მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უტევს უკრაინა რუსეთის სპირტის ქარხნებს? - "ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ რუსმა ხალხმა ნაკლები დალიოს"
რატომ უტევს უკრაინა რუსეთის სპირტის ქარხნებს? - "ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ რუსმა ხალხმა ნაკლები დალიოს"

"რა­ტომ უტევს უკ­რა­ი­ნა რუ­სე­თის სპირ­ტის ქარ­ხნებს?“ - ამ სა­თა­უ­რით ბი-ბი-სის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რი ვრცელ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს.

ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყი­სი­დან რუ­სეთ­ში არ­სე­ბუ­ლი სპირ­ტის ქარ­ხნე­ბი არა­ერ­თხელ გახ­და უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნე­ბის სა­მიზ­ნე.

27 ოქ­ტომ­ბრის სა­ღა­მოს დრო­ნებ­მა იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს სპირ­ტის ქარ­ხა­ნა­ზე ქა­ლაქ ნოვ­ო­ხო­პერსკთან, ვო­რო­ნე­ჟის რე­გი­ონ­ში. ეს უკვე მე­ო­რე მსგავ­სი თავ­დას­ხმა იყო გა­სუ­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. ვო­რო­ნე­ჟის რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ალექ­სან­დრ გუ­სე­ვის თქმით, დრო­ნი მე­ურ­ნე­ო­ბის შე­ნო­ბის სა­ხუ­რავ­ზე და­ე­ცა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, თავ­დას­ხმას ხან­ძა­რი და მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია. დრო­ნებ­მა შე­უ­ტი­ეს ანენ­სკის რა­ი­ონ­საც, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი სპირ­ტის ქარ­ხა­ნა მდე­ბა­რე­ობს.

მა­ნამ­დე კი, 22 ოქ­ტომ­ბერს, დრო­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით თავს და­ესხნენ რუ­სე­თის სპირ­ტის ქარ­ხნებს, ტუ­ლის, ტამ­ბო­ვის და ვო­რო­ნე­ჟის რე­გი­ო­ნებ­ში, რის შე­დე­გა­დაც ზი­ა­ნი მი­ად­გა სა­წარ­მო­ებს. ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ათე­უ­ლო­ბით საბ­რძო­ლო დრო­ნი.

  • სპირ­ტი სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბის­თვის

გა­სულ წელს რუ­სებ­მა ძა­ლი­ან დიდი ოდე­ნო­ბის ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი შე­ი­ძი­ნეს. 2023 წელს ქვეყ­ნის თი­თო­ე­ულ მა­ცხოვ­რე­ბელ­ზე სა­შუ­ა­ლოდ რვა ლიტ­რი სუფ­თა სპირ­ტი მო­დი­ო­და, რაც ბოლო ცხრა წლის რე­კორ­დია.

უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, რომ სპირ­ტის ქარ­ხნებ­ზე თავ­დას­ხმე­ბი სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის და თავ­დაც­ვის საბ­ჭოს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ბრძო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ან­დრეი კო­ვა­ლენ­კოს თქმით, უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნე­ბი მარ­თლაც უტე­ვენ რუ­სე­თის სპირ­ტის ქარ­ხნებს. მისი თქმით, ეს ქარ­ხნე­ბი "შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბად“.

"რუ­სე­ბი სპირ­ტის ქარ­ხნებს იყე­ნე­ბენ არა მხო­ლოდ სპირ­ტის წარ­მო­ე­ბის­თვის, არა­მედ სხვა­დას­ხვა სა­ხის საწ­ვა­ვის და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლა­დაც, რაც სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი“, - ამ­ბობს კო­ვა­ლენ­კო. მისი თქმით, ქარ­ხნებ­ში აწარ­მო­ე­ბენ სა­რა­კე­ტო და სა­ა­ვი­ა­ციო საწ­ვავს, ასა­ფეთ­ქე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბებს, ხოლო სპირ­ტი ასე­ვე სა­ჭი­როა სა­ა­ვი­ა­ციო სფე­რო­ში: მას ამა­ტე­ბენ საწ­ვავ­ში, მუხ­რუ­ჭე­ბის სის­ტე­მებ­ში, წმენ­დის სი­თხე­ებ­ში და ყინ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში.

  • არის თუ არა ეს სი­მარ­თლე?

სპირ­ტის ნამ­დვი­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში. კერ­ძოდ, ჰიდ­რო­ლი­ზის მეშ­ვე­ო­ბით სპირ­ტი გარ­და­იქ­მნე­ბა ეთი­ლენ­გლი­კო­ლად, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს ასა­ფეთ­ქე­ბელ ნა­ერთ ეთი­ლენ­გლი­კოლ­დი­ნიტ­რა­ტად (ე.გ.დ.ნ), იგი­ვე ნიტ­როგ­ლი­კო­ლად.

პირ­ვე­ლად სუფ­თა ნიტ­როგ­ლი­კო­ლი 1870 წელს ბელ­გი­ელ­მა ქი­მი­კოს­მა ლუი ან­რიმ მი­ი­ღო, მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ეთი­ლენ­გლი­კო­ლის და­მა­ტე­ბით აზოტმჟა­ვა­სა და გო­გირდმჟა­ვას ნა­ზავ­ში, რო­მე­ლიც 0°C-მდე იყო გა­ცი­ე­ბუ­ლი. 1914 წელს გერ­მა­ნი­ამ ის დი­ნა­მი­ტის­თვის ან­ტიფ­რი­ზად გა­მო­ი­ყე­ნა.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, გლი­ცე­რი­ნის დე­ფი­ცი­ტის გამო, გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და უსუ­ნო დენ­თის წარ­მო­ე­ბა­ში, თუმ­ცა ტოქ­სი­კუ­რო­ბის გამო სამ­ხედ­რო სფე­რო­ში თით­ქმის აღარ იყე­ნე­ბენ. მას ზოგ­ჯერ ტე­რო­რის­ტე­ბი იყე­ნე­ბენ თვით­ნა­კე­თი ბომ­ბე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად.

სპირ­ტის ნა­ერ­თი პო­ლი­ე­თი­ლენ­გლი­კო­ლი ასე­ვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მყა­რი სა­რა­კე­ტო საწ­ვა­ვის კომ­პო­ნენ­ტებ­ში, ხოლო სპირ­ტი ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სამ­ხედ­რო მე­დი­ცი­ნა­ში. ის ობი­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც თავ­დას­ხმა მოხ­და რუ­სულ მე­დი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ისი­ნი პრო­დუქ­ცი­ას რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სექ­ტორს აწ­ვდი­ან.

სხვა რუსი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი, ვა­სი­ლი დან­დი­კი­ნი, ფიქ­რობს, რომ დრო­ნე­ბის იე­რიშ­მა შე­საძ­ლოა რუ­სულ ავი­ა­ცი­ას ავ­ნოს: "სპირ­ტის ქარ­ხნებს იმი­ტომ არ უტე­ვენ, რომ რუს­მა ხალ­ხმა ნაკ­ლე­ბი და­ლი­ოს. ვფიქ­რობ, ეს თავ­დას­ხმე­ბი სამ­ხედ­რო მიზ­ნებს უკავ­შირ­დე­ბა".

მისი გან­ცხა­დე­ბით სპირ­ტი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა არა მხო­ლოდ ალ­კოჰო­ლუ­რი და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა­ში, არა­მედ მრეწ­ვე­ლო­ბა­ში, მათ შო­რის მე­დი­ცი­ნა­სა და ავი­ა­ცი­ა­ში: სპირტზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი სი­თხე­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, თვითმფრი­ნა­ვე­ბის ყინ­ვის­გან და­სა­ცა­ვად.

ბი-ბი-სი-სთან სა­უბ­რი­სას უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა არ ისურ­ვა პირ­და­პი­რი პა­სუ­ხის გა­ცე­მა, თუ რა­ტომ უტე­ვენ რუ­სულ სპირ­ტის ქარ­ხნებს, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ობი­ექ­ტე­ბი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად იყ­ვნენ და­ცულ­ნი სა­ჰა­ე­რო და რა­დი­ო­ე­ლექტრო­ნუ­ლი თავ­დაც­ვით.

"რუ­სეთ­მა ბოლო თვე­ებ­ში სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­აძ­ლი­ე­რა, რაც ჩვე­ნი დრო­ნე­ბის­თვის თავ­დაც­ვის გა­და­ლახ­ვას უფრო რთულს ხდის. ეს ობი­ექ­ტე­ბი კი შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად იყ­ვნენ და­ცულ­ნი", - გან­მარ­ტა მან.

იხი­ლეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

რატომ უტევს უკრაინა რუსეთის სპირტის ქარხნებს? - "ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ რუსმა ხალხმა ნაკლები დალიოს"

რატომ უტევს უკრაინა რუსეთის სპირტის ქარხნებს? - "ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ რუსმა ხალხმა ნაკლები დალიოს"

"რატომ უტევს უკრაინა რუსეთის სპირტის ქარხნებს?“ - ამ სათაურით ბი-ბი-სის საინფორმაციო სამსახური ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთში არსებული სპირტის ქარხნები არაერთხელ გახდა უკრაინული დრონების სამიზნე.

27 ოქტომბრის საღამოს დრონებმა იერიში მიიტანეს სპირტის ქარხანაზე ქალაქ ნოვოხოპერსკთან, ვორონეჟის რეგიონში. ეს უკვე მეორე მსგავსი თავდასხმა იყო გასული კვირის განმავლობაში. ვორონეჟის რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის თქმით, დრონი მეურნეობის შენობის სახურავზე დაეცა. მისივე განცხადებით, თავდასხმას ხანძარი და მსხვერპლი არ მოჰყოლია. დრონებმა შეუტიეს ანენსკის რაიონსაც, სადაც ადგილობრივი სპირტის ქარხანა მდებარეობს.

