საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადაშენებული ბიბლიური მცენარე, 1000 წლის წინანდელი თესლიდან აღადგინეს - რა სამკურნალო თვისებები აქვს უძველეს ტექსტებში მოხსენიებულ ხეს
გადაშენებული ბიბლიური მცენარე, 1000 წლის წინანდელი თესლიდან აღადგინეს - რა სამკურნალო თვისებები აქვს უძველეს ტექსტებში მოხსენიებულ ხეს

ბო­ტა­ნი­კო­სებ­მა 1980-იან წლებ­ში, იუ­დე­ის უდაბ­ნოს გა­მოქ­ვა­ბულ­ში ნა­პოვ­ნი 1000 წლის წი­ნან­დე­ლი თეს­ლი­დან გა­და­შე­ნე­ბუ­ლი ხის სა­ხე­ო­ბის აღ­დგე­ნა და გაზ­რდა შეძ­ლეს.

პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი მკვლევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მცე­ნა­რის სა­ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც დღეს გა­და­შე­ნე­ბუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ ის “სას­წა­ულ­მოქ­მე­დი“ ხეა, რო­მე­ლიც ბიბ­ლი­ა­ში და სხვა ძველ ტექ­სტებ­შია ნახ­სე­ნე­ბი, რო­გორც “სამ­კურ­ნა­ლო ბალ­ზა­მის წყა­რო“.

იე­რუ­სა­ლი­მის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე ვადი ელ-მა­კუ­კის რე­გი­ონ­ში არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის დროს აღ­მო­ჩე­ნი­ლი უძ­ვე­ლე­სი თეს­ლი ხე­ლუხ­ლე­ბელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. თუმ­ცა თავ­და­პირ­ვე­ლად ად­გილ­ზე მყო­ფებ­მა მხო­ლოდ თეს­ლი­დან ვერ შეძ­ლეს ხის ტი­პის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა.

თეს­ლი ათზე მეტი წლის წინ ჰა­და­სას უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში დარ­გეს. პრო­ცესს დოქ­ტო­რი სარა სა­ლო­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მან იე­რუ­სა­ლიმ­ში ლუი ლ. ბო­რი­კის ბუ­ნებ­რი­ვი მე­დი­ცი­ნის კვლე­ვის ცენ­ტრი და­ა­არ­სა. სა­ლონ­მა თქვა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ხე შე­იძ­ლე­ბა იყოს ბიბ­ლი­უ­რი მცე­ნა­რე - “ცორი“, რო­მე­ლიც სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და.

  • რო­გორ აღად­გი­ნეს გა­და­შე­ნე­ბუ­ლი მცე­ნა­რე

თეს­ლი ჰორ­მო­ნე­ბი­თა და სა­სუ­ქით შე­რე­ულ წყა­ლით გაჟღინ­თეს, შემ­დეგ სტე­რი­ლურ ნი­ა­დაგ­ში გა­დარ­გეს და მცე­ნა­რემ ნელ-ნელა ზარ­და და­ი­წყო.

"და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ­ნა­ხე­ვა­რი კვი­რის შემ­დეგ, კვირ­ტი გა­მოჩ­ნდა“, - თქვა სა­ლონ­მა.

ჯგუფ­მა მცე­ნა­რის ასა­კის შე­სა­ფა­სებ­ლად რა­დი­ო­კარ­ბო­ნუ­ლი და­თა­რი­ღე­ბის ხერ­ხი გა­მო­ი­ყე­ნა და და­ას­კვნეს, რომ ის 993 - დან 1202 წლამ­დე თა­რიღ­დე­ბა.

ჯგუ­ფი ვა­რა­უ­დობს, რომ მცე­ნა­რე მი­ე­კუთ­ვნე­ბა Commiphora-ს ოჯახს. ამ ჯგუფ­ში შე­დის და­ახ­ლო­ე­ბით 200 სა­ხე­ო­ბის ხე, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად აფ­რი­კა­ში, მა­და­გას­კარ­სა და არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე გვხვდე­ბა.

შეს­წავ­ლის შე­დე­გად, მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა რომ ხე შე­ი­ცავს ნივ­თი­ე­რე­ბებს, რო­მე­ლიც სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბის შექ­მნი­სას გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მათ შო­რის "გუგ­გულ­ტე­რო­ლებს“, რო­მე­ლიც კი­ბოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ტენ­ცი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბად მი­იჩ­ნე­ვა.

”ამ ყვე­ლა­ფერ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს არ არის “იუ­დე­უ­რი ბალ­ზა­მი“, ეს არის მისი ახლო ბი­ძაშ­ვი­ლი და ერთ-ერთი არა არო­მა­ტუ­ლი ხე-მცე­ნა­რე რო­მე­ლიც სამ­კურ­ნა­ლო ნა­ერ­თე­ბის სა­გან­ძუ­რია”, - თქვა ჯგუ­ფის ლი­დერ­მა..

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
buba
3

ვატყობ, მაგ ხის ბოლო საქართველოში იქნება!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

გადაშენებული ბიბლიური მცენარე, 1000 წლის წინანდელი თესლიდან აღადგინეს - რა სამკურნალო თვისებები აქვს უძველეს ტექსტებში მოხსენიებულ ხეს

გადაშენებული ბიბლიური მცენარე, 1000 წლის წინანდელი თესლიდან აღადგინეს - რა სამკურნალო თვისებები აქვს უძველეს ტექსტებში მოხსენიებულ ხეს

ბოტანიკოსებმა 1980-იან წლებში, იუდეის უდაბნოს გამოქვაბულში ნაპოვნი 1000 წლის წინანდელი თესლიდან გადაშენებული ხის სახეობის აღდგენა და გაზრდა შეძლეს.

პროექტში ჩართული მკვლევრები ამბობენ, რომ მცენარის სახეობა, რომელიც დღეს გადაშენებულია, შეიძლება სწორედ ის “სასწაულმოქმედი“ ხეა, რომელიც ბიბლიაში და სხვა ძველ ტექსტებშია ნახსენები, როგორც “სამკურნალო ბალზამის წყარო“.

იერუსალიმის ჩრდილოეთით მდებარე ვადი ელ-მაკუკის რეგიონში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უძველესი თესლი ხელუხლებელ მდგომარეობაში იყო. თუმცა თავდაპირველად ადგილზე მყოფებმა მხოლოდ თესლიდან ვერ შეძლეს ხის ტიპის იდენტიფიცირება.

თესლი ათზე მეტი წლის წინ ჰადასას უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში დარგეს. პროცესს დოქტორი სარა სალონი ხელმძღვანელობდა. მან იერუსალიმში ლუი ლ. ბორიკის ბუნებრივი მედიცინის კვლევის ცენტრი დააარსა. სალონმა თქვა, რომ შესაძლებელია, რომ ხე შეიძლება იყოს ბიბლიური მცენარე - “ცორი“, რომელიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩეოდა.

  • როგორ აღადგინეს გადაშენებული მცენარე

თესლი ჰორმონებითა და სასუქით შერეულ წყალით გაჟღინთეს, შემდეგ სტერილურ ნიადაგში გადარგეს და მცენარემ ნელ-ნელა ზარდა დაიწყო.

"დაახლოებით ხუთნახევარი კვირის შემდეგ, კვირტი გამოჩნდა“, - თქვა სალონმა.

ჯგუფმა მცენარის ასაკის შესაფასებლად რადიოკარბონული დათარიღების ხერხი გამოიყენა და დაასკვნეს, რომ ის 993 - დან 1202 წლამდე თარიღდება.

ჯგუფი ვარაუდობს, რომ მცენარე მიეკუთვნება Commiphora-ს ოჯახს. ამ ჯგუფში შედის დაახლოებით 200 სახეობის ხე, რომლებიც ძირითადად აფრიკაში, მადაგასკარსა და არაბეთის ნახევარკუნძულზე გვხვდება.

შესწავლის შედეგად, მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა რომ ხე შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც სამკურნალო პრეპარატების შექმნისას გამოიყენება. მათ შორის "გუგგულტეროლებს“, რომელიც კიბოს საწინააღმდეგო პოტენციურ ნივთიერებად მიიჩნევა.

”ამ ყველაფერზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის “იუდეური ბალზამი“, ეს არის მისი ახლო ბიძაშვილი და ერთ-ერთი არა არომატული ხე-მცენარე რომელიც სამკურნალო ნაერთების საგანძურია”, - თქვა ჯგუფის ლიდერმა..

წყარო

იხილეთ ასევე: