კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი ტრამპის მხარდამჭერებისთვის მასკის შეთავაზების გარშემო გრძელდება - მილიარდერი სასამართლოში დაიბარეს: რა ხდება ცნობილი?
სკანდალი ტრამპის მხარდამჭერებისთვის მასკის შეთავაზების გარშემო გრძელდება - მილიარდერი სასამართლოში დაიბარეს: რა ხდება ცნობილი?

Reuters - ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ლი­არ­დე­რი ილონ მას­კი სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის გამო, რომ ტრამ­პის ამომ­რჩევ­ლებს შო­რის 1 მლნ დო­ლარს გა­ა­თა­მა­შებ­და, სა­სა­მარ­თლო­ში და­ი­ბა­რეს.

სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი მსგავს ინი­ცი­ა­ტი­ვას “უკა­ნო­ნო ლა­ტა­რი­ად“ მი­იჩ­ნე­ვენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი პენ­სილ­ვა­ნი­ის მა­ცხოვ­რებ­ლებს პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბის­კენ უბიძ­გებს, რაც ფე­დე­რა­ლუ­რი კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვაა.

  • ფი­ლა­დელ­ფი­ის რა­ი­ო­ნულ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი ორ­შა­ბათს შე­ი­ტა­ნა. მო­სა­მარ­თლემ გას­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა, რომ პრო­ცესს, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს დღე­ებ­შია ჩა­ნიშ­ნუ­ლი, ყვე­ლა მხა­რე და­ეს­წროს. სხდო­მა ხუთ­შა­ბა­თის დი­ლით არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

ამ ცოტა ხნის წინ, მი­ლი­არ­დერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ყო­ველ დღე 1 მი­ლი­ონ დო­ლარს გა­დას­ცემ­და მათ, ვინც ხელს აწერ­და მის ონ­ლა­ინ პე­ტი­ცი­ას “სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ია­რა­ღის უფ­ლე­ბის შე­სა­ხებ“.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის შემ­დეგ, იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა ამე­რი­კის PAC-ს (პო­ლი­ტი­კუ­რი სა­მოქ­მე­დო კო­მი­ტე­ტი) წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნა, რომ ტრამ­პის ინი­ცი­ა­ტი­ვა, შე­საძ­ლოა არ­ღვევ­დეს ფე­დე­რა­ლურ კა­ნონს. დე­პარ­ტა­მენ­ტმა აღ­ნიშ­ნუ­ლის შეს­წავ­ლა მო­ი­თხო­ვა.

ამას­თა­ნა­ვე, პენ­სილ­ვა­ნი­ის შტა­ტის ქა­ლაქ ბატ­ლერ­ში გა­მარ­თულ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შეხ­ვედ­რა­ზე, მას­კი ტრამ­პთან ერ­თად გა­მოჩ­ნდა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი ქცე­ვით და­ა­მახ­სოვ­რა.

ის სცე­ნა­ზე ხტო­და და მხარ­დამ­ჭე­რებს აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

სკანდალი ტრამპის მხარდამჭერებისთვის მასკის შეთავაზების გარშემო გრძელდება - მილიარდერი სასამართლოში დაიბარეს: რა ხდება ცნობილი?

სკანდალი ტრამპის მხარდამჭერებისთვის მასკის შეთავაზების გარშემო გრძელდება - მილიარდერი სასამართლოში დაიბარეს: რა ხდება ცნობილი?

Reuters - ის ინფორმაციით, მილიარდერი ილონ მასკი სკანდალური განცხადების გამო, რომ ტრამპის ამომრჩევლებს შორის 1 მლნ დოლარს გაათამაშებდა, სასამართლოში დაიბარეს.

სააგენტოს ინფორმაციით, სამართალდამცავი ორგანოები მსგავს ინიციატივას “უკანონო ლატარიად“ მიიჩნევენ. აღნიშნული პროცესი პენსილვანიის მაცხოვრებლებს პირადი ინფორმაციის გაზიარებისკენ უბიძგებს, რაც ფედერალური კანონის დარღვევაა.

  • ფილადელფიის რაიონულმა პროკურატურამ სასამართლოში სარჩელი ორშაბათს შეიტანა. მოსამართლემ გასცა განკარგულება, რომ პროცესს, რომელიც უახლოეს დღეებშია ჩანიშნული, ყველა მხარე დაესწროს. სხდომა ხუთშაბათის დილით არის ჩანიშნული.

ამ ცოტა ხნის წინ, მილიარდერმა განაცხადა, რომ ყოველ დღე 1 მილიონ დოლარს გადასცემდა მათ, ვინც ხელს აწერდა მის ონლაინ პეტიციას “სიტყვის თავისუფლებისა და იარაღის უფლების შესახებ“.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ, იუსტიციის დეპარტამენტმა ამერიკის PAC-ს (პოლიტიკური სამოქმედო კომიტეტი) წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნა, რომ ტრამპის ინიციატივა, შესაძლოა არღვევდეს ფედერალურ კანონს. დეპარტამენტმა აღნიშნულის შესწავლა მოითხოვა.

ამასთანავე, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე, მასკი ტრამპთან ერთად გამოჩნდა და საზოგადოებას თავი არაორდინალური ქცევით დაამახსოვრა.

ის სცენაზე ხტოდა და მხარდამჭერებს აქტიურობისკენ მოუწოდებდა.

იხილეთ ასევე: