პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია ევროკავშირის გაფართოებს ანგარიშში საქართველოს შესახებ და რა განცხადებით მიმართა ბორელმა "ქართულ ოცნებას"
რა წერია ევროკავშირის გაფართოებს ანგარიშში საქართველოს შესახებ და რა განცხადებით მიმართა ბორელმა "ქართულ ოცნებას"

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა შეც­ვა­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნა­რა­ტი­ვე­ბი ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ქვეყ­ნის მი­მართ მისი მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხებ პრო­აქ­ტი­უ­ლი და ობი­ექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ით , - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის გა­ფარ­თო­ე­ბის ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც დღეს გა­მოქ­ვეყ­ნდა.

  • დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ძი­რი­თა­დად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცია რჩე­ბა ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კის გა­ცხა­დე­ბულ მიზ­ნად, გა­სუ­ლი წლის რე­ფორ­მე­ბი და ზო­გი­ერ­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და ამ მი­ზანს და ევ­რო­კავ­ში­რის დღის წეს­რიგ­ში პროგ­რე­სის­თვის მთავ­რო­ბის მიერ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო შე­ზღუ­დუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ყუ­რა­დღე­ბა.

„სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა გან­მარ­ტოს თა­ვი­სი გან­ზრახ­ვე­ბი ამ მოქ­მე­დე­ბის კურ­სის შეც­ვლის გზით. ევ­რო­კავ­შირ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის უფრო ეფექ­ტი­ა­ნად გა­სა­ტა­რებ­ლად სა­ჭი­როა უფრო ძლი­ე­რი მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტში. უნდა გაძ­ლი­ერ­დეს სა­მი­ნის­ტრთა­შო­რი­სო კო­ორ­დი­ნა­ცია და სა­მო­ქა­ლა­ქო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის დღის წეს­რი­გის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა შეც­ვა­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნა­რა­ტი­ვე­ბი ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ქვეყ­ნის მი­მართ მისი მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხებ პრო­აქ­ტი­უ­ლი და ობი­ექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, 2024 წლის ივ­ნის­ში მი­ღე­ბუ­ლი დას­კვნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 2024 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს ევ­რო­პულ­მა საბ­ჭომ კი­დევ ერთხელ გა­მო­ხა­ტა თა­ვი­სი სე­რი­ო­ზუ­ლი შეშ­ფო­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის მი­მართ, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და პრინ­ცი­პებს, რომ­ლებ­საც ევ­რო­კავ­ში­რი ეფუძ­ნე­ბა.

„ევ­რო­პულ­მა საბ­ჭომ გა­იხ­სე­ნა, რომ ასე­თი ქმე­დე­ბა საფრ­თხეს უქ­მნის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ გზას და დე ფაქ­ტო აჩე­რებს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცესს. ევ­რო­კავ­ში­რის სა­ერ­თო სა­გა­რეო და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კას­თან თავ­სე­ბა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კვლავ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ბა­ლი რჩე­ბა, ანუ 49%. სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რუ­სე­თის­კენ/ რუ­სე­თი­დან სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

ამას­თან, ან­გა­რიშ­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო თა­ნამ­შრომ­ლობ­და ევ­რო­კავ­შირ­თან სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ევ­რო­კავ­ში­რი მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას მის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში და 2008 წლი­დან არის ჩარ­თუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი მოგ­ვა­რე­ბის მცდე­ლო­ბებ­ში, მათ შო­რის ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ი­სა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში კრი­ზი­სის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის მუ­შა­ო­ბით.

  • დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, სის­ხლის სა­მარ­თლის რე­ფორ­მამ და პო­ლი­ცი­ის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ იმ­პულ­სი მო­ი­პო­ვა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით შე­დე­გე­ბი შე­ზღუ­დუ­ლია. ამას­თან, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნი­სა და გა­მო­ძი­ე­ბის ორ­გა­ნო­ებს შო­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­მი­ჯვნის შე­სა­ხებ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ჯერ კი­დევ არ არის გან­ხი­ლუ­ლი.

"კო­მი­სი­ის გა­სუ­ლი წლის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ნა­წი­ლობ­რივ შეს­რულ­და და ძა­ლა­ში რჩე­ბა. მო­მა­ვალ წელს სა­ქარ­თვე­ლომ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის უწყვე­ტი შეს­რუ­ლე­ბა და გა­აძ­ლი­ე­როს ქმე­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­ში თავ­შე­საფ­რის უსა­ფუძ­ვლო გა­ნა­ცხა­დე­ბის მზარ­დი რა­ო­დე­ნო­ბი­სა და უკა­ნო­ნი ყოფ­ნის სა­კი­თხის მო­საგ­ვა­რებ­ლად, გა­აგ­რძე­ლოს ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად, კო­რუფ­ცი­ი­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცია/დაძ­ლე­ვი­სა და აქ­ტი­ვე­ბის აღ­დგე­ნის მიზ­ნით, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს სა­ზღვრის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მარ­თვის სტრა­ტე­გი­ი­სა და მისი თან­მხლე­ბი სა­მოქ­მე­დო გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეფექ­ტუ­რი დონე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

ამას­თან ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, ჯო­ზეფ ბო­რელ­მა გა­ფარ­თო­ე­ბის შე­სა­ხებ ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და:

"ჩვე­ნი ან­გა­რი­ში ნა­თე­ლი გზის წი­ნა­და­დე­ბით გა­მო­დის ხე­ლახ­ლა ჩარ­თუ­ლო­ბის­თვის. თუ ამის პო­ლი­ტი­კუ­რი ნება იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რებ­ში - ჩვენ ნა­თელ გზას ვთა­ვა­ზობთ ევ­რო­კავ­ში­რის­კენ გზა­ზე ხე­ლახ­ლა ჩარ­თუ­ლო­ბის­თვის.

“უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ” კა­ნო­ნის გაწ­ვე­ვა, რო­მელ­საც ცუდი გავ­ლე­ნა აქვს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე, და ე.წ. “ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის” კა­ნო­ნის გაწ­ვე­ვა, ვი­ნა­ი­დან, დის­კრი­მი­ნა­ცია ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ არის ჩვენს ევ­რო­კავ­ში­რის ოჯახ­ში”, - გა­ნა­ცხა­და ბო­რელ­მა.

  • ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ დამ­კვირ­ვებ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი თა­ვი­სუ­ფალ და სა­მარ­თლი­ა­ნად არ გა­მო­უ­ცხა­დე­ბი­ათ.

"რე­ა­ლო­ბა უნდა გა­ვი­გოთ, შე­საძ­ლოა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ორ­ბანს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი აქვს, მაგ­რამ დამ­კვირ­ვებ­ლებს არ­ჩევ­ნე­ბი არ გა­მო­უ­ცხა­დე­ბი­ათ, რო­გორც თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი. ჩვე­უ­ლებ­რივ, რო­დე­საც დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი თვლი­ან, რომ არ­ჩევ­ნე­ბი თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნია, ისი­ნი ასე ამ­ბო­ბენ. მათ არც სა­პი­რის­პი­რო უთ­ქვამთ, მაგ­რამ არ უთ­ქვამთ რომ იგი თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი იყო. დარ­ღვე­ვე­ბის გრძე­ლი სიაა, რო­მე­ლიც ანა­ლიზ­სა და გან­ხილ­ვას სა­ჭი­რო­ებს. ჩვენ ვე­ლით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი არი­ან სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის მარ­თვა­ზე, ამას გამჭვირ­ვა­ლედ გა­ა­კე­თე­ბენ.

ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ი­სა და შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის გა­მო­ძი­ე­ბას ვე­ლით. დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის თქმით, მთე­ლი პრო­ცე­სი გა­მო­ირ­ჩე­ო­და და­ძა­ბუ­ლო­ბით, პრო­ცე­დუ­რუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლებ­ზე, პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ჩა­მორ­თმე­ვი­თა და და­ში­ნე­ბით. წა­ი­კი­თხეთ ან­გა­რი­ში და თქვე­ნი შე­ფა­სე­ბა გა­მო­ი­ტა­ნეთ. რა თქმა უნდა, ჩემი შე­ფა­სე­ბა უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შე­ფა­სე­ბის­გან გან­სხვავ­დე­ბა, მაგ­რამ რო­გორც წესი, ევ­რო­კავ­ში­რის ყვე­ლა წევ­რს მსგავ­სი შე­ხე­დუ­ლე­ბა არ აქვს“, - აღ­ნიშ­ნა ჯო­ზეფ ბო­რელ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

რა წერია ევროკავშირის გაფართოებს ანგარიშში საქართველოს შესახებ და რა განცხადებით მიმართა ბორელმა "ქართულ ოცნებას"

რა წერია ევროკავშირის გაფართოებს ანგარიშში საქართველოს შესახებ და რა განცხადებით მიმართა ბორელმა "ქართულ ოცნებას"

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივები ევროკავშირისა და ქვეყნის მიმართ მისი მხარდაჭერის შესახებ პროაქტიული და ობიექტური კომუნიკაციით , - ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

  • დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები ძირითადად ფუნქციონირებს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია რჩება ქვეყნის პოლიტიკის გაცხადებულ მიზნად, გასული წლის რეფორმები და ზოგიერთი განვითარებული მოვლენა არ შეესაბამებოდა ამ მიზანს და ევროკავშირის დღის წესრიგში პროგრესისთვის მთავრობის მიერ მობილიზებული იყო შეზღუდული პოლიტიკური ყურადღება.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განმარტოს თავისი განზრახვები ამ მოქმედების კურსის შეცვლის გზით. ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების უფრო ეფექტიანად გასატარებლად საჭიროა უფრო ძლიერი მრავალპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფო ინსტიტუტში. უნდა გაძლიერდეს სამინისტრთაშორისო კოორდინაცია და სამოქალაქო მონაწილეობა ევროკავშირის დღის წესრიგის განსახორციელებლად. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივები ევროკავშირისა და ქვეყნის მიმართ მისი მხარდაჭერის შესახებ პროაქტიული და ობიექტური კომუნიკაციით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, 2024 წლის ივნისში მიღებული დასკვნების საფუძველზე, 2024 წლის 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება.

„ევროპულმა საბჭომ გაიხსენა, რომ ასეთი ქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადობის მაჩვენებელი კვლავ მნიშვნელოვნად დაბალი რჩება, ანუ 49%. საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა რუსეთისკენ/ რუსეთიდან სხვადასხვა მიმართულებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო თანამშრომლობდა ევროკავშირთან სანქციების გვერდის ავლის თავიდან აცილების მიზნით.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და 2008 წლიდან არის ჩართული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მცდელობებში, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობით.

  • დოკუმენტის თანახმად, სისხლის სამართლის რეფორმამ და პოლიციის რეორგანიზაციამ იმპულსი მოიპოვა, მაგრამ ჯერჯერობით შედეგები შეზღუდულია. ამასთან, სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ორგანოებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის შესახებ გათვალისწინებული ძირითადი კანონმდებლობა ჯერ კიდევ არ არის განხილული.

"კომისიის გასული წლის რეკომენდაციები ნაწილობრივ შესრულდა და ძალაში რჩება. მომავალ წელს საქართველომ უნდა უზრუნველყოს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტი შესრულება და გააძლიეროს ქმედება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების მზარდი რაოდენობისა და უკანონი ყოფნის საკითხის მოსაგვარებლად, გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულება ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით ფულის გათეთრების წინააღმდეგ საბრძოლველად, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის პრევენცია/დაძლევისა და აქტივების აღდგენის მიზნით, შეინარჩუნოს საზღვრის ინტეგრირებული მართვის სტრატეგიისა და მისი თანმხლები სამოქმედო გეგმების განხორციელების ეფექტური დონე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა გაფართოების შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა:

"ჩვენი ანგარიში ნათელი გზის წინადადებით გამოდის ხელახლა ჩართულობისთვის. თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება საქართველოს ლიდერებში - ჩვენ ნათელ გზას ვთავაზობთ ევროკავშირისკენ გზაზე ხელახლა ჩართულობისთვის.

“უცხოური გავლენის შესახებ” კანონის გაწვევა, რომელსაც ცუდი გავლენა აქვს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებზე, და ე.წ. “ოჯახური ღირებულებების” კანონის გაწვევა, ვინაიდან, დისკრიმინაცია ღირებულება არ არის ჩვენს ევროკავშირის ოჯახში”, - განაცხადა ბორელმა.

  • ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დამკვირვებლებს საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალ და სამართლიანად არ გამოუცხადებიათ.

"რეალობა უნდა გავიგოთ, შესაძლოა პრემიერ-მინისტრ ორბანს განსხვავებული აზრი აქვს, მაგრამ დამკვირვებლებს არჩევნები არ გამოუცხადებიათ, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ჩვეულებრივ, როდესაც დამკვირვებლები თვლიან, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია, ისინი ასე ამბობენ. მათ არც საპირისპირო უთქვამთ, მაგრამ არ უთქვამთ რომ იგი თავისუფალი და სამართლიანი იყო. დარღვევების გრძელი სიაა, რომელიც ანალიზსა და განხილვას საჭიროებს. ჩვენ ველით, რომ საქართველოს ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საარჩევნო პროცესის მართვაზე, ამას გამჭვირვალედ გააკეთებენ.

ჩვენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და შესაბამისი ორგანოების მიერ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევების გამოძიებას ველით. დამკვირვებლების თქმით, მთელი პროცესი გამოირჩეოდა დაძაბულობით, პროცედურული შეუსაბამობებით, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულებზე, პირადობის მოწმობის ჩამორთმევითა და დაშინებით. წაიკითხეთ ანგარიში და თქვენი შეფასება გამოიტანეთ. რა თქმა უნდა, ჩემი შეფასება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეფასებისგან განსხვავდება, მაგრამ როგორც წესი, ევროკავშირის ყველა წევრს მსგავსი შეხედულება არ აქვს“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

წაიკითხეთ ასევე: