უარესს მოაწერეს ხელი, თქვენ იცით, რომ მათ „ქართულ ქარტიას“, რომლითაც თქვეს, რომ მარიონეტული რეჟიმი უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოში ე.წ. ტექნიკური მთავრობის სახლით, რომელიც უცხოეთიდან მიღებული მითითებებით იმოქმედებს. მათი გუშინდელი განცხადება ადასტურებს, რომ ამბობენ - საქართველო ბანანის რესპუბლიკა, ჩვენ არანაირი სუვერენიტეტი არ გვეკუთვნის და არ ვიმსახურებთ, ჩვენ ჩვენს საქმეებს ვერ გადავწყვეტთ, უნდა ჩამოვიდნენ უცხოელი ბიძიები და დეიდები და მათ უნდა ჩაგვიტარონ არჩევნები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ახლა საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმებაზე საუბრობს.
"მართლმსაჯულებაში ისინი [უცხოელები] უნდა იყვნენ, მთავრობა მათ უნდა დაგვიკომპლექტონ და შიგნით [მთავრობაში] უნდა იყვნენ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გახსოვთ ეს მოთხოვნაც, რასაც ჩვენ ვამბობდით წინასაარჩევნოდ, პოსტსაარჩევნოდ ადასტურებენ. სინამდვილეში ისინი საუბრობენ საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმებაზე, მთელი პრობლემა ამ ფსევდო რელიგიისა, რომელშიც ოპოზიცია იმყოფება არის ის, რომ საკუთარი ფსევდო მრევლი ჰყავთ, რომელიც ამას იზიარებს, მათ მართლაც ეს დამოკიდებულება აქვთ - ქართველები არ ვვარგივართ, ხომ ხედავთ ვერ ვშვრებით და არ ჯობია უცხოელებმა გვმართონ? აგერ იქ დალაგებულია ყველაფერი, მოვლენ და ჩვენც დაგვილაგებენ - ეს ხალხი ვერ ხვდება რას ნიშნავს დამოუკიდებლობა. თავისუფლებას მაისურებზე იწერენ და ქვეყნის თავისუფლებას სხვებს აბარებენ. ჰგონიათ, რომ რახან თვითონ უუნაროები არიან, მთელი საზოგადოება და ერი არის უუნარო.
ვერ ვხდები გახარია და „ლელო“ რას აპროტესტებენ, რით არიან უკმაყოფილოები? იმ ეგზიტპოლებში, რომლებიც მოეწონათ 8-9% აქვთ და ცესკოს მონაცემებითაც, თუ "ნაციონალური მოძრაობისა" და გვარამიას შედეგით არიან უკმაყოფილოები? სინამდვილეში ისინი გულშემატკივრობენ და გულშემატკივრობდნენ “ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ბირთვს. ყველაფერი გამოვლინდა და ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.