეიმ ახლობლებთან ურთიერთობა 28 სექტემბერს შეწყვიტა. ხუთი დღის შემდეგ, 3 ოქტომბერს, სოჭის პოლიციის სამმართველოში შევიდა ცნობა მისი დაკარგვის შესახებ, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა ბლოგერის ძებნა დაიწყეს. მოგვიანებით მათ მოხალისეებიც შეუერთდნენ.
ძებნისას მოიარეს საავადმყოფოები, მორგები და სხვა დაწესებულებები. გამოჰკითხეს რეის ნათესავები და ნაცნობები.
სიმ ბარათით დაადგინეს იმ ადამიანის ვინაობა ვისაც გოგონა გაუჩინარებამდე დაუკავშირდა. გამომძიებლები განიხილავენ შესაძლებლობას, რომ რეი შესაძლოა დოზის გადაჭარბებით გარდაიცვალა.
მეგობრების თქმით, რეი ბოლო დროს დიდ დროს ატარებდა რომან მიხინის კომპანიაში, რომელიც მედიაში ცნობილია "კოტის" ფსევდონიმით. ისინი ეჭვობდნენ, რომ ბლოგერი მის ბინაში ნარკოტიკებს იღებდა. ახალგაზრდა კაცი იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, სადაც გოგონა გაუჩინარდა.
როგორ გახდა ცნობილი კრისტინა რეი?
კოჟევნიკოვა სახალინიდან არის. გარკვეული პერიოდი პეტერბურგში ცხოვრობდა, 2022 წლის ზაფხულში კი სოჭში გადავიდა საცხოვრებლად. გოგონა პოპულარული გახდა რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ მას შემდეგ, რაც 2018 წელს გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ქვეყანაში ყველაზე დიდი ტუჩების მფლობელი. რეის შთაგონება კურდღელი ჯესიკა გახდა, მულტფილმიდან Who Framed Roger Rabbit.
გარდა ამისა, გოგონამ ენა ორ ნაწილად გაიყო. თავზე რქების მსგავსი ლითონის იმპლანტები ჩაიდგა. მოგვიანებით, გოგონამ უარი თქვა ინექციებზე და ძველი გარეგნობა დაიბრუნა. საცხოვრებლად სოჭში გადავიდა, სადაც მანიკიურის სპეციალისტად მუშაობდა.