კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეტროპოლი" ერევანში საერთაშორისო გამოფენა TOON EXPO-ზე წარდგა
"მეტროპოლი" ერევანში საერთაშორისო გამოფენა TOON EXPO-ზე წარდგა

დე­ვე­ლო­პე­რულ­მა კომ­პა­ნია „მეტ­რო­პოლ­მა“ სა­კუ­თა­რი პრო­ექ­ტე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ერე­ვან­ში გა­მარ­თულ გა­მო­ფე­ნა­ზე წა­რუდ­გი­ნა. დე­ვე­ლო­პე­რი ამ­ჯე­რად სომ­ხეთს სტუმ­რობ­და და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ ექ­სპო­ზი­ცი­ა­ში TOON EXPO-ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სამ­შე­ნებ­ლო ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რი კომ­პა­ნი­ე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან „მე­რი­დი­ა­ნის“ სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრში შე­იკ­რიბ­ნენ. „მეტ­რო­პოლ­მა“ ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს, პარტნი­ო­რებს, პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტო­რებ­სა და დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებს თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში მიმ­დი­ნა­რე ექ­ვსი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი და ქარ­თუ­ლი დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი ბა­ზა­რი გა­აც­ნო.

მა­მუ­კა იმე­დაშ­ვი­ლი, „მეტ­რო­პო­ლის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე: „მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ მო­რიგ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ში მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ჩვე­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბი სფე­როს ექ­სპერ­ტებს, პარტნი­ო­რებ­სა და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს წარ­ვუდ­გი­ნეთ. მი­ვა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია იმ ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რაც ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის უპი­რა­ტე­სო­ბაა, იქ­ნე­ბა ეს ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბი და ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბი, ხა­რისხზე გათ­ვლი­ლი მშე­ნებ­ლო­ბა თუ თა­ნა­მედ­რო­ვე, გა­მორ­ჩე­უ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, ყვე­ლა შე­საძ­ლო პლატ­ფორ­მა გა­მო­ვი­ყე­ნოთ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვაც­ნოთ არა მხო­ლოდ „მეტ­რო­პო­ლი“, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ვეს­ტი­ციო და ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი, რაც, ვფიქ­რობთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის.

ამას­თან ერ­თად, მსგავ­სი ექ­სპო­ზი­ცი­ე­ბი კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა ახა­ლი პარტნი­ო­რუ­ლი კავ­ში­რე­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად და სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­ში არ­სე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე, აქ­ტუ­ა­ლუ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბის გა­საც­ნო­ბად“.

სომ­ხე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში, „მე­რი­დი­ა­ნის“ სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრში, სამდღი­ან ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დე­ვე­ლო­პე­რე­ბი, სა­ა­გენ­ტო­ე­ბი­სა და სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლე­ბი. 3000-ზე მეტი მიწ­ვე­უ­ლი სტუ­მა­რი ათი ქვეყ­ნის 50 სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექტს გა­ეც­ნო. მათ შო­რის იყო „მეტ­რო­პო­ლი“, რო­მე­ლიც, სა­ქარ­თვე­ლოს ორ ქა­ლაქ­ში და­გეგ­მი­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის გარ­და, გა­მო­ფე­ნის მო­ნა­წი­ლე­ებს სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბით დახ­ვდა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ზე „მეტ­რო­პოლ­მა“ ექ­ვსი პრო­ექ­ტი წა­რად­გი­ნა. თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია ვა­კი­სა და წყნე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე მდე­ბა­რე „მეტ­რო­პოლ ბა­გე­ბი“. მე­სა­კუთ­რე­ე­ბი ბი­ნებს 2025 წლის და­სა­წყის­ში ჩა­ი­ბა­რე­ბენ. რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი გა­რე­მო და პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბი კომ­პლექ­სის ერთ-ერთი მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბაა.

დე­და­ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე დიდი, ერთი ჰექ­ტა­რი სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნით გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­ექ­ტია „მეტ­რო­პოლ ქავ­თა­რა­ძე“. კომ­პლექ­სი ორ მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან კორ­პუსს აერ­თი­ა­ნებს, 534 აპარ­ტა­მენ­ტით. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­სას­ვე­ნე­ბელ ზო­ნას­თან ერ­თად, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის სხვა სივ­რცე­ე­ბიც, მათ შო­რის სა­ბავ­შვო ბაღი.

კი­დევ ერთი მი­სა­მარ­თი „მეტ­რო­პო­ლის“ რუ­კა­ზე ტუ­რის­ტუ­ლად ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დატ­ვირ­თუ­ლი უბა­ნი ორ­თა­ჭა­ლაა. თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი გამ­ზი­რი­დან ათი წუ­თის სა­ვალ­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი, „მეტ­რო­პოლ ორ­თა­ჭა­ლა“ ორ მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან კორ­პუსს, სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნას, სპორ­ტულ მო­ედ­ნებ­სა და სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის სივ­რცე­ებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს.

კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბია ბა­თუ­მის „მეტ­რო­პოლ ოვა­ლი“ და „მეტ­რო­პოლ კუბი“, რომ­ლე­ბიც Louvre Hotels Group-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შენ­დე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დი მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ერთ-ერთი მსხვი­ლი მო­თა­მა­შეა. Royal Tulip კი Louvre Hotels Group-ის პრე­მი­უ­ლი სას­ტუმ­რო ბრენ­დია, რომ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოყ­ვა­ნის ექ­სკლუ­ზი­ვიც „მეტ­რო­პოლს“ ეკუთ­ვნის. ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქის ორი­ვე პრო­ექ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დოს მფლო­ბე­ლია. „მეტ­რო­პოლ ოვა­ლი“ Luxury Lifestyle Awards 2024-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია კა­ტე­გო­რი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო პრე­მი­უ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის დე­ვე­ლო­პე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში. „მეტ­რო­პოლ კუ­ბის­თვის“ კი კომ­პა­ნი­ამ International Property Awards-ის ჯილ­დო მი­ი­ღო კომ­პლექ­სურ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში Mixed-Use Development for Georgia. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია ლონ­დონ­ში 17 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თა.

ასე­ვე ბა­თუმ­შია კი­დევ ერთი პრო­ექ­ტი „პა­რა­ლე­ლი“ - მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი ხელ­საყ­რე­ლი მდე­ბა­რე­ო­ბით. ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქის შუ­ა­გულ­ში, აბუ­სე­რი­ძის ქუ­ჩა­ზე, გან­თავ­სე­ბუ­ლი კომ­პლექ­სი პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

სომ­ხე­თის შემ­დეგ „მეტ­რო­პო­ლის“ გუნ­დი სა­უ­დის არა­ბეთ­ში ვი­ზი­ტი­სათ­ვის ემ­ზა­დე­ბა. 11-14 ნო­ემ­ბერს კომ­პა­ნია უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ზე სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის 400 მო­ნა­წი­ლეს შო­რის იქ­ნე­ბა.

„მეტ­რო­პო­ლის“ შე­სა­ხებ: დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია „მეტ­რო­პო­ლი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2022 წელს და­ფუძნ­და. კომ­პა­ნია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ხუთ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს. თბი­ლის­ში ორი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის „მეტ­რო­პოლ ბა­გე­ბი­სა“ და „მეტ­რო­პოლ ქავ­თა­რა­ძის“ მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბა­თუმ­ში კი „მეტ­რო­პოლ კუბი“ და „მეტ­რო­პოლ ოვა­ლი“ შენ­დე­ბა, სა­დაც ფრან­გულ კომ­პა­ნი­ას­თან, Louvre Hotels Group-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო Royal Tulip გან­თავ­სდე­ბა. ბა­თუმ­ში­ვე და­ი­წყე­ბა ახა­ლი პრო­ექ­ტის „პა­რა­ლე­ლის“ მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ახა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი იქ­ნე­ბა პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბით.

„მეტ­რო­პო­ლის“ მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ჯა­მუ­რი ფარ­თი 545 000 კვ.მ-ზე მე­ტია და მთლი­ა­ნო­ბა­ში 3500 ბი­ნას მო­ი­ცავს. დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია 2000-ამდე და­საქ­მე­ბულს აერ­თი­ა­ნებს და მისი ჯა­მუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა 1,050,000,000 ლა­რია.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მეტროპოლი" ერევანში საერთაშორისო გამოფენა TOON EXPO-ზე წარდგა

"მეტროპოლი" ერევანში საერთაშორისო გამოფენა TOON EXPO-ზე წარდგა

დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ საკუთარი პროექტები საერთაშორისო საზოგადოებას ერევანში გამართულ გამოფენაზე წარუდგინა. დეველოპერი ამჯერად სომხეთს სტუმრობდა და უძრავი ქონების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ექსპოზიციაში TOON EXPO-ში მონაწილეობდა. სამშენებლო ინდუსტრიის ლიდერი კომპანიები სხვადასხვა ქვეყნიდან „მერიდიანის“ საგამოფენო ცენტრში შეიკრიბნენ. „მეტროპოლმა“ ღონისძიების მონაწილეებს, პარტნიორებს, პოტენციურ ინვესტორებსა და დამთვალიერებლებს თბილისსა და ბათუმში მიმდინარე ექვსი ინფრასტრუქტურული პროექტი და ქართული დეველოპერული ბაზარი გააცნო.

მამუკა იმედაშვილი, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: „მოხარულები ვართ, რომ მორიგ საერთაშორისო გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენი საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტები სფეროს ექსპერტებს, პარტნიორებსა და დაინტერესებულ პირებს წარვუდგინეთ. მივაწოდეთ ინფორმაცია იმ ძირითადი მახასიათებლების შესახებ, რაც ჩვენი კომპანიის უპირატესობაა, იქნება ეს ინოვაციური მიდგომები და ენერგოეფექტური პროექტები, ხარისხზე გათვლილი მშენებლობა თუ თანამედროვე, გამორჩეული ინფრასტრუქტურა.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა შესაძლო პლატფორმა გამოვიყენოთ და საერთაშორისო საზოგადოებას გავაცნოთ არა მხოლოდ „მეტროპოლი“, არამედ საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ქვეყნის ცნობადობის გაზრდისა და ეკონომიკური განვითარებისათვის.

ამასთან ერთად, მსგავსი ექსპოზიციები კარგი შესაძლებლობაა ახალი პარტნიორული კავშირების დასამყარებლად და სამშენებლო სექტორში არსებული თანამედროვე, აქტუალური ტენდენციების გასაცნობად“.

სომხეთის დედაქალაქში, „მერიდიანის“ საგამოფენო ცენტრში, სამდღიან ღონისძიებაზე დეველოპერები, სააგენტოებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები. 3000-ზე მეტი მიწვეული სტუმარი ათი ქვეყნის 50 საერთაშორისო პროექტს გაეცნო. მათ შორის იყო „მეტროპოლი“, რომელიც, საქართველოს ორ ქალაქში დაგეგმილი მშენებლობების გარდა, გამოფენის მონაწილეებს სპეციალური შეთავაზებით დახვდა.

საერთაშორისო გამოფენაზე „მეტროპოლმა“ ექვსი პროექტი წარადგინა. თითქმის დასრულებულია ვაკისა და წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე „მეტროპოლ ბაგები“. მესაკუთრეები ბინებს 2025 წლის დასაწყისში ჩაიბარებენ. რეკრეაციული გარემო და პანორამული ხედები კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.

დედაქალაქში ყველაზე დიდი, ერთი ჰექტარი სარეკრეაციო ზონით გამორჩეული პროექტია „მეტროპოლ ქავთარაძე“. კომპლექსი ორ მრავალსართულიან კორპუსს აერთიანებს, 534 აპარტამენტით. ტერიტორიაზე, დასასვენებელ ზონასთან ერთად, გათვალისწინებულია სოციალიზაციის სხვა სივრცეებიც, მათ შორის საბავშვო ბაღი.

კიდევ ერთი მისამართი „მეტროპოლის“ რუკაზე ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული უბანი ორთაჭალაა. თბილისის ცენტრალური გამზირიდან ათი წუთის სავალზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი, „მეტროპოლ ორთაჭალა“ ორ მრავალსართულიან კორპუსს, სარეკრეაციო ზონას, სპორტულ მოედნებსა და სოციალიზაციის სივრცეებს გააერთიანებს.

კონცეპტუალურად განსხვავებული პროექტებია ბათუმის „მეტროპოლ ოვალი“ და „მეტროპოლ კუბი“, რომლებიც Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით შენდება. საერთაშორისო ბრენდი მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. Royal Tulip კი Louvre Hotels Group-ის პრემიული სასტუმრო ბრენდია, რომლის საქართველოში შემოყვანის ექსკლუზივიც „მეტროპოლს“ ეკუთვნის. ზღვისპირა ქალაქის ორივე პროექტი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. „მეტროპოლ ოვალი“ Luxury Lifestyle Awards 2024-ის გამარჯვებულია კატეგორიაში საუკეთესო პრემიული უძრავი ქონების დეველოპერი საქართველოში. „მეტროპოლ კუბისთვის“ კი კომპანიამ International Property Awards-ის ჯილდო მიიღო კომპლექსურ ნომინაციაში Mixed-Use Development for Georgia. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში 17 ოქტომბერს გაიმართა.

ასევე ბათუმშია კიდევ ერთი პროექტი „პარალელი“ - მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები ხელსაყრელი მდებარეობით. ზღვისპირა ქალაქის შუაგულში, აბუსერიძის ქუჩაზე, განთავსებული კომპლექსი პანორამული ხედებით გამოირჩევა.

სომხეთის შემდეგ „მეტროპოლის“ გუნდი საუდის არაბეთში ვიზიტისათვის ემზადება. 11-14 ნოემბერს კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე სხვადასხვა ქვეყნის 400 მონაწილეს შორის იქნება.

„მეტროპოლის“ შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგებისა“ და „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყება ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.

„მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.

NS