საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პანიკაა, დაცარიელებულ მაღაზიებს მიაწყდა ხალხი, წყალიც კი ვერ ვიყიდე... მსგავსი რამ აქ ისტორიას არ ახსოვს" - რას ჰყვება ვალენსიაში მცხოვრები ქართველი მასშტაბურ სტიქიაზე
"პანიკაა, დაცარიელებულ მაღაზიებს მიაწყდა ხალხი, წყალიც კი ვერ ვიყიდე... მსგავსი რამ აქ ისტორიას არ ახსოვს" - რას ჰყვება ვალენსიაში მცხოვრები ქართველი მასშტაბურ სტიქიაზე

ეს­პა­ნეთ­ში, წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 62-მდე გა­ი­ზარ­და. ეს­პა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, პედ­რო სან­ჩეს­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც გა­ნა­ცხა­და, რომ ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა ვა­ლენ­სი­ის რე­გი­ონ­ში წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს.

"ყვე­ლას­თვის, ვინც ამ წუ­თებ­ში საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს ეძებს, მთე­ლი ეს­პა­ნე­თი თქვენ­თან ერ­თად ტი­რის“, - გა­ნა­ცხა­და პედ­რო სან­ჩეს­მა.

ინ­ტერ­ნეტ­ში ვრცელ­დე­ბა ვი­დე­ო­კად­რე­ბი, რო­მელ­შიც ჩანს, რომ წყალ­მა ქა­ლა­ქე­ბი­სა და მცი­რე და­სახ­ლე­ბე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გა­ა­ნად­გუ­რა. წა­ი­ღო ხი­დე­ბი, მან­ქა­ნე­ბი და შე­ნო­ბე­ბი.

ვა­ლენ­სი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი თეა შუ­ბი­თი­ძე იქ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე გვე­სა­უბ­რა:

- როცა წყალ­დი­დო­ბა და­ი­წყო, მე სახ­ლში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, მაგ­რამ ჩემი მა­მამ­თი­ლი და ჩემი მაზ­ლი ჩარ­ჩნენ იმ ად­გი­ლას, სა­დაც ეს ტრა­გე­დია მოხ­და. წა­ღე­ბუ­ლია ხი­დე­ბი, ყვე­ლა გზა ჩა­ხერ­გი­ლია, ვე­რა­ვინ ვერ­სად ვერ გა­დის... მან­ქა­ნა მან­ქა­ნას აზის, სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა. ბევ­რი გარ­დაც­ვლი­ლია, მათ შო­რის ბავ­შვე­ბი. ვინც ქვე­და სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­და, იქ მარ­ტო ერთ ად­გი­ლას 10 ადა­მი­ა­ნი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ყო­ველ 10 წუთ­ში გაფრ­თხი­ლე­ბის სიგ­ნა­ლი მო­დის. ყვე­ლა­ფე­რი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. ის­ტო­რი­ას არ ახ­სოვს ასე­თი რამ ვა­ლენ­სი­ა­ში.

მე აქ ვარ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ეს­პა­ნელ­ზე, ზუს­ტად შე­მიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­რო, რომ მსგავ­სი რამ ვა­ლენ­სი­ა­ში არ მომ­ხდა­რა. ქარ­თვე­ლე­ბი აქ ბევ­რი არი­ან. ერთი ახ­ლო­ბე­ლი ქარ­თვე­ლია, რო­მელ­მაც გუ­შინ მან­ქა­ნი­დან გად­მო­ას­წრო, გად­მო­იყ­ვა­ნეს მაშ­ვე­ლებ­მა... პა­ი­პორ­ტა­ში ცხოვ­რობს, რომ ვუ­ყუ­რებ­დი იქ რა ხდე­ბო­და მივ­წე­რე, მო­ვი­კი­თხე, მი­თხრა, ჩავ­რჩი ვა­ლენ­სი­ა­შიო, ძლივს გად­მო­ვას­წა­რი მან­ქა­ნი­და­ნო. მან­ქა­ნე­ბი ისე მიჰ­ქონ­და წყალს, რო­გორც ქა­ღალ­დე­ბი. თავს დაგ­ვა­ტყდა ტორ­ნა­დო­ე­ბი, ქა­რიშ­ხა­ლი, წვი­მა, მდი­ნა­რე­ე­ბი ადიდ­და. ამან გა­მო­იწ­ვია სა­ში­ნე­ლი კა­ტას­ტრო­ფა.

ვერ­ტმფრე­ნე­ბი არ ჩერ­დე­ბი­ან დარ­ბი­ან აქეთ იქით, და­კე­ტი­ლია ყვე­ლა­ფე­რი. ახლა უსაფრ­თხოდ ვარ. ზრუ­ნავს ჩვე­ნი მთავ­რო­ბა ხალ­ხზე. ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ვარ, არ მე­ში­ნია.

პა­ნი­კა იგ­რძნო­ბა, მაგ­რამ ახლა ნამ­დვი­ლად არის სა­პა­ნი­კო. სუ­პერ­მარ­კე­ტებ­შიც ვერ ხდე­ბა დის­ტრი­ბუ­ცია. ხი­დე­ბიც არ არ­სე­ბობს, ამი­ტომ დის­ტრი­ბუ­ცი­ის მან­ქა­ნე­ბი ვერ ამა­რა­გებს მა­ღა­ზი­ებს. სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა. სუ­პერ­მარ­კე­ტებს მი­ა­წყდა ხალ­ხი, წე­ღან გა­სუ­ლი ვი­ყა­ვი, არა­ფე­რი იქ აღარ იყო. არც კვერ­ცხი, არც წყა­ლი.

აღა­რა­ფე­რი აღარ იყო. ალ­ბათ ვერ­ტმფრე­ნე­ბით გად­მო­ი­ტა­ნენ რა­მეს. ეს­პა­ნე­ლე­ბი ემო­ცი­უ­რე­ბი არი­ან უფრო, მე პა­ნი­კა­ში ძა­ლი­ან არ ვარ. ყვე­ლა სუ­პერ­მარ­კე­ტი და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლია. იმ­ხე­ლა რი­გე­ბია, გა­მო­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლია მა­ღა­ზი­ე­ბი".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
goga
6

იმან კიდე, აზრის გიგანტამ, ესპანეთში წყალი არ აქვთო. 

დაცვას მიხედე დაცვას ...
16

დედა ,,აღარ ჰყავს,, ევროპას, საკვები პროდუქტი, სასმელი წყალი აღარაა, კონტინენტის დასავლეთი სრულიად დაიტბორა და ესენი მაინც არ გვეშვებიან.

ავტორი:

"პანიკაა, დაცარიელებულ მაღაზიებს მიაწყდა ხალხი, წყალიც კი ვერ ვიყიდე... მსგავსი რამ აქ ისტორიას არ ახსოვს" - რას ჰყვება ვალენსიაში მცხოვრები ქართველი მასშტაბურ სტიქიაზე

"პანიკაა, დაცარიელებულ მაღაზიებს მიაწყდა ხალხი, წყალიც კი ვერ ვიყიდე... მსგავსი რამ აქ ისტორიას არ ახსოვს" - რას ჰყვება ვალენსიაში მცხოვრები ქართველი მასშტაბურ სტიქიაზე

ესპანეთში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა ვალენსიის რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.

"ყველასთვის, ვინც ამ წუთებში საყვარელ ადამიანებს ეძებს, მთელი ესპანეთი თქვენთან ერთად ტირის“, - განაცხადა პედრო სანჩესმა.

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ წყალმა ქალაქებისა და მცირე დასახლებების ინფრასტრუქტურა გაანადგურა. წაიღო ხიდები, მანქანები და შენობები.

ვალენსიაში მცხოვრები ქართველი თეა შუბითიძე იქ არსებულ ვითარებაზე გვესაუბრა:

- როცა წყალდიდობა დაიწყო, მე სახლში ვიმყოფებოდი, მაგრამ ჩემი მამამთილი და ჩემი მაზლი ჩარჩნენ იმ ადგილას, სადაც ეს ტრაგედია მოხდა. წაღებულია ხიდები, ყველა გზა ჩახერგილია, ვერავინ ვერსად ვერ გადის... მანქანა მანქანას აზის, საშინელება ხდება. ბევრი გარდაცვლილია, მათ შორის ბავშვები. ვინც ქვედა სართულზე ცხოვრობდა, იქ მარტო ერთ ადგილას 10 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ყოველ 10 წუთში გაფრთხილების სიგნალი მოდის. ყველაფერი განადგურებულია. ისტორიას არ ახსოვს ასეთი რამ ვალენსიაში.

მე აქ ვარ დაოჯახებული ესპანელზე, ზუსტად შემიძლია დავადასტურო, რომ მსგავსი რამ ვალენსიაში არ მომხდარა. ქართველები აქ ბევრი არიან. ერთი ახლობელი ქართველია, რომელმაც გუშინ მანქანიდან გადმოასწრო, გადმოიყვანეს მაშველებმა... პაიპორტაში ცხოვრობს, რომ ვუყურებდი იქ რა ხდებოდა მივწერე, მოვიკითხე, მითხრა, ჩავრჩი ვალენსიაშიო, ძლივს გადმოვასწარი მანქანიდანო. მანქანები ისე მიჰქონდა წყალს, როგორც ქაღალდები. თავს დაგვატყდა ტორნადოები, ქარიშხალი, წვიმა, მდინარეები ადიდდა. ამან გამოიწვია საშინელი კატასტროფა.

ვერტმფრენები არ ჩერდებიან დარბიან აქეთ იქით, დაკეტილია ყველაფერი. ახლა უსაფრთხოდ ვარ. ზრუნავს ჩვენი მთავრობა ხალხზე. ყურადღების ცენტრში ვარ, არ მეშინია.

პანიკა იგრძნობა, მაგრამ ახლა ნამდვილად არის საპანიკო. სუპერმარკეტებშიც ვერ ხდება დისტრიბუცია. ხიდებიც არ არსებობს, ამიტომ დისტრიბუციის მანქანები ვერ ამარაგებს მაღაზიებს. საშინელება ხდება. სუპერმარკეტებს მიაწყდა ხალხი, წეღან გასული ვიყავი, არაფერი იქ აღარ იყო. არც კვერცხი, არც წყალი.

აღარაფერი აღარ იყო. ალბათ ვერტმფრენებით გადმოიტანენ რამეს. ესპანელები ემოციურები არიან უფრო, მე პანიკაში ძალიან არ ვარ. ყველა სუპერმარკეტი დაცარიელებულია. იმხელა რიგებია, გამოცარიელებულია მაღაზიები".

წაიკითხეთ ასევე: