სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვრცელდება Diddy-სა და ჯენიფერ ლოპესის კამათის კადრები: "ეს იმ ღამესაა გადაღებული, როცა კომბსმა 13 წლის მოზარდი გააუპატიურა"- რეპერის საქმის მორიგი სკანდალური დეტალები
ვრცელდება Diddy-სა და ჯენიფერ ლოპესის კამათის კადრები: "ეს იმ ღამესაა გადაღებული, როცა კომბსმა 13 წლის მოზარდი გააუპატიურა"- რეპერის საქმის მორიგი სკანდალური დეტალები

რე­პერ P. Diddy-ს სკან­და­ლი კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ამ­ჯე­რად მე­დია იმ სა­ღა­მოს გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს, რო­დე­საც რე­პერ­მა წვე­უ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ვა­რა­უ­დოდ, 13 წლის გო­გო­ნა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა.

კად­რებ­ში ჩანს, რომ მა­შინ­დე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, "დიდი" და ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი კა­მა­თო­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ წყვი­ლის რო­მა­ნი 1999 წლი­დან 2001 წლამ­დე გაგ­რძელ­და. შემ­ზა­რა­ვი ეპი­ზო­დი კი რე­პე­რის ბრალ­დე­ბე­ბი­დან 2000 წლის აპ­რილ­ში, MTV-ის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის შემ­დეგ გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბა­ზე, ნიუ იორკში მოხ­და. ფო­ტო­ებს Daily Mail აქ­ვეყ­ნებს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ სა­ღა­მოს, ჯეი ლო და "დიდი", რე­პე­რის დას­თან ლინ­დას­თან, მე­ნე­ჯერ­თან ბენ­ნი მე­დი­ნას­თან, პრო­დი­უ­სერ დე­ი­მონ დეშ­თან, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე გო­გო­ნას­თან ერ­თად, ღა­მის კლუბ­ში წა­ვიდ­ნენ და ად­გი­ლე­ბი VIP ზო­ნა­ში და­ი­კა­ვეს.

  • იმ ღა­მეს გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ასა­ხუ­ლია ჯეი ლოსა და "დი­დის" კონ­ფლიქ­ტი. ინ­სა­ი­დე­რის თქმით, რო­მე­ლიც ინ­ცი­დენ­ტის მომსწრე გახ­და, ჩხუ­ბის შემ­დეგ წყვილ­მა წვე­უ­ლე­ბა თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად და­ტო­ვა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დო გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ეპი­ზო­დი ღა­მის კლუ­ბის­გან მო­შო­რე­ბულ სახ­ლში მოხ­და, მაგ­რამ რის გამო იჩხუ­ბა იმ სა­ღა­მოს წყვილ­მა - უც­ნო­ბია, ფაქ­ტია, რომ წყვი­ლი ერ­თად დარ­ჩა კი­დევ ხუთი თვე, სა­ბო­ლო­ოდ 2001 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­შორ­დნენ.

DailyMail.com-ის მიერ ნა­ნა­ხი ახა­ლი იუ­რი­დი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია ამ­ტკი­ცებს, რომ კომბსი სა­ვა­რა­უ­დოდ, "აგ­რე­სი­უ­ლად და შეშ­ლი­ლი მზე­რით მი­უ­ახ­ლოვ­და" გო­გო­ნას, შემ­დეგ კი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა.

  • მსხვერ­პლი აცხა­დებს, რომ ის ასე­ვე გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა უც­ნობ­მა მა­მა­კაც­მა, ხოლო კომბსი და ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ქალი ამ პრო­ცესს აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ. რე­პე­რი ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს. მისი ად­ვო­კა­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მას ქალ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად არა­სო­დეს უძა­ლა­დია. ცნო­ბი­ლია, რომ სარ­ჩელ­ში და­სა­ხე­ლე­ბულ მოწ­მე­ებ­ში ჯეი ლო არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი.

გა­სულ კვი­რას ნიუ-იორ­კის ფე­დე­რა­ლურ სა­სა­მარ­თლო­ში მო­სარ­ჩე­ლის ად­ვო­კა­ტის, ტონი ბაზ­რის მიერ შე­ტა­ნი­ლი სარ­ჩე­ლი დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს ინ­ცი­დენტს. მო­სარ­ჩე­ლე იმ დროს 13 წლის იყო და ბი­ლე­თის გა­რე­შე წა­ვი­და რა­დიო City Music Hall-ში, იმ იმე­დით, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე შე­ი­პა­რე­ბო­და.

გო­გო­ნას მცდე­ლო­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ ამ დროს შეხ­ვდა "დი­დის" მძღოლს, რო­მელ­მაც, მისი თქმით, უთხრა, რომ შოუს შემ­დეგ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. იგი ამ­ტკი­ცებ­და, რომ მძღოლ­მა ის "20 წუ­თის სა­ვალ­ზე“, "დიდი თეთ­რი სახ­ლის­კენ“ წა­იყ­ვა­ნა.

  • ქა­ლის მტკი­ცე­ბით, შიგ­ნით შეს­ვლი­სას მას სთხო­ვეს ხელი მო­ე­წე­რა არა­სა­ჯა­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე. ის ამ­ბობს, რომ სახ­ლში ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ნახა, რომ­ლე­ბიც კო­კა­ინ­სა და მა­რი­ხუ­ა­ნას მო­იხ­მარ­დნენ. გო­გო­ნამ მო­წი­თა­ლო-ყვი­თე­ლი სას­მე­ლი და­ლია, რო­მელ­საც ფორ­თოხ­ლის წვე­ნის გემო ჰქონ­და. მა­ლე­ვე თავი უც­ნა­უ­რად იგ­რძნო და და­სას­ვე­ნე­ბელ ად­გილს ეძებ­და. გო­გო­ნა ცა­რი­ელ სა­ძი­ნე­ბელ­ში შე­ვი­და",- ნათ­ქვა­მია 19-გვერ­დი­ან დო­კუ­მენ­ტში.

მალე კომბსი, მა­მა­კაც­თან და ქალ­თან ერ­თად, ოთახ­ში შე­ვი­და. "ის აგ­რე­სი­უ­ლად მი­უ­ახ­ლოვ­და მო­სარ­ჩე­ლეს, ხელ­ში აი­ტა­ცა და უთხრა: "შენ მზად ხარ წვე­უ­ლე­ბის­თვის!“ შემ­დეგ კომბსმა ის სხვა მა­მა­კაცს გა­დას­ცა, რო­მელ­მაც გო­გო­ნა გა­ა­შიშ­ვლა.

გო­გო­ნა ჯერ კომბსის თნმხლებ­მა კაც­მა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, ხოლო კომბსი და ასე­ვე ცნო­ბი­ლი ქალი უყუ­რებ­დნენ. მას შემ­დეგ, რაც აქტი და­ას­რუ­ლა, გო­გო­ნა­ზე ამ­ჯე­რად კომბსმა იძა­ლა­და, თან­მხლე­ბი ვარ­სკვლა­ვე­ბი კი უყუ­რებ­დნენ.

სარ­ჩელ­ში ნათ­ქვა­მია, რომ მსხვერ­პლი სა­ბო­ლო­ოდ გა­იქ­ცა წვე­უ­ლე­ბის ად­გი­ლი­დან და მა­მას და­უ­რე­კა, რო­მელ­მაც ის სახ­ლში წა­იყ­ვა­ნა. მომ­ხდა­რის შემ­დეგ, გო­გო­ნა ღრმა დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­და, რო­მე­ლიც დღემ­დე მოქ­მე­დებს მისი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ას­პექ­ტზე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სარ­ჩელ­ში.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საკუთარ თავში ადამიანი იპოვე
0

ებრაელებს აქვთ გამოთქმა___ფული კი არ აფუჭებს ადამიანს,არამედ ბევრი ფულის შოვნა გამოავლენს თუ სინამდვილეში ვინ არის იგი!

ანანო
2

ესე იცის ბევრმა ფულმა და ცარიელმა თავმა. ავადმყოფი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ვრცელდება Diddy-სა და ჯენიფერ ლოპესის კამათის კადრები: "ეს იმ ღამესაა გადაღებული, როცა კომბსმა 13 წლის მოზარდი გააუპატიურა"- რეპერის საქმის მორიგი სკანდალური დეტალები

ვრცელდება Diddy-სა და ჯენიფერ ლოპესის კამათის კადრები: "ეს იმ ღამესაა გადაღებული, როცა კომბსმა 13 წლის მოზარდი გააუპატიურა"- რეპერის საქმის მორიგი სკანდალური დეტალები

რეპერ P. Diddy-ს სკანდალი კვლავ აქტუალურია. ამჯერად მედია იმ საღამოს გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, როდესაც რეპერმა წვეულების შემდეგ, სავარაუდოდ, 13 წლის გოგონა გააუპატიურა.

კადრებში ჩანს, რომ მაშინდელი შეყვარებულები, "დიდი" და ჯენიფერ ლოპესი კამათობენ.

შეგახსენებთ, რომ წყვილის რომანი 1999 წლიდან 2001 წლამდე გაგრძელდა. შემზარავი ეპიზოდი კი რეპერის ბრალდებებიდან 2000 წლის აპრილში, MTV-ის დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გამართულ წვეულებაზე, ნიუ იორკში მოხდა. ფოტოებს Daily Mail აქვეყნებს.

არსებული ინფორმაციით, იმ საღამოს, ჯეი ლო და "დიდი", რეპერის დასთან ლინდასთან, მენეჯერთან ბენნი მედინასთან, პროდიუსერ დეიმონ დეშთან, ასევე რამდენიმე გოგონასთან ერთად, ღამის კლუბში წავიდნენ და ადგილები VIP ზონაში დაიკავეს.

  • იმ ღამეს გადაღებულ ფოტოებზე ასახულია ჯეი ლოსა და "დიდის" კონფლიქტი. ინსაიდერის თქმით, რომელიც ინციდენტის მომსწრე გახდა, ჩხუბის შემდეგ წყვილმა წვეულება თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო გაუპატიურების ეპიზოდი ღამის კლუბისგან მოშორებულ სახლში მოხდა, მაგრამ რის გამო იჩხუბა იმ საღამოს წყვილმა - უცნობია, ფაქტია, რომ წყვილი ერთად დარჩა კიდევ ხუთი თვე, საბოლოოდ 2001 წლის თებერვალში დაშორდნენ.

DailyMail.com-ის მიერ ნანახი ახალი იურიდიული დოკუმენტაცია ამტკიცებს, რომ კომბსი სავარაუდოდ, "აგრესიულად და შეშლილი მზერით მიუახლოვდა" გოგონას, შემდეგ კი გააუპატიურა.

  • მსხვერპლი აცხადებს, რომ ის ასევე გააუპატიურა უცნობმა მამაკაცმა, ხოლო კომბსი და ერთ-ერთი ცნობილი ქალი ამ პროცესს აკვირდებოდნენ. რეპერი ბრალდებას უარყოფს. მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ მას ქალზე სექსუალურად არასოდეს უძალადია. ცნობილია, რომ სარჩელში დასახელებულ მოწმეებში ჯეი ლო არ არის მითითებული.

გასულ კვირას ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში მოსარჩელის ადვოკატის, ტონი ბაზრის მიერ შეტანილი სარჩელი დეტალურად აღწერს ინციდენტს. მოსარჩელე იმ დროს 13 წლის იყო და ბილეთის გარეშე წავიდა რადიო City Music Hall-ში, იმ იმედით, რომ ღონისძიებაზე შეიპარებოდა.

გოგონას მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ ამ დროს შეხვდა "დიდის" მძღოლს, რომელმაც, მისი თქმით, უთხრა, რომ შოუს შემდეგ დაბრუნებულიყო. იგი ამტკიცებდა, რომ მძღოლმა ის "20 წუთის სავალზე“, "დიდი თეთრი სახლისკენ“ წაიყვანა.

  • ქალის მტკიცებით, შიგნით შესვლისას მას სთხოვეს ხელი მოეწერა არასაჯარო ხელშეკრულებაზე. ის ამბობს, რომ სახლში ბევრი ცნობილი ადამიანი ნახა, რომლებიც კოკაინსა და მარიხუანას მოიხმარდნენ. გოგონამ მოწითალო-ყვითელი სასმელი დალია, რომელსაც ფორთოხლის წვენის გემო ჰქონდა. მალევე თავი უცნაურად იგრძნო და დასასვენებელ ადგილს ეძებდა. გოგონა ცარიელ საძინებელში შევიდა",- ნათქვამია 19-გვერდიან დოკუმენტში.

მალე კომბსი, მამაკაცთან და ქალთან ერთად, ოთახში შევიდა. "ის აგრესიულად მიუახლოვდა მოსარჩელეს, ხელში აიტაცა და უთხრა: "შენ მზად ხარ წვეულებისთვის!“ შემდეგ კომბსმა ის სხვა მამაკაცს გადასცა, რომელმაც გოგონა გააშიშვლა.

გოგონა ჯერ კომბსის თნმხლებმა კაცმა გააუპატიურა, ხოლო კომბსი და ასევე ცნობილი ქალი უყურებდნენ. მას შემდეგ, რაც აქტი დაასრულა, გოგონაზე ამჯერად კომბსმა იძალადა, თანმხლები ვარსკვლავები კი უყურებდნენ.

სარჩელში ნათქვამია, რომ მსხვერპლი საბოლოოდ გაიქცა წვეულების ადგილიდან და მამას დაურეკა, რომელმაც ის სახლში წაიყვანა. მომხდარის შემდეგ, გოგონა ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, რომელიც დღემდე მოქმედებს მისი ცხოვრების ყველა ასპექტზე", - აღნიშნულია სარჩელში.

ნახეთ ასევე: