პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტვინების გაჟონვა“ - საფრთხე, რომელმაც შესაძლოა, მთელ ქვეყანას "ინსულტი“ დამართოს
"ტვინების გაჟონვა“ - საფრთხე, რომელმაც შესაძლოა, მთელ ქვეყანას "ინსულტი“ დამართოს

26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი და­ი­წყო. გა­სუ­ლი წლე­ბის კრი­ზი­სე­ბი­სას და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩე­ბი იყ­ვნენ და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის შუ­ა­მა­ვალ-მომ­რი­გებ­ლე­ბი. დღეს ასე­თი „არ­ბიტ­რი“ არ ჩანს. შე­სა­ბა­მი­სად, რთუ­ლია პროგ­ნო­ზე­ბის გა­კე­თე­ბა, თუ რო­დის დას­რულ­დე­ბა ეს მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა.

ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ეს პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი ქვეყ­ნის­თვის უკ­ვა­ლოდ არ ჩა­ივ­ლის. გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ და­სავ­ლეთ­მა არ ცნო არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა და გარ­კვე­უ­ლი სა­ხის სან­ქცი­ე­ბიც და­ა­წე­სა.

პირ­ველ რიგ­ში, ეს აი­სა­ხე­ბა ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე მგრძნო­ბი­ა­რე სეგ­მენტზე - ეკო­ნო­მი­კა­ზე. სა­ვა­რა­უ­დოდ, უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სა­ერ­თოდ შე­წყდე­ბა ან მი­ნი­მუ­მამ­დე დავა. შე­ფერ­ხდე­ბა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. თუ პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და, და­ი­წყე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი სტაგ­ნა­ცია, გა­იზ­რდე­ბა უმუ­შევ­რო­ბა, პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბა ბიზ­ნესს...

აღა­რა­ფერს ვი­ტყვით ლა­რის კურ­სზე, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი გახ­დე­ბა და ეროვ­ნულ ბანკს გა­უ­ჭირ­დე­ბა მისი დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ერ­თო ჯამ­ში და­არ­ტყამს მო­სახ­ლე­ო­ბის ჯი­ბეს და აი­სა­ხე­ბა ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ ყოფა-ცხოვ­რე­ბა­ზე.

თუმ­ცა არ­სე­ბობს კი­დევ უფრო დიდი საფრ­თხე - სა­ქარ­თვე­ლო­დან ემიგ­რა­ცი­ის კი­დევ უფრო გაზ­რდა. გა­სულ წლებ­ში ქვეყ­ნი­დან გა­ჭირ­ვე­ბას გა­ურ­ბოდ­ნენ, დღეს კი უცხო­ე­თის გზას შე­საძ­ლოა, და­ად­გნენ ის ხალ­ხიც, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს, ქმნი­ან დოვ­ლათს და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

გან­სა­კუთ­რე­ბით ტრა­გი­კუ­ლია, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­და­სახ­ლე­ბა­ზე ფიქ­რო­ბენ ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის სა­მო­მავ­ლო ოქ­როს ფონდს შე­ად­გე­ნენ - გა­ნათ­ლე­ბის, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თუ დე­მოგ­რა­ფი­ის კუ­თხით.

ამას „ტვი­ნე­ბის გა­ჟონ­ვა“ ჰქვია და ეს იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი უბე­დუ­რე­ბა. ინ­ტე­ლექ­ტი­სა­გან და მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლის­გან დაც­ლი­ლი სა­ქარ­თვე­ლო, ფაქ­ტობ­რი­ვად, გან­წი­რუ­ლი იქ­ნე­ბა, რომ იყოს მა­ჩან­ჩა­ლა და არ­შემ­დგა­რი სა­ხელ­მწი­ფო.

რო­დე­საც მშო­ბე­ლი ავად არის ან რა­ი­მე უჭირს, არა­ვინ გარ­ბის - პი­რი­ქით, ბო­ლომ­დე ცდი­ლო­ბენ მის ფეხ­ზე და­ყე­ნე­ბას. ასე უნდა იყოს სამ­შობ­ლოს შემ­თხვე­ვა­შიც, რო­მე­ლიც მშო­ბე­ლი­ვით ერ­თია. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

ავტორი:

"ტვინების გაჟონვა“ - საფრთხე, რომელმაც შესაძლოა, მთელ ქვეყანას "ინსულტი“ დამართოს

"ტვინების გაჟონვა“ - საფრთხე, რომელმაც შესაძლოა, მთელ ქვეყანას "ინსულტი“ დამართოს

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კრიზისი დაიწყო. გასული წლების კრიზისებისას დასავლური ქვეყნების ელჩები იყვნენ დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავალ-მომრიგებლები. დღეს ასეთი „არბიტრი“ არ ჩანს. შესაბამისად, რთულია პროგნოზების გაკეთება, თუ როდის დასრულდება ეს მძიმე მდგომარეობა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პოლიტიკური კრიზისი ქვეყნისთვის უკვალოდ არ ჩაივლის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთმა არ ცნო არჩევნების ლეგიტიმურობა და გარკვეული სახის სანქციებიც დააწესა.

პირველ რიგში, ეს აისახება ქვეყნის ყველაზე მგრძნობიარე სეგმენტზე - ეკონომიკაზე. სავარაუდოდ, უცხოური ინვესტიციების რაოდენობა საერთოდ შეწყდება ან მინიმუმამდე დავა. შეფერხდება ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. თუ პოლიტიკური კრიზისი დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, დაიწყება ეკონომიკური სტაგნაცია, გაიზრდება უმუშევრობა, პრობლემები შეექმნება ბიზნესს...

აღარაფერს ვიტყვით ლარის კურსზე, რომელიც, სავარაუდოდ, არაპროგნოზირებადი გახდება და ეროვნულ ბანკს გაუჭირდება მისი დასტაბილურება. ეს ყველაფერი საერთო ჯამში დაარტყამს მოსახლეობის ჯიბეს და აისახება ჩვენს ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაზე.

თუმცა არსებობს კიდევ უფრო დიდი საფრთხე - საქართველოდან ემიგრაციის კიდევ უფრო გაზრდა. გასულ წლებში ქვეყნიდან გაჭირვებას გაურბოდნენ, დღეს კი უცხოეთის გზას შესაძლოა, დაადგნენ ის ხალხიც, რომლებმაც საქართველოში წარმატებას მიაღწიეს, ქმნიან დოვლათს და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობენ.

განსაკუთრებით ტრაგიკულია, რომ საზღვარგარეთ გადასახლებაზე ფიქრობენ ახალგაზრდები, რომლებიც ქვეყნის სამომავლო ოქროს ფონდს შეადგენენ - განათლების, ინტელექტუალური თუ დემოგრაფიის კუთხით.

ამას „ტვინების გაჟონვა“ ჰქვია და ეს იქნება ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურება. ინტელექტისაგან და მთავარი მამოძრავებელი ძალისგან დაცლილი საქართველო, ფაქტობრივად, განწირული იქნება, რომ იყოს მაჩანჩალა და არშემდგარი სახელმწიფო.

როდესაც მშობელი ავად არის ან რაიმე უჭირს, არავინ გარბის - პირიქით, ბოლომდე ცდილობენ მის ფეხზე დაყენებას. ასე უნდა იყოს სამშობლოს შემთხვევაშიც, რომელიც მშობელივით ერთია. გააგრძელეთ კითხვა