„პალიტრა L“ მე-19 იუბილესთან დაკავშირებით მკითხველს სიურპრიზს უმზადებს

„პალიტრა L“ მე-19 იუბილესთან დაკავშირებით მკითხველს სიურპრიზს უმზადებს

„პალიტრა L“ იუბილეს ტრადიციულად მკითხველთან ერთად აღნიშნავს. 31 ოქტომბერს გამომცემლობას 19 წელი უსრულდება და სწორედ აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით 30-31 ოქტომბერს განსაკუთრებულ სიურპრიზებს გთავაზობთ.

გამომცემლობა 2005 წელს დაარსდა და მალევე დაიმკვიდრა საქართველოს საგამომცემლო სფეროში წამყვანი პოზიცია. ამ წლების განმავლობაში გამომცემლობამ არაერთი საეტაპო მნიშვნელობის პროექტი განახორციელა. მან საშუალება მისცა ქართველ მკითხველს, გაეცნო თანამედროვე მსოფლიო მნიშვნელობის ავტორები, გაეახლებინა მოძველებული საოჯახო ბიბლიოთეკა ახალი, მაღალპოლიგრაფიული გამოცემებით, თვალი მიედევნებინა მსოფლიო ლიტერატურაში მიმდინარე ტენდენციებისთვის.

ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის და თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამომცემლობას უკვე აქვს აპლიკაციაც. უნიკალური მულტიფუნქციური შეთავაზება, რომელიც ითვალისწინებს როგორც წიგნების ონლაინ მაღაზიას, ისე აუდიო წიგნების მოსმენასა და ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნას. შედეგად, მკითხველს სასურველი ლიტერატურა მუდამ თან ექნება და მის მოსმენასა თუ წაკითხვას ნებისმიერ დროსა და ადგილზე შეძლებს.

30-31 ოქტომბერს გამომცემლობა ოფიციალურ ვებგვერდსა და აპლიკაციაში გთავაზობთ 50% ფასდაკლებას, ნებისმიერ შენაძენზე.

ხოლო "ბიბლუსის" მაღაზიებში, „პალიტრა L-ის“ ყოველ 20 ლარიან შენაძენზე მიიღებთ საჩუქარს.

ჩაინიშნე 30-31 ოქტომბერი და არ გამოტოვო სიურპრიზები „პალიტრა L-სგან“!

R