საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელელთა რეიდი "ჰეზბოლას" სამალავში და მათი ერთ-ერთი ლიდერი საცვლებით - როგორ ჩაბარდნენ ორგანიზაციის წევრები და რა კადრები ვრცელდება
ისრაელელთა რეიდი "ჰეზბოლას" სამალავში და მათი ერთ-ერთი ლიდერი საცვლებით - როგორ ჩაბარდნენ ორგანიზაციის წევრები და რა კადრები ვრცელდება

მე­დი­ის ცნო­ბით, "ჰეზ­ბო­ლას" ლი­დე­რი და მისი მებ­რძო­ლე­ბი მხო­ლოდ საც­ვლებ­ში იყ­ვნენ, რო­დე­საც სამ­ხრეთ ლი­ბან­ში, მათ სა­მა­ლავ­ში ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ შე­აღ­წია.

  • მიმ­დი­ნა­რე თვის და­სა­წყის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ი­დის ახალ ვი­დეო მა­სა­ლა­ში ჩან "ჰეზ­ბო­ლას" მე­თა­უ­რი ჰა­სან აკილ ჯა­ვა­დი, რო­მელ­საც ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ჯა­რის­კა­ცე­ბი ბნელ გვი­რაბ­ში აწყდე­ბი­ან. ჯა­ვად­თან ერ­თად "ჰეზ­ბო­ლას" სხვა წევ­რე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

კად­რებ­ზე ჩანს, რო­გორ მი­დის ბნელ დე­რე­ფან­ში დაჯ­გუ­ფე­ბის გა­ო­ცე­ბუ­ლი ლი­დე­რი, შემ­დეგ ხე­ლებს სწევს და ებ­რა­ელ ჯა­რის­კა­ცებს ნებ­დე­ბა.

შემ­დეგ ჯა­ვა­დი მი­წა­ზე ეცე­მა და ნელა მი­ცო­ცავს მათ­გან, სა­ნამ ისი­ნი მას და­ა­კა­ვე­ბენ.

ჯა­ვა­დი და მისი რამ­დე­ნი­მე სხვა მებ­რძო­ლი, რომ­ლე­ბიც კომ­პლექსში იმა­ლე­ბოდ­ნენ და რომ­ლე­ბიც, ასე­ვე, საც­ვლებ­ში და­ა­კა­ვეს, და­კი­თხვის­თვის ის­რა­ელ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

IDF-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ჯა­ვად­მა და მის­მა ხალ­ხმა "ჰეზ­ბო­ლას" ბევ­რი სა­ი­დუმ­ლო გა­ამ­ჟღავ­ნეს, რაც ის­რა­ელს სამ­ხრეთ ლი­ბან­ში რე­ი­დე­ბი­სას და­ეხ­მა­რა.

"ტე­რო­რის­ტებ­მა და­კი­თხვის დროს, დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რეს ბევ­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს აიტა აშ შა­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე," - გა­ნა­ცხა­დეს ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ძა­ლებ­ში, - "ეს და­ეხ­მა­რა ად­გილ­ზე მყოფ ძა­ლებს, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მო­ე­ძებ­ნათ და გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ ტე­რო­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და მომ­ზა­დე­ბუ­ლიყ­ვნენ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის­თვის."

ის­რა­ელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მათ "ჰეზ­ბო­ლას" რამ­დე­ნი­მე მებ­რძო­ლი და­ა­კა­ვეს მას შემ­დეგ, რაც სამ­ხრეთ ლი­ბან­ში, ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცია და­ი­წყო, თუმ­ცა და­კა­ვე­ბულ­თა ზუს­ტი რი­ცხვი არ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ისრაელელთა რეიდი "ჰეზბოლას" სამალავში და მათი ერთ-ერთი ლიდერი საცვლებით - როგორ ჩაბარდნენ ორგანიზაციის წევრები და რა კადრები ვრცელდება

ისრაელელთა რეიდი "ჰეზბოლას" სამალავში და მათი ერთ-ერთი ლიდერი საცვლებით - როგორ ჩაბარდნენ ორგანიზაციის წევრები და რა კადრები ვრცელდება

მედიის ცნობით, "ჰეზბოლას" ლიდერი და მისი მებრძოლები მხოლოდ საცვლებში იყვნენ, როდესაც სამხრეთ ლიბანში, მათ სამალავში ისრაელის არმიამ შეაღწია.

  • მიმდინარე თვის დასაწყისში ჩატარებული რეიდის ახალ ვიდეო მასალაში ჩან "ჰეზბოლას" მეთაური ჰასან აკილ ჯავადი, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები ბნელ გვირაბში აწყდებიან. ჯავადთან ერთად "ჰეზბოლას" სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ.

კადრებზე ჩანს, როგორ მიდის ბნელ დერეფანში დაჯგუფების გაოცებული ლიდერი, შემდეგ ხელებს სწევს და ებრაელ ჯარისკაცებს ნებდება.

შემდეგ ჯავადი მიწაზე ეცემა და ნელა მიცოცავს მათგან, სანამ ისინი მას დააკავებენ.

ჯავადი და მისი რამდენიმე სხვა მებრძოლი, რომლებიც კომპლექსში იმალებოდნენ და რომლებიც, ასევე, საცვლებში დააკავეს, დაკითხვისთვის ისრაელში გადაიყვანეს.

IDF-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ჯავადმა და მისმა ხალხმა "ჰეზბოლას" ბევრი საიდუმლო გაამჟღავნეს, რაც ისრაელს სამხრეთ ლიბანში რეიდებისას დაეხმარა.

"ტერორისტებმა დაკითხვის დროს, დეტალურად აღწერეს ბევრი ტერორისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მდებარეობს აიტა აშ შაბის ტერიტორიაზე," - განაცხადეს ისრაელის სამხედრო ძალებში, - "ეს დაეხმარა ადგილზე მყოფ ძალებს, მიზანმიმართულად მოეძებნათ და გაენადგურებინათ ტერორისტული ინფრასტრუქტურა და მომზადებულიყვნენ ამ ტერიტორიაზე არსებული საფრთხეებისთვის."

ისრაელმა განაცხადა, რომ მათ "ჰეზბოლას" რამდენიმე მებრძოლი დააკავეს მას შემდეგ, რაც სამხრეთ ლიბანში, ოქტომბრის დასაწყისში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, თუმცა დაკავებულთა ზუსტი რიცხვი არ დასახელებულა.

წყარო