პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოხარული ვართ, რომ რიგ ტოპ კლუბებს დავასწარით..." -  "ნიუკასლმა" 17 წლის ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუფორმა: სალია პრემიერ ლიგის გუნდს ერთ წელიწადში შეუერთდება
"მოხარული ვართ, რომ რიგ ტოპ კლუბებს დავასწარით..." -  "ნიუკასლმა" 17 წლის ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუფორმა: სალია პრემიერ ლიგის გუნდს ერთ წელიწადში შეუერთდება

პრე­მი­ერ ლი­გის კლუბ­მა "ნი­უ­კასლმა" ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ 17 წლის ქარ­თველ თავ­დამ­სხმელს, ვახ­ტანგ სა­ლი­ას კონ­ტრაქ­ტი გა­უ­ფორ­მეს.

სა­ლია ინ­გლი­სურ გუნდში 2025 წლის აგ­ვის­ტო­ში გა­და­ვა, ანუ მას მერე, რაც 18 წელი შე­უს­რულ­დე­ბა. მა­ნამ­დე კი იჯა­რით თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში" ითა­მა­შებს.

"ნი­უ­კას­ლის" სპორ­ტულ­მა დი­რექ­ტორ­მა პოლ მიტ­ჩელ­მა ქარ­თვე­ლის ტრანსფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით შემ­დე­გი გა­ნა­ცხა­და:

"მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ რიგ ტოპ კლუ­ბებს და­ვას­წა­რით და ვახ­ტან­გთან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ვა­ფორ­მეთ. ახა­ლი, ნი­ჭი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა და მო­ზიდ­ვა მდგრა­დი მო­მავ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მის ფარ­გლებ­ში, ამი­ტომ ბა­ზარ­ზე მძაფ­რი კონ­კუ­რენ­ცი­აა.

ჩვენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რო­გორც ინ­გლის­ში ასე­ვე სა­ზღვარ­გა­რეთ აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას ვაგ­რძე­ლებთ, რათა ვი­პო­ვოთ ტა­ლან­ტე­ბი, რომ­ლებ­საც მო­მა­ვალ­ში შე­უძ­ლი­ათ პირ­ვე­ლი გუნ­დის წევ­რე­ბი გახ­დნენ. ვახ­ტან­გთან მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბას მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით და თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში" კა­რი­ე­რის დარ­ჩე­ნილ დრო­ში წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებთ".

ამ­გვა­რად, მომ­დევ­ნო სე­ზო­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ინ­გლი­სის პრე­მი­ერ ლი­გა­ში ორი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ეყო­ლე­ბა ვახ­ტანგ სა­ლი­ა­სა და გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლის სა­ხით, რო­მე­ლიც “ლი­ვერ­პულ­მა” გა­სულ ზა­ფხულს შე­ი­ძი­ნა და იჯა­რით “ვა­ლენ­სი­ა­ში” და­ტო­ვა.

სა­ლია 2007 წლის 30 აგ­ვის­ტოს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. მისი სი­მაღ­ლე 1.81 მეტ­რია.

ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" სა­ფეხ­ბურ­თო აკა­დე­მი­ის აღ­ზრდი­ლია.

ა.წ. გა­ზა­ფხულ­ზე ბრი­ტა­ნულ­მა HITC-მა გა­ავ­რცე­ლა ცნო­ბა, რომ ვახ­ტანგ სა­ლი­ა­თი, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პერ­სპექ­ტი­ულ ჭა­ბუკ ფეხ­ბურ­თე­ლად მი­იჩ­ნე­ვა, "არ­სე­ნა­ლი" და "მან­ჩეს­ტერ სიტი" იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

სტა­ტი­ა­შია ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ ქარ­თველ ვუნ­დერ­კინდს ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ადა­რე­ბენ და მას აგ­რეთ­ვე "ჩელ­სი", "ტო­ტე­ნ­ჰე­მი", "ლი­ვერ­პუ­ლი", "მან­ჩეს­ტერ იუ­ნა­ი­ტე­დი", "ნი­უ­კას­ლი" "რე­ა­ლი", "ატ­ლე­ტი­კო", "ბარ­სე­ლო­ნა", პსჟ, "ბა­ი­ერ­ნი" და "დორ­ტმუნ­დი" აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ.

ქარ­თველს ეროვ­ნულ ლი­გა­ში დე­ბი­უ­ტი 2023 წლის ნო­ემ­ბერ­ში ჰქონ­და, წელს კი 24 თა­მაშ­ში 5 გო­ლის გა­ტა­ნა და 2 სა­გო­ლე გა­და­ცე­მის გა­კე­თე­ბაც მო­ას­წრო. სა­ლი­ას სხვა­დას­ხვა დროს სა­ქარ­თვე­ლო 17, 19 და 21 წლამ­დე ასა­კობ­რი­ვი ნაკ­რე­ბე­ბის ღირ­სე­ბაც და­უ­ცავს.

status quo
0

წარმატებები ამ ბიჭს.მომავალში,თუ ბევრი იშრომა,უკეთეს გუნდშიც გადავა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მოხარული ვართ, რომ რიგ ტოპ კლუბებს დავასწარით..." -  "ნიუკასლმა" 17 წლის ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუფორმა: სალია პრემიერ ლიგის გუნდს ერთ წელიწადში შეუერთდება

"მოხარული ვართ, რომ რიგ ტოპ კლუბებს დავასწარით..." -  "ნიუკასლმა" 17 წლის ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუფორმა: სალია პრემიერ ლიგის გუნდს ერთ წელიწადში შეუერთდება

პრემიერ ლიგის კლუბმა "ნიუკასლმა" ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 17 წლის ქართველ თავდამსხმელს, ვახტანგ სალიას კონტრაქტი გაუფორმეს.

სალია ინგლისურ გუნდში 2025 წლის აგვისტოში გადავა, ანუ მას მერე, რაც 18 წელი შეუსრულდება. მანამდე კი იჯარით თბილისის "დინამოში" ითამაშებს.

"ნიუკასლის" სპორტულმა დირექტორმა პოლ მიტჩელმა ქართველის ტრანსფერთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა:

"მოხარული ვართ, რომ რიგ ტოპ კლუბებს დავასწარით და ვახტანგთან ხელშეკრულება გავაფორმეთ. ახალი, ნიჭიერი ფეხბურთელების მოძიება და მოზიდვა მდგრადი მომავლის მშენებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია, განსაკუთრებით არსებული სისტემის ფარგლებში, ამიტომ ბაზარზე მძაფრი კონკურენციაა.

ჩვენ ამ მიმართულებით როგორც ინგლისში ასევე საზღვარგარეთ აქტიურ მუშაობას ვაგრძელებთ, რათა ვიპოვოთ ტალანტები, რომლებსაც მომავალში შეუძლიათ პირველი გუნდის წევრები გახდნენ. ვახტანგთან მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველით და თბილისის "დინამოში" კარიერის დარჩენილ დროში წარმატებებს ვუსურვებთ".

ამგვარად, მომდევნო სეზონიდან საქართველოს ინგლისის პრემიერ ლიგაში ორი წარმომადგენელი ეყოლება ვახტანგ სალიასა და გიორგი მამარდაშვილის სახით, რომელიც “ლივერპულმა” გასულ ზაფხულს შეიძინა და იჯარით “ვალენსიაში” დატოვა.

სალია 2007 წლის 30 აგვისტოს, თბილისში დაიბადა. მისი სიმაღლე 1.81 მეტრია.

ქართველი ფეხბურთელი თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია.

ა.წ. გაზაფხულზე ბრიტანულმა HITC-მა გაავრცელა ცნობა, რომ ვახტანგ სალიათი, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ჭაბუკ ფეხბურთელად მიიჩნევა, "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" იყვნენ დაინტერესებული.

სტატიაშია ასევე აღნიშნული იყო, რომ ქართველ ვუნდერკინდს ხვიჩა კვარაცხელიას ადარებენ და მას აგრეთვე "ჩელსი", "ტოტენჰემი", "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ნიუკასლი" "რეალი", "ატლეტიკო", "ბარსელონა", პსჟ, "ბაიერნი" და "დორტმუნდი" აკვირდებოდნენ.

ქართველს ეროვნულ ლიგაში დებიუტი 2023 წლის ნოემბერში ჰქონდა, წელს კი 24 თამაშში 5 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოასწრო. სალიას სხვადასხვა დროს საქართველო 17, 19 და 21 წლამდე ასაკობრივი ნაკრებების ღირსებაც დაუცავს.