მანამდე კი, 22 ოქტომბერს, დრონების მეშვეობით თავს დაესხნენ რუსეთის სპირტის ქარხნებს, ტულის, ტამბოვის და ვორონეჟის რეგიონებში, რის შედეგადაც ზიანი მიადგა საწარმოებს. ოპერაციაში მონაწილეობდა ათეულობით საბრძოლო დრონი.

  • სპირტი სამხედრო მიზნებისთვის

გასულ წელს რუსებმა ძალიან დიდი ოდენობის ალკოჰოლური სასმელი შეიძინეს. 2023 წელს ქვეყნის თითოეულ მაცხოვრებელზე საშუალოდ რვა ლიტრი სუფთა სპირტი მოდიოდა, რაც ბოლო ცხრა წლის რეკორდია.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სპირტის ქარხნებზე თავდასხმები სამხედრო მიზნებით ხორციელდება. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრეი კოვალენკოს თქმით, უკრაინული დრონები მართლაც უტევენ რუსეთის სპირტის ქარხნებს. მისი თქმით, ეს ქარხნები "შეიძლება ჩაითვალოს სამხედრო ობიექტებად“.

"რუსები სპირტის ქარხნებს იყენებენ არა მხოლოდ სპირტის წარმოებისთვის, არამედ სხვადასხვა სახის საწვავის და ასაფეთქებელი ნივთიერებების დასამზადებლადაც, რაც სამხედრო მიზნებისთვის არის განკუთვნილი“, - ამბობს კოვალენკო. მისი თქმით, ქარხნებში აწარმოებენ სარაკეტო და საავიაციო საწვავს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს, ხოლო სპირტი ასევე საჭიროა საავიაციო სფეროში: მას ამატებენ საწვავში, მუხრუჭების სისტემებში, წმენდის სითხეებში და ყინვის საწინააღმდეგო საშუალებებში.

  • არის თუ არა ეს სიმართლე?

სპირტის ნამდვილად გამოიყენება ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებაში. კერძოდ, ჰიდროლიზის მეშვეობით სპირტი გარდაიქმნება ეთილენგლიკოლად, რომელიც შემდგომში შეიძლება იქცეს ასაფეთქებელ ნაერთ ეთილენგლიკოლდინიტრატად (ე.გ.დ.ნ), იგივე ნიტროგლიკოლად.

პირველად სუფთა ნიტროგლიკოლი 1870 წელს ბელგიელმა ქიმიკოსმა ლუი ანრიმ მიიღო, მცირე რაოდენობით ეთილენგლიკოლის დამატებით აზოტმჟავასა და გოგირდმჟავას ნაზავში, რომელიც 0°C-მდე იყო გაციებული. 1914 წელს გერმანიამ ის დინამიტისთვის ანტიფრიზად გამოიყენა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, გლიცერინის დეფიციტის გამო, გამოიყენებოდა უსუნო დენთის წარმოებაში, თუმცა ტოქსიკურობის გამო სამხედრო სფეროში თითქმის აღარ იყენებენ. მას ზოგჯერ ტერორისტები იყენებენ თვითნაკეთი ბომბების დასამზადებლად.

სპირტის ნაერთი პოლიეთილენგლიკოლი ასევე გამოიყენება მყარი სარაკეტო საწვავის კომპონენტებში, ხოლო სპირტი ფართოდ გამოიყენება სამხედრო მედიცინაში. ის ობიექტები, რომლებზეც თავდასხმა მოხდა რუსულ მედიაში აცხადებენ, რომ ისინი პროდუქციას რუსეთის თავდაცვის სექტორს აწვდიან.

სხვა რუსი სამხედრო ექსპერტი, ვასილი დანდიკინი, ფიქრობს, რომ დრონების იერიშმა შესაძლოა რუსულ ავიაციას ავნოს: "სპირტის ქარხნებს იმიტომ არ უტევენ, რომ რუსმა ხალხმა ნაკლები დალიოს. ვფიქრობ, ეს თავდასხმები სამხედრო მიზნებს უკავშირდება".

მისი განცხადებით სპირტი გამოიყენება არა მხოლოდ ალკოჰოლური და საკვები პროდუქციის წარმოებაში, არამედ მრეწველობაში, მათ შორის მედიცინასა და ავიაციაში: სპირტზე დამზადებული სითხეები გამოიყენება, თვითმფრინავების ყინვისგან დასაცავად.

ბი-ბი-სი-სთან საუბრისას უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა არ ისურვა პირდაპირი პასუხის გაცემა, თუ რატომ უტევენ რუსულ სპირტის ქარხნებს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ობიექტები ყველაზე ნაკლებად იყვნენ დაცულნი საჰაერო და რადიოელექტრონული თავდაცვით.

"რუსეთმა ბოლო თვეებში საჰაერო თავდაცვა მნიშვნელოვნად გააძლიერა, რაც ჩვენი დრონებისთვის თავდაცვის გადალახვას უფრო რთულს ხდის. ეს ობიექტები კი შედარებით ნაკლებად იყვნენ დაცულნი", - განმარტა მან.

იხილეთ ასევე: