ავტორი:

საქართველოს სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები საერთაშორისო პარტნიორებს შეხვდნენ

საქართველოს სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები საერთაშორისო პარტნიორებს შეხვდნენ

საქართველოს სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორებს ბადენ ბადენში ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე შეხვდნენ. ბადენ ბადენი 2024-ის ქართული საღამო 22 ოქტომებრს გაიმართა და მას საერთაშორისო მასშტაბით, 200-ზე მეტი დაზღვევისა და გადაზღვევის პროფესიონალი დაესწრო.

ღონისძიება დაზღვევის სავალდებულო ცენტრის (CIC) მხარდაჭერითა და სადაზღვევო ბროკერების (FRANI, CIB, PrioGe, GrECo, Resolution, G.S., DEDA) ჩართულობით ჩატარდა და მისი მიზანი სადაზღვევო და გადამზღვევი კომპანიების შესაძლებლობების გაზრდა, რისკების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება და ბაზრის განვითარება იყო.

“ალდაგი უკვე მეორე წელია გადაზღვევის მიმართულებით - Aldagi RE მონაწილეობს ღონისძიებაში. აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია დაზღვევისა და გადაზღვევის მიმართულებით კომპანიებისა და ბროკერებისთვის გადაზღვევის შესაძლებლობების გაფართოებისთვისა და ბაზრის სამომავლო პოტენციალის განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მაღალი ხარისხის დაზღვევისა და გადაზღვევის პროდუქტი შევთავაზოთ, გავაფართოვოთ შესაძლებლობები და გავზარდოთ რისკების მიმართ მდგრადობა,” - დავით ეჯიბია, ალდაგის შემომავალი გადაზღვევის დეპარტამენტის დირექტორი;

ალდაგმა გადაზღვევის მიმართულება - Aldagi RE 2022 წელს დააფუძნა და საქართველოში შექმნა პირველი პრეცედენტი, როდესაც სადაზღვევო კომპანია დაზღვევისა და გადაზღვევის სეგმენტებშია წარმოდგენილი.

R