სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თურმე ტყუილი აღმოჩნდა, როცა ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ ვერავინ გაიგებდა, ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა" - რას წერს ვახუშტი მენაბდე?
"თურმე ტყუილი აღმოჩნდა, როცა ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ ვერავინ გაიგებდა, ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა" - რას წერს ვახუშტი მენაბდე?

აღ­მოჩ­ნდა, რომ რო­დე­საც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ზე მოს­ყიდ­ვით, გად­მო­ბი­რე­ბით თუ და­ში­ნე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რებ­და, მათ სწო­რედ ფა­რუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვით აშან­ტა­ჟებ­და - არ­ჩევ­ნე­ბის დღეს გა­ვი­გეთ, რომ ფა­რუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის მუ­ქა­რა რე­ა­ლუ­რი იყო! პას­პორ­ტე­ბის, პი­რა­დო­ბე­ბის პრობ­ლე­მი­სა და სხვა მე­თო­დე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის გა­რე­შეც გა­სა­გე­ბია, რომ არ­ჩევ­ნე­ბი არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რია! - ამის თა­ო­ბა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე წერს.

მე­ნაბ­დის შე­ფა­სე­ბით, სწო­რედ ამ უკა­ნას­კნელ­მა ფაქ­ტორ­მა 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბას სა­ბო­ლოო წერ­ტი­ლი და­უს­ვა და ის არა­ლე­გი­ტი­მუ­რად აქ­ცია.

  • მე­ნაბ­დის აზ­რით, “ფა­რუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის ნა­ბი­ჯით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ფა­რე­ბულ ად­გი­ლას ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ი­დან ზღვა­რი გა­და­ლა­ხა“ და ად­გი­ლი აქვს ღია დარ­ღვე­ვას, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი დღე­სა­ვით ნა­თე­ლია.

“რო­გორ მოხ­და ისე, რომ ცეს­კოს შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” 1 119 908 ხმა და შე­დე­გად 89 მან­და­ტი მი­ი­ღო? დღეს ეს ცენ­ტრა­ლუ­რი კი­თხვაა, რო­მელ­ზე პა­სუ­ხიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ის სა­არ­ჩევ­ნო ნა­წი­ლის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის ლო­გი­კას ხსნის - გვა­ნა­ხებს, რო­გო­რი ჩამ­პა­ლი და გარ­ყვნი­ლია ის და რომ ასე­თი გა­მარ­ჯვე­ბა უზურ­პა­ცი­აა.

დღეს კონ­ცენ­ტრა­ცია კენ­ჭისყ­რის დღე­ზეა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით ადრე და­ი­წყო და არ­ჩევ­ნე­ბის ბედი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე დიდი ხნით ადრე გა­და­წყდა. მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის ჯაჭვმა კენ­ჭისყ­რის დღეს რომ გაგ­რძელ­და და დღემ­დე არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, “ოც­ნე­ბის” ყალ­ბი გა­მარ­ჯვე­ბა გა­ხა­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ამა­ზე შე­იძ­ლე­ბა გვი­თხრან, თუ ყვე­ლა­ფე­რი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე იყო გა­და­წყვე­ტი­ლი, მა­შინ სა­ერ­თოდ რა­ტომ მი­ე­ცით ხმა? ოპო­ზი­ცი­ამ რა­ტომ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ­ჩევ­ნებ­ში? თუ მარ­თლა ასე ფიქ­რობ­დით აქამ­დე, გეთ­ქვათ, რომ ყვე­ლა­ფე­რი უკვე გა­და­წყვე­ტი­ლია, ეს არ­ჩევ­ნე­ბი წი­ნას­წარ მა­ნი­პუ­ლი­რე­ბუ­ლი და სა­ნამ პრობ­ლე­მე­ბი არ გა­მოს­წორ­დე­ბა იქამ­დე ის ლე­გი­ტი­მუ­რი არ იქ­ნე­ბაო. ახლა რომ წა­ა­გეთ მა­გი­ტომ გინ­დათ მა­გი­დის აყი­რა­ვე­ბა - ესაა ”ოც­ნე­ბის” მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი.

ამ არ­გუ­მენტს პა­სუ­ხი სჭირ­დე­ბა და ეს პა­სუ­ხი ასე­თია: - არ­ჩევ­ნე­ბის დღეს გა­მოვ­ლე­ნილ­მა დარ­ღვე­ვებ­მა დაგ­ვა­ნა­ხა, რომ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის ყვე­ლა ის მე­თო­დი, რო­მელ­საც იყე­ნებ­დით ეფექ­ტი­ა­ნი იყო, ხოლო ყვე­ლა და­ზღვე­ვა, რო­მე­ლიც ვი­თომ კა­ნონ­ში ჩა­წე­რეთ ან ცეს­კომ შე­ი­მუ­შა­ვა - ფარ­სი. ეს არ­ჩევ­ნე­ბის დღეს გახ­და ცხა­დი.

არ­ჩევ­ნე­ბის დღეს გა­ვი­გეთ რომ იყე­ნებ­დით მე­თოდს, რო­მელ­საც ვე­რაფ­რით და­ვა­ზღვევ­დით, რომ ყვე­ლა ჩვე­ნი მცდე­ლო­ბა წინ აღვდგო­მო­დით თქვენს მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას, უსარ­გებ­ლო იყო. ეს ცხა­დი ელექტრო­ნუ­ლი ხმის მი­ცე­მის წე­სის ფა­რუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვამ გა­ხა­და და საია ძა­ლი­ან სწო­რად იქ­ცე­ვა, რო­დე­საც ყვე­ლა იმ უბანს (ხმე­ბის 90%) ასა­ჩივ­რებს, სა­დაც არ­ჩევ­ნე­ბი ელექტრო­ნუ­ლად ჩა­ტარ­და.

მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი, ცეს­კო და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ჯა­როდ გვარ­წმუ­ნებ­და, რომ ვე­რა­ვინ გა­ი­გებ­და, ვის მის­ცა ხმა ამომ­რჩე­ველ­მა. ჩვენ იგი­ვეს ვა­კე­თებ­დით ამომ­რჩევ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას და ვამ­ტკი­ცებ­დით, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ვინ­მემ მო­ქა­ლა­ქის არ­ჩე­ვა­ნი გა­ი­გოს. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ტყუ­ი­ლია და სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა სა­ინ­ტე­რე­სო ხმის აღ­რი­ცხვა შე­იძ­ლე­ბა. ეს ცხა­დია ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იცო­და და როცა ადა­მი­ა­ნე­ბის არ­ჩე­ვა­ნით მა­ნი­პუ­ლი­რებ­და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ მოს­ყიდ­ვით, გად­მო­ბი­რე­ბით თუ და­ში­ნე­ბით სწო­რედ ფა­რუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვით აშან­ტა­ჟებ­და მათ. ეუბ­ნე­ბო­და, რომ მისი ხმა ფა­რუ­ლი არ არის და თუ გა­ბე­დავს და ოპო­ზი­ცი­ას მის­ცემს ხმას, ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა. არ­ჩევ­ნე­ბის დღეს გა­ვი­გეთ, რომ ეს მუ­ქა­რა რე­ა­ლუ­რი იყო.

სწო­რედ ამ უკა­ნას­კნელ­მა ფაქ­ტორ­მა სა­ბო­ლოო წერ­ტი­ლი და­უს­ვა ამ არ­ჩევ­ნე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბას და ის არა­ლე­გი­ტი­მუ­რად აქ­ცია. მას შემ­დეგ, რაც და­დას­ტურ­და, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ფა­რუ­ლი არ იყო, ყვე­ლა ის მე­თო­დი, ინ­სტრუ­მენ­ტი, გზა თუ სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც აქამ­დე მხო­ლოდ გამ­კლა­ვე­ბად ან ნა­ხევ­რად ეფექ­ტურ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ად აღიქ­მე­ბო­და, რე­ა­ლურ მუ­ქა­რად, არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის თვალ­ნა­თელ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად იქცა.

ფა­რუ­ლო­ბა ზო­გა­და­დაც არ­ჩევ­ნე­ბის გა­დამ­წყვე­ტი პრინ­ცი­პია, მაგ­რამ ჩვენ­თვის ცნო­ბილ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებ­თან კო­რე­ლა­ცი­ა­ში, ის ფარ­დას ხდის არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის ის­ტო­რი­ის მთა­ვარ ღერძს და სრუ­ლი­ად აქ­რობს ყვე­ლა კი­თხვის ნი­შანს.

თუმ­ცა ერ­თში კი მარ­თა­ლია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, როცა კი­თხუ­ლობს ასეთ არ­ჩევ­ნებ­ში რა­ტომ მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბაო. ამ ქვე­ყა­ნა­ში აღარ უნდა ჩა­ტარ­დეს არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის იმ მე­თო­დებს და­საშ­ვე­ბად მი­იჩ­ნევს და ეგუ­ე­ბა, რო­მელ­საც ქვე­მოთ ჩა­მოვ­თვლი.

ყვე­ლა­ფე­რი იწყე­ბა მა­შინ, როცა არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პარ­ტია სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის სა­კუ­თა­რი მომ­ხრე­ე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბას იწყებს. ამით ბი­უ­როკ­რა­ტია რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს, დიდ­წი­ლად პარ­ტი­ის მსა­ხუ­რი ხდე­ბა. და ეს არ არის მხო­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ ხმის მი­ცე­მა. ეს მო­ი­ცავს სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში თუ რე­ა­ლურ სივ­რცე­ში მუდ­მივ პრო­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პრო­პა­გან­დას, რაც მო­ი­ცავს ამ ხალ­ხის ოჯა­ხის წევ­რე­ბის იძუ­ლე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რონ მმარ­თველ ძა­ლას, პარ­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია მათ მიერ სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნი­სას პარ­ტი­ის სა­სარ­გებ­ლოდ მი­ღე­ბულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და ამით მის­თვის უპი­რა­ტე­სო­ბის მი­ნი­ჭე­ბას.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ადა­მი­ა­ნი სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­შია და­საქ­მე­ბუ­ლი, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი არაა ასეთ ხალ­ხს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის გამო ვერ უშ­ვე­ბენ, მაგ­რამ დიდი ნა­წი­ლი ზე­წო­ლის ქვეშ ჰყავთ, რომ გა­ა­კე­თე­ბი­ნონ იგი­ვე, რაც პირ­ველ კა­ტე­გო­რი­ას. რა თქმა უნდა, არის ისე­თე­ბიც, ვი­საც ამას ვერ უბე­და­ვენ, ისე­თე­ბიც ვინც ამას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა მაგ­რამ ეს მცი­რე ნა­წი­ლია.

სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბულ­თა რი­ცხვი 300 000-ს აღ­წევს და არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ მათ ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ჰყავთ.

მე­ო­რე მე­თო­დია სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის მიმ­ღებ პირ­თა და­ში­ნე­ბა, რომ ამ ბე­ნე­ფი­ტის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბენ. ან პი­რი­ქით იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ჩას­მა პროგ­რა­მა­ში ვი­საც აქამ­დე უარს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ. დღეს დახ­მა­რე­ბას 450 000 ადა­მი­ა­ნი იღებს.

მე­სა­მე მე­თო­დია კა­ნონ­თან კონ­ფლიქ­ტში მყოფ პი­რებ­თან ვაჭ­რო­ბა. ვი­საც სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აქვთ, მათი სას­ჯე­ლე­ბის შერ­ბი­ლე­ბა, ვი­საც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი, იმა­თი სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბით გად­მო­ბი­რე­ბა, მა­გა­ლი­თად მარ­თვის მოწ­მო­ბის “შე­წყა­ლე­ბა”. კრი­მი­ნა­ლურ წრე­ებს კამ­პა­ნი­ა­შიც რთა­ვენ და ამ კუ­თხი­თაც იყე­ნე­ბენ.

მე­ო­თხეა სხვა­დას­ხვა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით მოს­ყიდ­ვა. ვი­ღა­ცას მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვას მის­ცე­მენ, ვი­ღა­ცას ერთჯე­რად დახ­მა­რე­ბას გა­მო­უ­ყო­ფენ, ვი­ღა­ცას რა­ღა­ცას და­უ­ფი­ნან­სე­ბენ და სხვა წვრილ-წვრი­ლი მე­თო­დე­ბი.

მე­ხუ­თე მე­თო­დია უშუ­ა­ლოდ თან­ხის გა­და­ცე­მა ხმის სა­ნაც­ვლოდ.

ეს არ არის ამომ­წუ­რა­ვი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, ამას ემა­ტე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და სა­სა­მარ­თლოს მი­კერ­ძო­ე­ბა, სა­დაც თუ რამე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­ე­პა­რა და გა­მო­ი­ჭი­რეს, ქო­თანს სა­ი­და­ნაც უნდა იქი­დან მო­ა­ბა­მენ ყურს და სა­ჩი­ვა­რი უსა­ფუძ­ვლო აღ­მოჩ­ნდე­ბა, “ოც­ნე­ბა“ კი უმ­წიკ­ვლო.

სა­ბო­ლო­ოდ, ამ ყვე­ლაფ­რის და სხვა ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ა­ხერ­ხა და არ­ჩევ­ნებ­ში “გა­ი­მარ­ჯვა”, მაგ­რამ ამის­თვის დას­ჭირ­და რა­ღაც ისე­თი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა, რა­საც აქამ­დე ვერ ბე­დავ­და. ეს ნა­ბი­ჯი ფა­რუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვა იყო და სწო­რედ ამ ნა­ბი­ჯით გა­და­ლა­ხა მან ზღვა­რი მო­ფა­რე­ბულ ად­გი­ლას ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ი­დან, რაც ძნე­ლად ამო­იც­ნო­ბა, ღია დარ­ღვე­ვა­ში, სა­დაც უკვე ყვე­ლა­ფე­რი დღე­სა­ვით ნა­თე­ლია.

ამ პოს­ტში გან­ზრახ არ ვსა­უბ­რობ პას­პორ­ტე­ბის და პი­რა­დო­ბე­ბის პრობ­ლე­მა­ზე და სხვა მე­თო­დებ­ზე - მათი დამ­ტკი­ცე­ბის გა­რე­შეც გა­სა­გე­ბია, რომ არ­ჩევ­ნე­ბი არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რია“, - წერს ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"თურმე ტყუილი აღმოჩნდა, როცა ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ ვერავინ გაიგებდა, ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა" - რას წერს ვახუშტი მენაბდე?

"თურმე ტყუილი აღმოჩნდა, როცა ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ ვერავინ გაიგებდა, ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა" - რას წერს ვახუშტი მენაბდე?

აღმოჩნდა, რომ როდესაც წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ადამიანებზე მოსყიდვით, გადმობირებით თუ დაშინებით მანიპულირებდა, მათ სწორედ ფარულობის დარღვევით აშანტაჟებდა - არჩევნების დღეს გავიგეთ, რომ ფარულობის დარღვევის მუქარა რეალური იყო! პასპორტების, პირადობების პრობლემისა და სხვა მეთოდების დამტკიცების გარეშეც გასაგებია, რომ არჩევნები არაკონსტიტუციურია! - ამის თაობაზე სოციალურ ქსელში, კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე წერს.

მენაბდის შეფასებით, სწორედ ამ უკანასკნელმა ფაქტორმა 26 ოქტომბრის არჩევნების კანონიერების შესახებ მსჯელობას საბოლოო წერტილი დაუსვა და ის არალეგიტიმურად აქცია.

  • მენაბდის აზრით, “ფარულობის დარღვევის ნაბიჯით, ხელისუფლებამ მოფარებულ ადგილას ჩატარებული მანიპულაციიდან ზღვარი გადალახა“ და ადგილი აქვს ღია დარღვევას, სადაც ყველაფერი დღესავით ნათელია.

“როგორ მოხდა ისე, რომ ცესკოს შედეგების მიხედვით “ქართულმა ოცნებამ” 1 119 908 ხმა და შედეგად 89 მანდატი მიიღო? დღეს ეს ცენტრალური კითხვაა, რომელზე პასუხიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის საარჩევნო ნაწილის ფუნქციონირების ლოგიკას ხსნის - გვანახებს, როგორი ჩამპალი და გარყვნილია ის და რომ ასეთი გამარჯვება უზურპაციაა.

დღეს კონცენტრაცია კენჭისყრის დღეზეა, მაგრამ ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო და არჩევნების ბედი არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე გადაწყდა. მანიპულაციების ჯაჭვმა კენჭისყრის დღეს რომ გაგრძელდა და დღემდე არ დასრულებულა, “ოცნების” ყალბი გამარჯვება გახადა შესაძლებელი.

ამაზე შეიძლება გვითხრან, თუ ყველაფერი არჩევნებამდე იყო გადაწყვეტილი, მაშინ საერთოდ რატომ მიეცით ხმა? ოპოზიციამ რატომ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში? თუ მართლა ასე ფიქრობდით აქამდე, გეთქვათ, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია, ეს არჩევნები წინასწარ მანიპულირებული და სანამ პრობლემები არ გამოსწორდება იქამდე ის ლეგიტიმური არ იქნებაო. ახლა რომ წააგეთ მაგიტომ გინდათ მაგიდის აყირავება - ესაა ”ოცნების” მთავარი არგუმენტი.

ამ არგუმენტს პასუხი სჭირდება და ეს პასუხი ასეთია: - არჩევნების დღეს გამოვლენილმა დარღვევებმა დაგვანახა, რომ მანიპულაციის ყველა ის მეთოდი, რომელსაც იყენებდით ეფექტიანი იყო, ხოლო ყველა დაზღვევა, რომელიც ვითომ კანონში ჩაწერეთ ან ცესკომ შეიმუშავა - ფარსი. ეს არჩევნების დღეს გახდა ცხადი.

არჩევნების დღეს გავიგეთ რომ იყენებდით მეთოდს, რომელსაც ვერაფრით დავაზღვევდით, რომ ყველა ჩვენი მცდელობა წინ აღვდგომოდით თქვენს მანიპულაციას, უსარგებლო იყო. ეს ცხადი ელექტრონული ხმის მიცემის წესის ფარულობის დარღვევამ გახადა და საია ძალიან სწორად იქცევა, როდესაც ყველა იმ უბანს (ხმების 90%) ასაჩივრებს, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა.

მთელი ეს პერიოდი, ცესკო და ხელისუფლება საჯაროდ გვარწმუნებდა, რომ ვერავინ გაიგებდა, ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. ჩვენ იგივეს ვაკეთებდით ამომრჩევლებთან შეხვედრისას და ვამტკიცებდით, რომ შეუძლებელია ვინმემ მოქალაქის არჩევანი გაიგოს. აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილია და სურვილის შემთხვევაში, ყველა საინტერესო ხმის აღრიცხვა შეიძლება. ეს ცხადია ხელისუფლებამ იცოდა და როცა ადამიანების არჩევანით მანიპულირებდა წინასაარჩევნოდ მოსყიდვით, გადმობირებით თუ დაშინებით სწორედ ფარულობის დარღვევით აშანტაჟებდა მათ. ეუბნებოდა, რომ მისი ხმა ფარული არ არის და თუ გაბედავს და ოპოზიციას მისცემს ხმას, ეს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდება. არჩევნების დღეს გავიგეთ, რომ ეს მუქარა რეალური იყო.

სწორედ ამ უკანასკნელმა ფაქტორმა საბოლოო წერტილი დაუსვა ამ არჩევნების კანონიერების შესახებ მსჯელობას და ის არალეგიტიმურად აქცია. მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ არჩევნები ფარული არ იყო, ყველა ის მეთოდი, ინსტრუმენტი, გზა თუ საშუალება, რომელიც აქამდე მხოლოდ გამკლავებად ან ნახევრად ეფექტურ მანიპულაციად აღიქმებოდა, რეალურ მუქარად, არჩევნების გაყალბების თვალნათელ მტკიცებულებად იქცა.

ფარულობა ზოგადადაც არჩევნების გადამწყვეტი პრინციპია, მაგრამ ჩვენთვის ცნობილ მანიპულაციებთან კორელაციაში, ის ფარდას ხდის არჩევნების გაყალბების ისტორიის მთავარ ღერძს და სრულიად აქრობს ყველა კითხვის ნიშანს.

თუმცა ერთში კი მართალია “ქართული ოცნება“, როცა კითხულობს ასეთ არჩევნებში რატომ მიიღეთ მონაწილეობაო. ამ ქვეყანაში აღარ უნდა ჩატარდეს არჩევნები, რომელიც მანიპულაციის იმ მეთოდებს დასაშვებად მიიჩნევს და ეგუება, რომელსაც ქვემოთ ჩამოვთვლი.

ყველაფერი იწყება მაშინ, როცა არჩევნებში გამარჯვებული პარტია საჯარო სამსახურის საკუთარი მომხრეებით დაკომპლექტებას იწყებს. ამით ბიუროკრატია რომელიც ქვეყანას უნდა ემსახურებოდეს, დიდწილად პარტიის მსახური ხდება. და ეს არ არის მხოლოდ არჩევნების დღეს ხელისუფლების სასარგებლოდ ხმის მიცემა. ეს მოიცავს სოციალურ მედიაში თუ რეალურ სივრცეში მუდმივ პროსახელისუფლებო პროპაგანდას, რაც მოიცავს ამ ხალხის ოჯახის წევრების იძულებას მხარი დაუჭირონ მმართველ ძალას, პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობას და რაც ყველაზე მთავარია მათ მიერ საჯარო სამსახურში ყოფნისას პარტიის სასარგებლოდ მიღებულ ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებს და ამით მისთვის უპირატესობის მინიჭებას.

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი საჯარო სამსახურშია დასაქმებული, მაგრამ ხელისუფლების მხარდამჭერი არაა ასეთ ხალხს პროფესიონალიზმის გამო ვერ უშვებენ, მაგრამ დიდი ნაწილი ზეწოლის ქვეშ ჰყავთ, რომ გააკეთებინონ იგივე, რაც პირველ კატეგორიას. რა თქმა უნდა, არის ისეთებიც, ვისაც ამას ვერ უბედავენ, ისეთებიც ვინც ამას არ ექვემდებარება მაგრამ ეს მცირე ნაწილია.

საჯარო სამსახურში დასაქმებულთა რიცხვი 300 000-ს აღწევს და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ ოჯახის წევრებიც ჰყავთ.

მეორე მეთოდია სოციალური დახმარების მიმღებ პირთა დაშინება, რომ ამ ბენეფიტის გარეშე დატოვებენ. ან პირიქით იმ ადამიანების ჩასმა პროგრამაში ვისაც აქამდე უარს ეუბნებოდნენ. დღეს დახმარებას 450 000 ადამიანი იღებს.

მესამე მეთოდია კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან ვაჭრობა. ვისაც სისხლის სამართლის საქმე აქვთ, მათი სასჯელების შერბილება, ვისაც ადმინისტრაციული, იმათი სხვადასხვა მეთოდებით გადმობირება, მაგალითად მართვის მოწმობის “შეწყალება”. კრიმინალურ წრეებს კამპანიაშიც რთავენ და ამ კუთხითაც იყენებენ.

მეოთხეა სხვადასხვა ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებით მოსყიდვა. ვიღაცას მშენებლობის ნებართვას მისცემენ, ვიღაცას ერთჯერად დახმარებას გამოუყოფენ, ვიღაცას რაღაცას დაუფინანსებენ და სხვა წვრილ-წვრილი მეთოდები.

მეხუთე მეთოდია უშუალოდ თანხის გადაცემა ხმის სანაცვლოდ.

ეს არ არის ამომწურავი ჩამონათვალი, ამას ემატება საარჩევნო ადმინისტრაციის და სასამართლოს მიკერძოება, სადაც თუ რამე ხელისუფლებას გაეპარა და გამოიჭირეს, ქოთანს საიდანაც უნდა იქიდან მოაბამენ ყურს და საჩივარი უსაფუძვლო აღმოჩნდება, “ოცნება“ კი უმწიკვლო.

საბოლოოდ, ამ ყველაფრის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ხელისუფლებამ მოახერხა და არჩევნებში “გაიმარჯვა”, მაგრამ ამისთვის დასჭირდა რაღაც ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რასაც აქამდე ვერ ბედავდა. ეს ნაბიჯი ფარულობის დარღვევა იყო და სწორედ ამ ნაბიჯით გადალახა მან ზღვარი მოფარებულ ადგილას ჩატარებული მანიპულაციიდან, რაც ძნელად ამოიცნობა, ღია დარღვევაში, სადაც უკვე ყველაფერი დღესავით ნათელია.

ამ პოსტში განზრახ არ ვსაუბრობ პასპორტების და პირადობების პრობლემაზე და სხვა მეთოდებზე - მათი დამტკიცების გარეშეც გასაგებია, რომ არჩევნები არაკონსტიტუციურია“, - წერს ვახუშტი მენაბდე.

წაიკითხეთ ასევე: