კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ერთგვარი პაროლივით იყო, რომ ამომრჩეველი მათი კაცი იყო... ასეთი ფაქტების არა ერთი თვითმხილველი არსებობს" - რას აცხადებს ვახტანგ ხმალაძე?
"ეს ერთგვარი პაროლივით იყო, რომ ამომრჩეველი მათი კაცი იყო... ასეთი ფაქტების არა ერთი თვითმხილველი არსებობს" - რას აცხადებს ვახტანგ ხმალაძე?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ოპო­ზი­ცია და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი, 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს არა­ლე­გი­ტი­მუ­რად მი­იჩ­ნე­ვენ. პრე­ზი­დენ­ტმა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და რუ­სუ­ლი მე­თო­დე­ბით, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი ყვე­ლა დარ­ღვე­ვის სრულ გა­მო­ძი­ე­ბას ითხო­ვენ. ამ პო­ზი­ცი­ას არ იზი­ა­რე­ბენ მმარ­თველ გუნდში და ამ­ბო­ბენ, რომ პარ­ლა­მენ­ტი შე­იკ­რი­ბე­ბა და 76 ხმით 150 დე­პუ­ტა­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ცნობს. იქ­ნე­ბა თუ არა ოპო­ზი­ცი­ის გა­რე­შე პარ­ლა­მენ­ტი ლე­გი­ტი­მუ­რი, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თუ არა, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფონ­ზე, არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე და­სავ­ლე­თის რე­აქ­ცია? - ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტი ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ჯერ კი­დევ სა­კი­თხა­ვია, შედ­გა თუ არა არ­ჩევ­ნე­ბი. დღეს სა­ჩივ­რე­ბის შე­ტა­ნის ვადა მთავ­რდე­ბა, ხვა­ლი­დან გან­ხილ­ვა და­ი­წყე­ბა. არ მაქვს იმე­დი, რომ ზემ­დგო­მი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბი - ცეს­კო და სა­ოლ­ქო ან სა­ქა­ლა­ქო და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ე­ბი ამ სარ­ჩე­ლებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ. შე­იძ­ლე­ბა, სუ­რა­თის შექ­მნის მიზ­ნით, თითო-ორო­ლა სარ­ჩე­ლი და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ - სულ ეს იქ­ნე­ბა. მე რაც ვნა­ხე და მო­ვის­მი­ნე, იმის მი­ხედ­ვით, შე­მიძ­ლია და­ვას­კვნა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი სის­ტე­მუ­რად, კარ­გად და­გეგ­მი­ლი, სხვა­დას­ხვა მე­თო­დით გა­ყალბ­და.

- რო­გორ გგო­ნი­ათ, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რე­ბი გულ­წრფე­ლე­ბი იყ­ვნენ, რო­დე­საც ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებს ვერ გა­ა­ყალ­ბებ­და? თუ ისი­ნი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი არ იყ­ვნენ?

- რაც და­ზუს­ტე­ბით ვიცი, არის ის, რომ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის მიზ­ნით, ამ­ჯე­რა­დაც გა­მო­ი­ყე­ნეს ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბი - ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სი და ზე­წო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­სა და მათი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე. იყო მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტე­ბი, რო­გორც არ­ჩევ­ნე­ბის წინ, ასე­ვე - არ­ჩევ­ნე­ბის დღეს. გარ­და ამი­სა, იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც უბან­ზე მი­სულ ამომ­რჩე­ველს მარ­კი­რე­ბას არ უკე­თებ­დნენ. უფრო სწო­რად ეკი­თხე­ბოდ­ნენ, უნ­დო­დათ თუ არა მარ­კი­რე­ბის გა­კე­თე­ბა. არა­და, მარ­კი­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. ეს კი­თხვა ერ­თგვა­რი პა­რო­ლი­ვით იყო. მარ­კი­რე­ბა­ზე უა­რის თქმა ნიშ­ნავ­და იმას, რომ ამომ­რჩე­ვე­ლი მათი კაცი იყო. ასე­თი ფაქ­ტე­ბის არა ერთი თვითმხილ­ვე­ლი არ­სე­ბობს.

- პი­რა­დად თუ ესა­უბ­რეთ ასე­თი ფაქ­ტე­ბის თვითმხილ­ვე­ლებს ან თა­ვად თუ შე­ეს­წა­რით დარ­ღვე­ვე­ბის შემ­თხვე­ვებს?

- დიახ, სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე მყოფ დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის­გან მი­ვი­ღე ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია. ამას­თან, კი­თხვა მარ­კი­რე­ბის გა­კე­თე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თბი­ლის­ში, ვე­რა­ზე, ერთ-ერთ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ჩემს დას და სი­ძეს და­უს­ვეს. ჩემ­თვის ასე­თი კი­თხვა არ და­უს­ვამთ. რა თქმა უნდა, ასეთ კი­თხვებს არ და­უს­ვამ­დნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მეტ-ნაკ­ლე­ბად ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ნა­ხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ეს ერთგვარი პაროლივით იყო, რომ ამომრჩეველი მათი კაცი იყო... ასეთი ფაქტების არა ერთი თვითმხილველი არსებობს" - რას აცხადებს ვახტანგ ხმალაძე?

"ეს ერთგვარი პაროლივით იყო, რომ ამომრჩეველი მათი კაცი იყო... ასეთი ფაქტების არა ერთი თვითმხილველი არსებობს" - რას აცხადებს ვახტანგ ხმალაძე?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა რუსული მეთოდებით, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები ყველა დარღვევის სრულ გამოძიებას ითხოვენ. ამ პოზიციას არ იზიარებენ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს. იქნება თუ არა ოპოზიციის გარეშე პარლამენტი ლეგიტიმური, შესაძლებელი იყო თუ არა, ახალი ტექნოლოგიების ფონზე, არჩევნების გაყალბება, როგორი იქნება ამ ყველაფერზე დასავლეთის რეაქცია? - ამ საკითხთან დაკავშირებით, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე გვესაუბრება.

- ჯერ კიდევ საკითხავია, შედგა თუ არა არჩევნები. დღეს საჩივრების შეტანის ვადა მთავრდება, ხვალიდან განხილვა დაიწყება. არ მაქვს იმედი, რომ ზემდგომი საარჩევნო კომისიები - ცესკო და საოლქო ან საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები ამ სარჩელებს დააკმაყოფილებენ. შეიძლება, სურათის შექმნის მიზნით, თითო-ოროლა სარჩელი დააკმაყოფილონ - სულ ეს იქნება. მე რაც ვნახე და მოვისმინე, იმის მიხედვით, შემიძლია დავასკვნა, რომ არჩევნები სისტემურად, კარგად დაგეგმილი, სხვადასხვა მეთოდით გაყალბდა.

- როგორ გგონიათ, ოპოზიციონერი ლიდერები გულწრფელები იყვნენ, როდესაც ირწმუნებოდნენ, რომ „ქართული ოცნება“ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ არჩევნებს ვერ გააყალბებდა? თუ ისინი ინფორმირებულები არ იყვნენ?

- რაც დაზუსტებით ვიცი, არის ის, რომ არჩევნების გაყალბების მიზნით, ამჯერადაც გამოიყენეს ტრადიციული მეთოდები - ადმინისტრაციული რესურსი და ზეწოლა განახორციელეს საჯარო მოხელეებსა და მათი ოჯახის წევრებზე. იყო მოსყიდვის ფაქტები, როგორც არჩევნების წინ, ასევე - არჩევნების დღეს. გარდა ამისა, იყო შემთხვევები, როდესაც უბანზე მისულ ამომრჩეველს მარკირებას არ უკეთებდნენ. უფრო სწორად ეკითხებოდნენ, უნდოდათ თუ არა მარკირების გაკეთება. არადა, მარკირება სავალდებულოა. ეს კითხვა ერთგვარი პაროლივით იყო. მარკირებაზე უარის თქმა ნიშნავდა იმას, რომ ამომრჩეველი მათი კაცი იყო. ასეთი ფაქტების არა ერთი თვითმხილველი არსებობს.

- პირადად თუ ესაუბრეთ ასეთი ფაქტების თვითმხილველებს ან თავად თუ შეესწარით დარღვევების შემთხვევებს?

- დიახ, სხვადასხვა ადგილზე მყოფ დამკვირვებლებისგან მივიღე ასეთი ინფორმაცია. ამასთან, კითხვა მარკირების გაკეთებასთან დაკავშირებით, თბილისში, ვერაზე, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ჩემს დას და სიძეს დაუსვეს. ჩემთვის ასეთი კითხვა არ დაუსვამთ. რა თქმა უნდა, ასეთ კითხვებს არ დაუსვამდნენ საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილ ადამიანებს...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: