მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ეს არჩევნები მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან“ - ამერიკელი კონგრესმენები
“ეს არჩევნები მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან“ - ამერიკელი კონგრესმენები

“ღრმად შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ სა­ქარ­თვე­ლოს 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო­თი, რო­მე­ლიც და­ირ­ღვა ხმე­ბის მოს­ყიდ­ვის, ამომ­რჩე­ველ­თა და­ში­ნე­ბის, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და სა­არ­ჩევ­ნო სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ებ­ში სა­ეჭ­ვო და­ნიშ­ვნე­ბით“, - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნე­ბის: ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში აშშ-ის დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის დაზ­ვერ­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მაიკ ტერ­ნე­რი­სა და ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯერი კო­ნო­ლის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

“26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს შეს­თა­ვა­ზა ფას­და­უ­დე­ბე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, ნატო-ს ქვეყ­ნებ­სა და ევ­რო­კავ­ში­რის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი გზის მტკი­ცე ერ­თგუ­ლი რჩე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, კამ­პა­ნი­ის რი­ტო­რი­კით, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთს უკ­რა­ი­ნის მი­მართ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ღე­ბით და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ფი­გუ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დობ­რივ თავ­დას­ხმე­ბის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის არარ­სე­ბო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ამის დამ­ტკი­ცე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა. ეს არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მელ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბი შე­უქ­მნა დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცესს, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აშო­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-სა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­გან“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

კონ­გრეს­მე­ნე­ბის მტკი­ცე­ბით, სა­ჯა­რო სექ­ტო­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე ფარ­თო ზე­წო­ლა მოქ­მე­დი პარ­ტი­ის­თვის ხმის მი­ცე­მის მიზ­ნით და უარი პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებ­ზე ძა­ლა­დობ­რი­ვი თავ­დას­ხმე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა­ზე არის ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი ქცე­ვა და მკვეთ­რი გა­დახ­ვე­ვა აქ­ტი­უ­რი, მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა­დი დე­მოკ­რა­ტი­ის­გან, რომ­ლი­თაც ოდეს­ღაც სა­ქარ­თვე­ლო გა­ნი­სა­ზღვრე­ბო­და.

“26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, მკა­ფი­ოდ უნდა გან­ვა­ცხა­დოთ: შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და ნატო-ს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა დგას ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და მისი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის გვერ­დით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

“ეს არჩევნები მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან“ - ამერიკელი კონგრესმენები

“ეს არჩევნები მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან“ - ამერიკელი კონგრესმენები

“ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით“, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

“26 ოქტომბრის არჩევნებმა საქართველოს შესთავაზა ფასდაუდებელი შესაძლებლობა, დაემტკიცებინა საერთაშორისო თანამეგობრობას, ნატო-ს ქვეყნებსა და ევროკავშირისთვის, რომ საქართველო ევროატლანტიკური გზის მტკიცე ერთგული რჩება. სამწუხაროდ, კამპანიის რიტორიკით, რომელიც დასავლეთს უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაში ადანაშაულებდა, სამოქალაქო საზოგადოების აღმოსაფხვრელად უცხოური აგენტების კანონმდებლობის მიღებით და პოლიტიკური ოპოზიციის ფიგურების წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებისთვის პასუხისმგებლობის არარსებობით, საქართველოს მთავრობამ ამის დამტკიცება ვერ მოახერხა. ეს არჩევნები, რომელმაც მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა დემოკრატიულ პროცესს, მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კონგრესმენების მტკიცებით, საჯარო სექტორის თანამშრომლებზე ფართო ზეწოლა მოქმედი პარტიისთვის ხმის მიცემის მიზნით და უარი პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობრივი თავდასხმების გამოძიებაზე არის ავტორიტარული ქცევა და მკვეთრი გადახვევა აქტიური, მრავალპარტიული განვითარებადი დემოკრატიისგან, რომლითაც ოდესღაც საქართველო განისაზღვრებოდა.

“26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ: შეერთებული შტატები და ნატო-ს ყველა ქვეყანა დგას ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით“, - აღნიშნულია განცხადებაში.