მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავღანეთში, ქალებს ერთმანეთს ხმის გაგონება და საუბარი ეკრძალებათ - თალიბანმა ახალი შეზღუდვები შემოიღო: “ყოველდღიურად გვაწამებენ...“
ავღანეთში, ქალებს ერთმანეთს ხმის გაგონება და საუბარი ეკრძალებათ - თალიბანმა ახალი შეზღუდვები შემოიღო: “ყოველდღიურად გვაწამებენ...“

თა­ლი­ბან­მა ავ­ღა­ნეთ­ში ის­ლა­მუ­რი კა­ნო­ნის მიმ­დევ­რე­ბის­თვის მო­რი­გი მკაც­რი წე­სე­ბი შე­მო­იღო. ქვეყ­ნის “სათ­ნო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და მან­კი­ე­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ის“ მი­ნის­ტრმა ქა­ლე­ბის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ორ­შა­ბათს გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

Telegraph-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამი­ე­რი­დან ქა­ლებს ერ­თმა­ნე­თის ხმის გა­გო­ნე­ბა ეკ­რძა­ლე­ბათ.

“მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ლი­ბა­ნის ახა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დე­ტა­ლე­ბი გა­ურ­კვე­ვე­ლია, ავ­ღა­ნე­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, ეს შე­იძ­ლე­ბა ნიშ­ნავ­დეს იმას, რომ ქა­ლებს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეკ­რძა­ლე­ბათ ერ­თმა­ნეთ­თან სა­უ­ბა­რი,“ - წერს გა­მო­ცე­მა.

რო­გორც თა­ვის ახალ გზავ­ნილ­ში მი­ნის­ტრმა ხა­ლიდ ჰა­ნა­ფიმ აღ­ნიშ­ნა:

“მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც ზრდას­რუ­ლი ქალი ლო­ცუ­ლობს და სხვა ქალი გვერ­დით ჩა­უვ­ლის, მან არ უნდა ილო­ცოს ისე ხმა­მაღ­ლა, რომ გვერ­დით მყოფ­მა გა­ი­გოს“.

მისი თქმით, “ეს არის ახა­ლი წე­სე­ბი, რო­მე­ლიც ეტა­პობ­რი­ვად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და თი­თო­ე­ულ ნა­ბი­ჯში ღმერ­თი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა“.

იმის გამო, რომ თა­ლი­ბან­მა ასე­ვე აკ­რძა­ლა ცო­ცხა­ლი არ­სე­ბე­ბის ტე­ლე­ვი­ზი­ით ჩვე­ნე­ბა, სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში მხო­ლოდ მი­ნის­ტრის ხმა გავ­რცელ­და.

“ჩვენ­თვის ეს ფსი­ქი­კუ­რი წა­მე­ბის ფორ­მაა. ავ­ღა­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბა ჩვენ­თვის, რო­გორც ქა­ლე­ბის­თვის, წარ­მო­უდ­გენ­ლად ძნე­ლია - ყო­ველ­დღი­უ­რად გვა­წა­მე­ბენ. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ჩვენ არ უნდა გვეს­მო­დეს სხვა ქა­ლე­ბის ხმე­ბი. ვერ ვხვდე­ბი სა­ი­დან მო­დის ეს შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი,“ - გა­ნუ­ცხა­და The Telegraph-ს ქა­ბულ­ში მცხოვ­რებ­მა ავ­ღა­ნელ­მა ქალ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2021 წლის აგ­ვის­ტო­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, თა­ლი­ბა­ნი სის­ტე­მა­ტუ­რად ზღუ­დავს ქალ­თა უფ­ლე­ბებს ავ­ღა­ნეთ­ში.

ქა­ლებს ეკ­რძა­ლე­ბათ სა­ხის გა­მო­ჩე­ნა, ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რი, ქუ­ჩა­ში მარ­ტო გა­და­ად­გი­ლე­ბა, უც­ნობ მა­მა­კა­ცებ­თან სა­უ­ბა­რი და ა.შ. ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ახალ წე­სებს, პა­ტიმ­რო­ბა და დას­ჯა ემუქ­რე­ბათ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ავღანეთში, ქალებს ერთმანეთს ხმის გაგონება და საუბარი ეკრძალებათ - თალიბანმა ახალი შეზღუდვები შემოიღო: “ყოველდღიურად გვაწამებენ...“

ავღანეთში, ქალებს ერთმანეთს ხმის გაგონება და საუბარი ეკრძალებათ - თალიბანმა ახალი შეზღუდვები შემოიღო: “ყოველდღიურად გვაწამებენ...“

თალიბანმა ავღანეთში ისლამური კანონის მიმდევრებისთვის მორიგი მკაცრი წესები შემოიღო. ქვეყნის “სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის“ მინისტრმა ქალებისთვის დაწესებული შეზღუდვები ორშაბათს გამოაქვეყნა.

Telegraph-ის ინფორმაციით, ამიერიდან ქალებს ერთმანეთის ხმის გაგონება ეკრძალებათ.

“მიუხედავად იმისა, რომ თალიბანის ახალი გადაწყვეტილების დეტალები გაურკვეველია, ავღანელი უფლებადამცველების თქმით, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ქალებს, ფაქტობრივად, ეკრძალებათ ერთმანეთთან საუბარი,“ - წერს გამოცემა.

როგორც თავის ახალ გზავნილში მინისტრმა ხალიდ ჰანაფიმ აღნიშნა:

“მაშინაც კი, როდესაც ზრდასრული ქალი ლოცულობს და სხვა ქალი გვერდით ჩაუვლის, მან არ უნდა ილოცოს ისე ხმამაღლა, რომ გვერდით მყოფმა გაიგოს“.

მისი თქმით, “ეს არის ახალი წესები, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება და თითოეულ ნაბიჯში ღმერთი დაგვეხმარება“.

იმის გამო, რომ თალიბანმა ასევე აკრძალა ცოცხალი არსებების ტელევიზიით ჩვენება, სატელევიზიო ეთერში მხოლოდ მინისტრის ხმა გავრცელდა.

“ჩვენთვის ეს ფსიქიკური წამების ფორმაა. ავღანეთში ცხოვრება ჩვენთვის, როგორც ქალებისთვის, წარმოუდგენლად ძნელია - ყოველდღიურად გვაწამებენ. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ არ უნდა გვესმოდეს სხვა ქალების ხმები. ვერ ვხვდები საიდან მოდის ეს შეხედულებები,“ - განუცხადა The Telegraph-ს ქაბულში მცხოვრებმა ავღანელმა ქალმა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის აგვისტოში, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თალიბანი სისტემატურად ზღუდავს ქალთა უფლებებს ავღანეთში.

ქალებს ეკრძალებათ სახის გამოჩენა, ხმამაღლა საუბარი, ქუჩაში მარტო გადაადგილება, უცნობ მამაკაცებთან საუბარი და ა.შ. ქალებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ახალ წესებს, პატიმრობა და დასჯა ემუქრებათ.

იხილეთ ასევე: