ავტორი:

პარლამენტართა ანაზღაურება იზრდება და თვეში 9 000-დან 12 000 -ის ფარგლებში იქნება - რა იცვლება 2025 წლიდან?

პარლამენტართა ანაზღაურება იზრდება და თვეში 9 000-დან 12 000 -ის ფარგლებში იქნება - რა იცვლება 2025 წლიდან?

“საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მიხედვით, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო იზრდება.

2025 წლის ბიუჯეტის პროექტში ვკითხულობთ, რომ “საბაზო თანამდებობრივი სარგო 2024 წელთან შედარებით იზრდება 10%-ით და განისაზღვრება 1 460 ლარის ოდენობით. იმ თანამდებობის პირებს შორის, ვისი სარგოც იმატებს, პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარე მოადგილეებით და პარლამენტის წევრებიც არიან.

“ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენი შეიძლება გახდეს პარლამენტის წევრების ხელფასი 2025 წელს. (გაანგარიშება გაკეთებულია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული საბაზო ხელფასის მიხედვით).

მონაცემები ასე გამოყურება:

  • პარლამენტის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 10) – თვეში 14 600 ლარი, წლიურად 175 200 ლარი;
  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 9.2) - თვეში 13 432 ლარი, წლიურად 161 184 ლარი;
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (კოეფიციენტი 9) - თვეში 13 140 ლარი, წლიურად 157 680 ლარი;
  • პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 8.6) - თვეში 12 556 ლარი, წლიურად 150 672 ლარი;. იხილეთ ვრცლად