ავტორი:

7 000 დოლარიანი Oscar de la Renta, 3 000 დოლარიანი Maison Rabanne... - ძვირადღირებულ ლუქები ნინა ზარქუას გარდერობიდან: რა ღირს კაბები, რომელმაც დიზაინერის გამომწერების ყურადღება მიიქცია

7 000 დოლარიანი Oscar de la Renta, 3 000 დოლარიანი Maison Rabanne... - ძვირადღირებულ ლუქები ნინა ზარქუას გარდერობიდან: რა ღირს კაბები, რომელმაც დიზაინერის გამომწერების ყურადღება მიიქცია

ნინა ზარქუა ქართული მოდის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რომლის დახვეწილი სტილი და გამორჩეული კაბები მუდმივად იქცევს საზოგადოების ყურადღებას. ის არამხოლოდ დიზაინერი, არამედ თავადაც განსაკუთრებულად გემოვნებიანი მოდის მიმდევარია, რაც მას ქართული მოდის სიმბოლოდ აქცევს. ნინას მეუღლე ცნობილი ფეხბურთელი, ალექსანდრე ამისულაშვილია, და მათ ერთად სამი შვილი ჰყავთ.

მისი ოჯახური და პირადი ცხოვრება აძლიერებს მის გავლენას საზოგადოებაში, ხოლო მისი მეგობრობა ანუკი არეშიძესთან, თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლესთან, კიდევ უფრო აძლიერებს მის ადგილს მოდის სამყაროში.

ჟურნალ "ბომონდთან" ინტერვიუში ნინა ზარქუა ოჯახსა და ძმაზე ჰყვებოდა:

"უდარდელი ბავშვობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებს დაემთხვა. უფროსი და-ძმა მყავს, მე ნაბოლარა ვარ და ყველა მანებივრებდა. ის, რომ ქვეყანაში რთული პერიოდი იყო, მაშინაც ვხვდებოდი. დედა ერიდებოდა ჩვენს ქუჩაში გაშვებას.

გოგონები დამყოლები ვიყავით. ჩვენი ძმა კომაროვის სახელობის სკოლაში სწავლობდა და მთელი ოჯახი სულ მის მოლოდინში ვიყავით. მახსოვს, მეც ვნერვიულობდი... ჩემი ძმა მკაცრი იყო. სადაც უნდა ვყოფილიყავი, საღამოს შინ დროზე უნდა მივსულიყავი…“ - ჰყვება ნინა ინტერვიუში, რომელიც ძმის სიმკაცრის მიუხედავად ადრეულ ასაკში დაქორწინდა და ახლა სამი მოზრდილი შვილი ჰყავს...

დები, ნინა და სოფო ზარქუები

ნინას ინსტაგრამზე 131 ათასი გამომწერი ჰყავს, სადაც ხშირად აქვეყნებს ფოტოებს წვეულებებიდან, ასევე კადრებს, რომელსაც მეუღლესთან ერთად მოგზაურობის დროს იღებს. წარმოგიდგენთ ზარქუას ძვირადღირებულ გარდერობს და გამორჩეულ სტილს, რომელიც მუდმივად იქცევს გამომწერების ყურადღებას.

Maison Rabanne-ის კაბა, 3194.73 ევრო
lenamedesign, 118 დოლარი
Ellyme, 811.36 ლარი

Rabanne for Women, 1,285 დოლარი

Malene Birger, 320 ევრო

Oscar de la Renta - 6,944 დოლარი

ნინა ზარქუას კაბების ფასები ოფიციალური საიტებიდან მოვიძიეთ, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ისინი დიზაინერს თუნდაც ფასდაკლებაზე, განსხვავებულ ფასად შეეძინა.

წაიკითხეთ ასევე: